“ტყის გადმოცემა ნიშნავს, რომ ფაქტობრივად, ეკლესიას უნდა დაევალოს ტყეზე ზრუნვა. პირობას გაძლევთ ნამდვილად, რომ ეკლესია, არც სასულიერო პირი, არავინ მეგულება მე ასეთი ბარბაროსი, რომ ტყე მიიღოს, გაჩეხოს, გაყიდოს და აღარ იყოს მერე ტყე. საქართველოში 95% მოსახლეობის თავის თავს თვლის მართლმადიდებელ ქრისტიანად და უმცირესობა როგორ დაიცავს უმრავლესობის ქონებას. ეს არის სახელმწიფო ქონება, ეროვნული ქონება”, – განაცხადა მიტროპოლიტმა. მის კომენტარს “ფორმულა” ავრცელებს.
ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ ფაქტობრივად, ეკლესია იქნება ტყის მცველი, მიტროპოლიტმა თქვა, რომ ეს ასე იქნება იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო მართლა გადასცემს ტყეებს.
“თუ ეს მართლააესე მოხდა, ფაქტობრივად, დავალებას გვაძლევენ, რომ ტყის მცველები ვიყოთ”, – განაცხადა მიტროპოლიტმა.