ლოთი ბერის ამბავი

გელა ბერუაშვილი, რომელიც ფეისბუქის პირად გვერდზე პერიოდულად საკუთარს ნოველებს აქვეყნებს და საზოგადოების დიდ მოწონებასაც იმსახურებს, ამჯერად უცნობი ავტორის ნაშრომის თარგამანს ავრცელებს, რომელიც ათონის მთაზე მოღვაწე ბერს ეხება.

„ათონის მთაზე ერთი ბერი ცხოვრობდა. ყოველდღე სვამდა, ნასვამი კი შეურაცყოფას აყენებდა და ჩხუბში იწვევდა ათონის წმინდა მთის მომლოცველებს. როცა გარდაიცვალა, რამდენიმე მომლოცველი მივიდა წმინდა პაისთან და ახარეს: უდიდესი თავსატეხი საბოლოოდ მოგვარდა, ის ლოთი ბერი გარდაიცვალა და ახლა ყველა დაისვენებს მისი ჩხუბისგანო.


მათი სიხარულით დამწუხრებულმა და გულმოსულმა წმინდა პაისმა უპასუხა:


- უკვე ვიცი, რომ გარდაიცვალა. ვიხილე, ლოთის სულს როგორ მიაცილებდა ანგელოზთა მთელი დასი.
მომლოცველები გააოცა წმინდა პაისის ნათქვამმა. სხვა ბერში ხომ არ ეშლებაო, და შეეცადნენ ახესნათ, თუ რომელ ბერზე იყო საუბარი.


მამა პაისმა კი უთხრა მათ:


- ეს "ლოთი" ბერი, როგორც თქვენ უწოდებთ, შუა აზიაში დაიბადა. იმხანად თურქებს ბიჭები ტყვედ მიჰყავდათ. იმისათვის, რომ თურქებს ესეც არ წაეყვანათ, მის მშობლებს ყანაში მოსავლის ასაღებად თან მიჰყავდათ და, რომ არ ეტირა, რძეში ცოტა არაყს უსხამდნენ, რათა დაეძინა და მისი ტირილის ხმა არავის გაეგო. მას შემდეგ, რაც გაიზარდა, ალკოჰოლზე დამოკიდებული გახდა. ერთ დღეს კი, როცა ექიმებმაც ვერ უშველეს, ათონის მთაზე ამოვიდა და ბერად აღიკვეცა. მონასტრის წინამძღოლს აღსარება ჩააბარა და თავისი ცხოვრება მოუყვა. გაუმხილა, რომ ალკოჰოლზე დამოკიდებული იყო. მოძღვარმა ურჩია, პირველ რიგში მოენანიებინა თავისი ცოდვები და, ამ განსაცდელისგან თავი რომ დაეღწია, ღვთისმშობლისთვის ყოველ საღამოს შეწევნა ეთხოვა. მართლაც, ნელ-ნელა ერთით მცირდებოდა ჭიქა არყის ოდენობა. უდიდესი ბრძოლითა და წრფელი სინანულით ერთ წელიწადში თავისი ცოდვების შემსუბუქება შეძლო, ანუ თუ სვამდა 20 ჭიქას, ახალა უკვე 19 გახადა. საკუთარ თავთან ბრძოლას წლების განმავლობაში განაგრძობდა და ასე მიაღწია 2-3 ჭიქას, მაგრამ ამჯერად საოცარი ის იყო, რომ უკვე 2-3 ჭიქაც ათრობდა.


წლების განმავლობაში, ათონის წმინდა მთის მომლოცველები ხედავდნენ მთვრალ ბერს, რომელიც ილანძღებოდა და გარშემომყოფთ ეჩხუბებოდა, უფალი კი ხედავდა კაცს, რომელიც ვნებების მოსათოკად საკუთარ თავთს ებრძოდა და ბოროტის დამარცხებას ცდილობდა. ყველა ადამინს აქვს უფლება, თავისი ნებით მოიქცეს, აკეთოს ის, რაც სურს. ამიტომ სხვას არ აქვს უფლება, განსაჯოს მისი ნება და ძალისხმევა! არ უნდა განსაჯო და იმსჯელო ადამიანზე ერთი შეხედვით! აი სწორედ ის "ლოთი" საუკუნო სასუფეველში ანგელოზთა დიდმა დასმა წაიყვანა! ეს იმას ნიშნავს რომ გულით ინანიებდა თავის ცოდვებს და ცხონდა! თქვენ კი, მისი გარდაცვალება რომ გაგიხარდათ და ფიქრობთ, ჩხუბით აღარ შეგვაწუხებსო, ამით თავს უდიდეს ცოდვაში იგდებთ. ამასთანავე, მუდამ განიკითხავდით და არ გიყვარდათ იგი, ამიტომ თქვენ, იმ "ლოთზე" ბევრად ცოდვილნო, წადით და მოინანიეთ! ნუ განიკითხავთ სხვას და ნუ შეაფასებთ ადამიანს თავისი ჩაცმულობით, ქცევითა თუ ლაპარაკით! თქვენ ხომ არ იცით, რა ცხოვრების გზა აქვს გავლილი?ეკლიანი თუ ია-ვარდით მოფენილი! განუკითხველად გიყვარდეთ ადამიანი.


 

წყარო: facebook.com

5 მარტს სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს 85 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 5 მარტის საჯარო სხდომაზე ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა.

“იბერიას” საქმეზე ადეიშვილისა და მისი ყოფილი მოადგილის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

ტელეკომპანია „იბერია ტვ-ს” სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით დათმობის ფაქტზე, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილისა და გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილის, გიორგი ლაცაბიძის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.

დისტანციური სესიები ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით

GITA-მ და BTU-მ ახალი პროექტი წარადგინეს.

ყოველდღიური ანალიტიკა — სიახლე თიბისის ბიზნეს ინტერნეტ ბანკში

თიბისი ბანკი იურიდიული პირებისთვის განკუთვნილ ინტერნეტ ბანკში ახალ, მნიშვნელოვან ფუნქციონალს — ბიზნეს ანალიტიკას ამატებს.

წინა ხელისუფლების დროს ჩამორთმეული ფიროსმანის ნახატი მესაკუთრეს დაუბრუნდა – პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე სამმართველოში გამოძიება სისხლის სამართლის N009271011001 საქმეზე, დ.ა.-ს მიერ წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული, ნ. ფიროსმანაშვილის ფერწერული ტილოს შეძენისა და გასაღების მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 19,186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო.

მკვლელობა თავში ნაჯახის ჩარტყმით და ძარცვა – ბრალდებულს 10 წელი მიესაჯა

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ განზრახ მკვლელობისთვის, ძარცვისა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებისთვის ბრალდებული ნ.მ. დამნაშავედ ცნო და თავისუფლების 10 წლით აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

თიბისის მხარდაჭერით, ბათუმში Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Le Méridien გაიხსნა

შავი ზღვის სანაპიროზე სასტუმროების ცნობილ ბრენდებს Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Le Méridien დაემატება. “ბათუმი თაუერი“, რომელიც რეგიონში უმაღლესი კატეგორიის ბრენდს წარმოადგენს, თიბისის მხარდაჭერით გაიხსნა.

თიბისი მომხმარებლებს ურჩევს, ისარგებლონ დისტანციური მომსახურებითა და უნაღდო გადახდებით

თიბისი გირჩევთ უნაღდო გადახდების საშუალებებს, რომ თავიდან აიცილოთ ნაღდ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული რისკები:

„ჯორჯიან მანგანეზი“ სალიცენზიო არეალში მიწების მითვისებაზე განცხადებას ავრცელებს

ბოლო რამდენიმე თვეა, სისტემატური ხასიათი მიიღო პრაქტიკამ, როდესაც, „ჯორჯიან მანგანეზის“ ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, მოპოვებითი სამუშაოების დაწყებისთანავე ხდება მიმდებარე მიწის ნაკვეთების კერძო პირებზე დარეგისტრირება და შემდეგ მათი მესაკუთრეების მხრიდან ზარალის ანაზღაურების მოთხოვნა.

 

„სოკარის“ შანსი, დაესწარით ევრო 2020-ის გახსნას რომში – კომპანიამ გათამაშება დაიწყო

„სოკარმა“ 2020 წელი უამრავი სიახლით დაიწყო და მომხმარებელს სიურპრიზები შესთავაზა.

ირაკლი შოთაძე ლონდა თოლორაიას შეხვდა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობას გაეცნო

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძისა და სახელმწიფო ინსპექტორის ლონდა თოლორაიას შეხვედრა გაიმართა.

"არემჯის" საერთაშორისო ჯილდო Leader Of The Year გადაეცა

შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და საქართველოს ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის, რიგით მე-8 დაჯილდოებაზე „არემჯის“-Leader Of The Year საერთაშორისო ჯილდო გადაეცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანიიდან აცნობეს.

იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღე საქართველოშიც აღნიშნეს

თებერვლის ბოლოს მსოფლიომ იშვიათი დაავადებების დღე აღნიშნა, რომელსაც საქართველო წელსაც შეუერთდა.

სასამართლომ, ჭიათურაში სახელმწიფო ქონების მითვისებისთვის დაკავებულთა აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო ქონების უკანონო მითვისების ბრალდებით დაკავებულების აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა.

29 თებერვალს საქართველო იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღეს აღნიშნავს

გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდი (GeRaD) 2020 წლის პრიორიტეტად სპინალურ კუნთოვან ატროფია (სკა) ასახელებს.

სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს მიმდინარე კვირაში 21 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) მიმდინარე კვირაში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა.

დავით ნარმანია საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაზე პრეზენტაციით წარდგა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე დავით ნარმანიამ ქ. ვენაში გამართულ საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

 

ეთერ შავლიძესთან შეძენილმა ბილეთმა ერთს 1 182 454, მეორეს კი 14 280 ლარი მოაგებინა

გაიცანით, საქართველოში ლატარიის ყველაზე იღბლიანი მეჯიხურე, რომელთან ნაყიდი ბილეთებითაც 2 კვირის მანძილზე ლოტო 6/42-ში ჯეკპოტი 1 182 454 ლარი და 14 280 ლარი მოიგეს.

„ევროპაბეთის“ შემდეგ აზარტული თამაშების ბიზნესი გარე რეკლამაზე უარს ამბობს

აზარტული თამაშების კომპანიებმა საქართველოში უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღეს - პირველი მარტიდან თამაშების ყველა კომპანია გარე-რეკლამაზე უარს ამბობს. ბანერების ჩამოხსნა მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე დაწყებულია.

„თიბისი ბანკმა“ ბიზნესსექტორს წლიური ანგარიში წარუდგინა

თიბისი ბანკმა წლიური შეხვედრა ჩაატარა, სადაც კომპანიის 2019 წლის მიღწევები და შედეგები, ასევე განვითარების სტრატეგია და სამომავლო გეგმები წარადგინა. შეხვედრას ბიზნესსექტორის, მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში აშშ-ის ჯორჯიის შტატის ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ აშშ-ის ჯორჯიის შტატის სისხლის სამართლის ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატებს უმასპინძლა.