„90 წლის რომ ვარ არ ნიშნავს იმას, რომ სიკვდილისთვის მზად ვარ - წინ კიდევ ბევრი რამე მაქვს“

90 წლის ამერიკელი ვარდა იორანი საკუთარი ცხოვრების შესახებ ჰყვება და აცხადებს, რომ კორონავირუსის მკურნალობისას ასაკის მიხედვით სელექცია უსამართლობაა, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ 90 წლისაა, არ ნიშნავს, რომ სიკვდილისთვის მზად არის. 

ვარდა იორანი მსოფლიოს მიმართავს. წერს, რომ ხანდაზმული ადამიანები შეიძლება, იყვნენ პროდუქტიულები და მსოფლიო საქმიანობაში თავიანთი წვლილის შეტანა შეუძლიათ.


ამასთნ ის აღნიშნავს, რომ 90 წლის ასაკში კარანტინის დასრულებას და სიცოცხლით ტკბობას ელოდება.


„მეოთხედი წელიწადია, რაც პენსიონერი ვარ, კვლავ აქტიური გახლავართ, ვკითხულობ და ვწერ ესეებს. ვსაუბრობ 4 ენაზე და ვიყენებ ელექტრონულ ფოსტასა და WhatsApp–ს ახლობლებთან ურთიერთობისთვის ფინეთში, ჩინეთში, ნორვეგიაში, ინგლისში, ისრაელში, რუსეთში, ტაილანდსა და აშშ–ის მთელს ტერიტორიაზე. ვმართავ ჩემ მიერ შექმნილ ფონდს, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოხუც ადამიანებს ეხმარება. ვესწრები და ორგანიზებას ვუწერ Zoom–ის საშუალებით ფილოსოფიურ კლუბს, რომელიც განიხილავს ეთიკის წესებს, პატიებას, მრისხანებას, კრეატიულობასა და კიდევ მრავალ საკითხს.


ამ დროისათვის ჩემი რუტინა შეიცვალა. Covid-19–მა ყველაფერი ერთი გასროლით დახურა. 90 წლის განმავლობაში მრავალი თავგადასავალი გადამხდა, მაგრამ მსგავსი სიტუაცია არასდროს მინახავს. ჩემი ქალიშვილი წუხდა იმაზე, რომ ქალაქში შედარებით დაუცველი ვიქნებოდი, რადგან ნაკლებად ექნებოდა ჩემი მოვლის საშუალება. დავტოვე ბრუკლინი და ახლა მასთან და ჩემს შვილიშვილთან, ასევე, სიძესთან ერთად ვცხოვრობ. იზოლაციაში და უსაფრთხოდ ვიმყოფებით. ჩემი ერთადერთი სასეირნო პერიმეტრია ნიღაბსა და ხელთათმანებში უახლოეს ლაბორატორიამდე, სისხლის ანალიზის რეგულარულად ჩატარების მიზნით.


ვინ იცის, რა მიმართულებით გველის ცვლილებები? ამ ეტაპზე რაც დავინახე, არის ის, რომ კრიზისმა საუკეთესო გამოამჟღავნა კარგ ადამიანებსა და უარყოფითი – ცუდ ადამიანებში. ახლა კი ვხედავ, რომ თანამშრომლობა და თანადგომა მასშტაბურად აუცილებელია იმისათვის, რომ მსოფლიო სწორ გზაზე დავაყენოთ.


ზოგიერთმა ადამიანმა შესაძლოა, იფიქროს, რომ იმ შემთხვევაში, თუ კორონავირუსი მომკლავს, არაფერია, რადგან სრულფასოვანი ცხოვრებით ვიცხოვრე და კი, ეს ასეა.


დავიბადე ჩინეთში, ჩემი მშობლები ებრაელები იყვნენ, რომლებმაც რუსეთი პირველი მსოფლიო ომის შემდეგ დატოვეს, რათა ეპოვათ თავშესაფარი ანტისემიტიზმისგან, შიმშილისა და დევნისგან. ჩემი ცხოვრების 20 წელიწადი ჩინეთში გავატარე, გადავიტანე იაპონური ოკუპაციის წლები მეორე მსოფლიო ომის დროს. შემდგომი 30 წელიწადი ისრაელში გავატარე. ვმუშაობდი BBC–ში, ვიყავი გრაფიკოსი და ვასწავლიდი ივრითს ევროპიდან დაბრუნებული ოჯახების შვილებს. დავქორწინდი და გავზარდე ორი ქალიშვილი. საბოლოოდ, ჩემი ქმრის სამსახურმა 1979 წელს აშშ–ში ჩამოგვიყვანა. მაშინ 50 წლის ვიყავი და წარმოდგენაც არ მქონდა, რომ როგორც ხელოვანი, ისე განვითარდებოდი.


60 წლის ასაკში 5 დიდი სკულპტურა შევქმენი ისრაელისთვის ღია სივრცეში დასადგამად. 70 წლიდან დავიწყე სახელის მოხვეჭა, როგორც მწერალმა. 82 წლის ასაკში შევქმენი არაკომერციული ორგანიზაცია. 89 წლის ასაკში, ანუ ერთი წლის წინ მეორე წიგნი გამოვეცი და კიდევ ბევრი საქმე მაქვს წინ.


მე არ ვარ ერთჯერადი და მწყინს იმ ადამიანების, რომლებიც ფიქრობენ, რომ ასაკი მიუთითებს, ღირს თუ არა ადამიანის გადარჩენა. შემიძლია გითხრათ, რომ მეც და ჩემს ახლობლებსაც გვსურს, დიდხანს ვიცოცხლო. მინდა, დავესწრო ჩემი შვილიშვილის გამოსაშვებ საღამოს და ვნახო, სად ჩააბარებს ის. მინდა, მოვესწრო შვილთაშვილს ჩემი უფროსი შვილიშვილისგან. მინდა, განვაგრძო ჩემი ბედნიერი ცხოვრება. ისეთი სიხშირით აღარ შემიძლია მოგზაურობა, როგორც – ადრე, მაგრამ დიდი სურვილი მაქვს ისრაელში კვლავ ჩასვლისა. ის, რომ 90 წლის ვარ, არ ნიშნავს იმას, რომ სიკვდილისთვის მზად ვარ.


ჩვენი ცხოვრება, ჩვენი ოცნებები, ჩვენი პროდუქტიულობა არ სრულდება 65 წლის ასაკს მიღწევით , ასაკის, რომელიც, საზოგადოების აზრით,  „საკმარისად მოხუცს“ ნიშნავს.


ხანდაზმული ადამიანები შეიძლება, იყვნენ პროდუქტიულები და თავიანთი წვლილი შეიტანონ მსოფლიო საქმიანობაში.


მე 90 წლის ვარ და კარანტინის დასრულებას ველოდები. სანამ ისევ შემოქმედებითი ვარ და გარსშემორტყმული გახლავართ ოჯახისა და მეგობრების სიყვარულით, სანამ სიცოცხლით ისევ ვტკბები, არავის აქვს უფლება, არ გამითვალისწინოს“.


წყარო


5 მარტს სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს 85 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 5 მარტის საჯარო სხდომაზე ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა.

“იბერიას” საქმეზე ადეიშვილისა და მისი ყოფილი მოადგილის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

ტელეკომპანია „იბერია ტვ-ს” სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით დათმობის ფაქტზე, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილისა და გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილის, გიორგი ლაცაბიძის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.

დისტანციური სესიები ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით

GITA-მ და BTU-მ ახალი პროექტი წარადგინეს.

ყოველდღიური ანალიტიკა — სიახლე თიბისის ბიზნეს ინტერნეტ ბანკში

თიბისი ბანკი იურიდიული პირებისთვის განკუთვნილ ინტერნეტ ბანკში ახალ, მნიშვნელოვან ფუნქციონალს — ბიზნეს ანალიტიკას ამატებს.

წინა ხელისუფლების დროს ჩამორთმეული ფიროსმანის ნახატი მესაკუთრეს დაუბრუნდა – პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე სამმართველოში გამოძიება სისხლის სამართლის N009271011001 საქმეზე, დ.ა.-ს მიერ წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული, ნ. ფიროსმანაშვილის ფერწერული ტილოს შეძენისა და გასაღების მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 19,186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო.

მკვლელობა თავში ნაჯახის ჩარტყმით და ძარცვა – ბრალდებულს 10 წელი მიესაჯა

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ განზრახ მკვლელობისთვის, ძარცვისა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებისთვის ბრალდებული ნ.მ. დამნაშავედ ცნო და თავისუფლების 10 წლით აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

თიბისის მხარდაჭერით, ბათუმში Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Le Méridien გაიხსნა

შავი ზღვის სანაპიროზე სასტუმროების ცნობილ ბრენდებს Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Le Méridien დაემატება. “ბათუმი თაუერი“, რომელიც რეგიონში უმაღლესი კატეგორიის ბრენდს წარმოადგენს, თიბისის მხარდაჭერით გაიხსნა.

თიბისი მომხმარებლებს ურჩევს, ისარგებლონ დისტანციური მომსახურებითა და უნაღდო გადახდებით

თიბისი გირჩევთ უნაღდო გადახდების საშუალებებს, რომ თავიდან აიცილოთ ნაღდ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული რისკები:

„ჯორჯიან მანგანეზი“ სალიცენზიო არეალში მიწების მითვისებაზე განცხადებას ავრცელებს

ბოლო რამდენიმე თვეა, სისტემატური ხასიათი მიიღო პრაქტიკამ, როდესაც, „ჯორჯიან მანგანეზის“ ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, მოპოვებითი სამუშაოების დაწყებისთანავე ხდება მიმდებარე მიწის ნაკვეთების კერძო პირებზე დარეგისტრირება და შემდეგ მათი მესაკუთრეების მხრიდან ზარალის ანაზღაურების მოთხოვნა.

 

„სოკარის“ შანსი, დაესწარით ევრო 2020-ის გახსნას რომში – კომპანიამ გათამაშება დაიწყო

„სოკარმა“ 2020 წელი უამრავი სიახლით დაიწყო და მომხმარებელს სიურპრიზები შესთავაზა.

ირაკლი შოთაძე ლონდა თოლორაიას შეხვდა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობას გაეცნო

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძისა და სახელმწიფო ინსპექტორის ლონდა თოლორაიას შეხვედრა გაიმართა.

"არემჯის" საერთაშორისო ჯილდო Leader Of The Year გადაეცა

შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და საქართველოს ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის, რიგით მე-8 დაჯილდოებაზე „არემჯის“-Leader Of The Year საერთაშორისო ჯილდო გადაეცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანიიდან აცნობეს.

იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღე საქართველოშიც აღნიშნეს

თებერვლის ბოლოს მსოფლიომ იშვიათი დაავადებების დღე აღნიშნა, რომელსაც საქართველო წელსაც შეუერთდა.

სასამართლომ, ჭიათურაში სახელმწიფო ქონების მითვისებისთვის დაკავებულთა აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო ქონების უკანონო მითვისების ბრალდებით დაკავებულების აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა.

29 თებერვალს საქართველო იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღეს აღნიშნავს

გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდი (GeRaD) 2020 წლის პრიორიტეტად სპინალურ კუნთოვან ატროფია (სკა) ასახელებს.

სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს მიმდინარე კვირაში 21 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) მიმდინარე კვირაში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა.

დავით ნარმანია საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაზე პრეზენტაციით წარდგა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე დავით ნარმანიამ ქ. ვენაში გამართულ საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

 

ეთერ შავლიძესთან შეძენილმა ბილეთმა ერთს 1 182 454, მეორეს კი 14 280 ლარი მოაგებინა

გაიცანით, საქართველოში ლატარიის ყველაზე იღბლიანი მეჯიხურე, რომელთან ნაყიდი ბილეთებითაც 2 კვირის მანძილზე ლოტო 6/42-ში ჯეკპოტი 1 182 454 ლარი და 14 280 ლარი მოიგეს.

„ევროპაბეთის“ შემდეგ აზარტული თამაშების ბიზნესი გარე რეკლამაზე უარს ამბობს

აზარტული თამაშების კომპანიებმა საქართველოში უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღეს - პირველი მარტიდან თამაშების ყველა კომპანია გარე-რეკლამაზე უარს ამბობს. ბანერების ჩამოხსნა მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე დაწყებულია.

„თიბისი ბანკმა“ ბიზნესსექტორს წლიური ანგარიში წარუდგინა

თიბისი ბანკმა წლიური შეხვედრა ჩაატარა, სადაც კომპანიის 2019 წლის მიღწევები და შედეგები, ასევე განვითარების სტრატეგია და სამომავლო გეგმები წარადგინა. შეხვედრას ბიზნესსექტორის, მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში აშშ-ის ჯორჯიის შტატის ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ აშშ-ის ჯორჯიის შტატის სისხლის სამართლის ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატებს უმასპინძლა.