„ევროპაბეთის“ უფასო რეკლამით 30-მდე ბიზნესი უკვე სარგებლობს

  • პოპმედიაში რეკლამის განთავსების სურვილი ასამდე ბიზნესმა გამოთქვა.

1 მილიონი ჩვენება საჩუქრად - ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა „ევროპაბეთმა“ 25 აპრილს გამოაცხადა. პროგრამაში ჩართვის სურვილი 2 დღეში 100-მდე მეტმა ბიზნესმა გამოთქვა. კომპანიების რეკლამა პოპმედიის სამივე პორტალზე popsport.com, popmusic.ge და popx.ge მაისის ბოლომდე უსასყიდლოდ განთავსდება.

ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა „ევროპაბეთის” სოციალური პასუხისმგებლობის პროექტის responsible.ge-ს ნაწილია.

„პროგრამის დასაწყისში დავაანონსეთ, რომ მასში ჩართული ბიზნესის რეკლამას მომხმარებელი ერთი თვის განმავლობაში მილიონჯერ ნახავდა. გამომდინარე იქიდან, რომ პოპმედია სამ პლატფორმას აერთიანებს, არსებული სარეკლამო სივრცის მაქსიმალურად ეფექტურად გამოსაყენებლად მოგვიწია შემოსული განაცხადებიდან არჩევანი მცირე და საშუალო ბიზნესებზე გაგვეკეთებინა. რადგან მიგვაჩნია, რომ COVID-19-ის რეალობაში მათ მხარდაჭერა განსაკუთრებით სჭირდებათ. საბოლოოდ ჩვენი პროექტი მომხმარებელთან დაკავშირების სირთულეების გადალახვაში 30-მდე ბიზნესს დაეხმარება,“ - აცხადებს „ევროპაბეთის” მარკეტინგის დირექტორი, პროექტის responsible.ge-ს ხელმძღვანელი, ლაშა გოგუა.

პროგრამაში ჩართული ბიზნესები:

  • NairNairi - ნაირნაირი თასმებისა და მაისურების ბრენდი
  • Shno - შნო - ლითონისა და ხის ავეჯის ქართული საწარმო
  • Medsoft - სამედიცინო დაწესებულებების მართვის სისტემა
  • Mob.ge - ონლაინ პლატფორმა, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს შეადაროს მობილურების ფასები საქართველოში არსებულ სხვადასხვა მაღაზიებს შორის სახლიდან გაუსვლელად
  • Music House – „მუსიკის სახლი” მუსიკალური ინსტრუმენტების მაღაზიაა, რომელიც 16 წელია არსებობს და ამ დროისათვის 3 მაღაზიის სახით არის წარმოდგენილი, თბილისსა და ბათუმში
  • Dé Aure - ხელნაკეთი აქსესუარების ბრენდი, რომელიც მომხამრებელმა საქართველოს თემატიკაზე შექმნილი ნივთებით გაიცნო.
  • Luni.com.ge - კომპანია ლუნი მომხმარებელს პროექტირების, დაგეგმვისა და რემონტის მართვის მომსახურებას სთავაზობს
  • Makhati Game – ქართული არასერიოზული სამაგიდო თამაში
  • On-shop.ge; Hap.ge ; Altex.ge; bauma.ge;  - საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და სარემონტო მასალების ონლაინ მაღაზიები
  • Green Residence - დეველოპერული კომპანიაა, რომელიც საქართველოს ბაზარზე 2011 წლიდან არსებობს
  • Leaf.ge - ამერიკულ ქართული განათლების ცენტრი
  • Kolo - ავტომობილის რეცხვის სერვისი
  • Guide Batumi - ბათუმის ელექტრონული გზამკვლევი
  • GIFme - GIF-ებისა და ფოტოების გადამღები აპარატი, რომელიც ასევე ადგილზევე ბეჭდავს გადაღებულ ფოტოებს. აპარატი განკუთვნილია წვეულებებისა და ღონისძიებების გასახალისებლად
  • Buppee - დაბადების დღეების ონლაინ პლატფორმა, სადაც საჩუქრებს თავად იუბილარები ირჩევენ, ხოლო მეგობრები სწორედ ამ არჩევანის საშუალებას ჩუქნიან მათ.

პოპმედია სამ საინფორმაციო ვებპორტალს აერთიანებს. საიტებს popsport.com, popmusic.ge და popx.ge დღეში საშუალოდ 100 ათასამდე უნიკალური ვიზიტორი სტუმრობს და სპორტის, მუსიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების შესახებ უახლეს ამბებს, საინტერესო სტატიებსა და სხვადასახვაგვარ გასართობ მასალას ეცნობა.

ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა „ევროპაბეთის” პასუხისმგებლიანი ბიზნესის პოლიტიკის გაგრძელებაა. პასუხისმგებლიანი თამაშის მასშტაბური კამპანია სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს: ესაა პასუხისმგებლობა ბიზნესის, კომუნიკაციისა და საზოგადოების მიმართ. კამპანიის ფარგლებში ფუნქციონირებს ვებგვერდი responsible.ge, სადაც დეტალურადაა აღწერილი ყველა ის ინოვაციური თუ კარგად გამოცდილი ტექნოლოგია და მეთოდი, რითაც „ევროპაბეთის” მომხმარებლები სარგებლობენ.

„ევროპაბეთი” 2015 წელს მთლიანად გადავიდა შვედური კომპანია BETSSON-ის (17 ბრენდი 10 ქვეყანაში) მფლობელობაში. პასუხისმგებლიანი თამაშის ქართულ ბაზარზე დანერგვა BETSSON-ის ერთ-ერთი პირველი ინიციატივაა.


5 მარტს სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს 85 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 5 მარტის საჯარო სხდომაზე ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა.

“იბერიას” საქმეზე ადეიშვილისა და მისი ყოფილი მოადგილის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

ტელეკომპანია „იბერია ტვ-ს” სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით დათმობის ფაქტზე, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილისა და გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილის, გიორგი ლაცაბიძის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.

დისტანციური სესიები ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით

GITA-მ და BTU-მ ახალი პროექტი წარადგინეს.

ყოველდღიური ანალიტიკა — სიახლე თიბისის ბიზნეს ინტერნეტ ბანკში

თიბისი ბანკი იურიდიული პირებისთვის განკუთვნილ ინტერნეტ ბანკში ახალ, მნიშვნელოვან ფუნქციონალს — ბიზნეს ანალიტიკას ამატებს.

წინა ხელისუფლების დროს ჩამორთმეული ფიროსმანის ნახატი მესაკუთრეს დაუბრუნდა – პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე სამმართველოში გამოძიება სისხლის სამართლის N009271011001 საქმეზე, დ.ა.-ს მიერ წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული, ნ. ფიროსმანაშვილის ფერწერული ტილოს შეძენისა და გასაღების მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 19,186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო.

მკვლელობა თავში ნაჯახის ჩარტყმით და ძარცვა – ბრალდებულს 10 წელი მიესაჯა

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ განზრახ მკვლელობისთვის, ძარცვისა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებისთვის ბრალდებული ნ.მ. დამნაშავედ ცნო და თავისუფლების 10 წლით აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

თიბისის მხარდაჭერით, ბათუმში Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Le Méridien გაიხსნა

შავი ზღვის სანაპიროზე სასტუმროების ცნობილ ბრენდებს Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Le Méridien დაემატება. “ბათუმი თაუერი“, რომელიც რეგიონში უმაღლესი კატეგორიის ბრენდს წარმოადგენს, თიბისის მხარდაჭერით გაიხსნა.

თიბისი მომხმარებლებს ურჩევს, ისარგებლონ დისტანციური მომსახურებითა და უნაღდო გადახდებით

თიბისი გირჩევთ უნაღდო გადახდების საშუალებებს, რომ თავიდან აიცილოთ ნაღდ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული რისკები:

„ჯორჯიან მანგანეზი“ სალიცენზიო არეალში მიწების მითვისებაზე განცხადებას ავრცელებს

ბოლო რამდენიმე თვეა, სისტემატური ხასიათი მიიღო პრაქტიკამ, როდესაც, „ჯორჯიან მანგანეზის“ ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, მოპოვებითი სამუშაოების დაწყებისთანავე ხდება მიმდებარე მიწის ნაკვეთების კერძო პირებზე დარეგისტრირება და შემდეგ მათი მესაკუთრეების მხრიდან ზარალის ანაზღაურების მოთხოვნა.

 

„სოკარის“ შანსი, დაესწარით ევრო 2020-ის გახსნას რომში – კომპანიამ გათამაშება დაიწყო

„სოკარმა“ 2020 წელი უამრავი სიახლით დაიწყო და მომხმარებელს სიურპრიზები შესთავაზა.

ირაკლი შოთაძე ლონდა თოლორაიას შეხვდა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობას გაეცნო

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძისა და სახელმწიფო ინსპექტორის ლონდა თოლორაიას შეხვედრა გაიმართა.

"არემჯის" საერთაშორისო ჯილდო Leader Of The Year გადაეცა

შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და საქართველოს ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის, რიგით მე-8 დაჯილდოებაზე „არემჯის“-Leader Of The Year საერთაშორისო ჯილდო გადაეცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანიიდან აცნობეს.

იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღე საქართველოშიც აღნიშნეს

თებერვლის ბოლოს მსოფლიომ იშვიათი დაავადებების დღე აღნიშნა, რომელსაც საქართველო წელსაც შეუერთდა.

სასამართლომ, ჭიათურაში სახელმწიფო ქონების მითვისებისთვის დაკავებულთა აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო ქონების უკანონო მითვისების ბრალდებით დაკავებულების აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა.

29 თებერვალს საქართველო იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღეს აღნიშნავს

გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდი (GeRaD) 2020 წლის პრიორიტეტად სპინალურ კუნთოვან ატროფია (სკა) ასახელებს.

სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს მიმდინარე კვირაში 21 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) მიმდინარე კვირაში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა.

დავით ნარმანია საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაზე პრეზენტაციით წარდგა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე დავით ნარმანიამ ქ. ვენაში გამართულ საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

 

ეთერ შავლიძესთან შეძენილმა ბილეთმა ერთს 1 182 454, მეორეს კი 14 280 ლარი მოაგებინა

გაიცანით, საქართველოში ლატარიის ყველაზე იღბლიანი მეჯიხურე, რომელთან ნაყიდი ბილეთებითაც 2 კვირის მანძილზე ლოტო 6/42-ში ჯეკპოტი 1 182 454 ლარი და 14 280 ლარი მოიგეს.

„ევროპაბეთის“ შემდეგ აზარტული თამაშების ბიზნესი გარე რეკლამაზე უარს ამბობს

აზარტული თამაშების კომპანიებმა საქართველოში უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღეს - პირველი მარტიდან თამაშების ყველა კომპანია გარე-რეკლამაზე უარს ამბობს. ბანერების ჩამოხსნა მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე დაწყებულია.

„თიბისი ბანკმა“ ბიზნესსექტორს წლიური ანგარიში წარუდგინა

თიბისი ბანკმა წლიური შეხვედრა ჩაატარა, სადაც კომპანიის 2019 წლის მიღწევები და შედეგები, ასევე განვითარების სტრატეგია და სამომავლო გეგმები წარადგინა. შეხვედრას ბიზნესსექტორის, მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში აშშ-ის ჯორჯიის შტატის ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ აშშ-ის ჯორჯიის შტატის სისხლის სამართლის ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატებს უმასპინძლა.