„ეს იქნება ყველაზე ხანგრძლივი ოფიციალური გლოვა ჩვენი დემოკრატიის ისტორიაში“, - აღნიშნა პედრო სანჩესმა.
ესპანეთში, მარტის შუა რიცხვებიდან მოყოლებული, 7 ივნისამდე საგანგეო რეჟიმი მოქმედებს. როგორც პრემიერმა განაცხადა, მთავრობა განიხილავს ვადის გაგრძელებას. „ეს ჩვენი მოვალეობაა, თუმცა ამით არ ვამბობ იმას, რომ ჩვენ აუცილებლად მივიღებთ ამ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ესპანეთის მთავრობის პირველმა პირმა.
ახალი კორონავირუსის გავრცელებიდან ქვეყანაში ინფიცირდა 234,8 ათასი ადამიანი და გარდაიცვალა 28 628 პაციენტი.