„ბოლო დროს ლამის დავკარგე ჩემი ოჯახის წევრები - რატომ დატოვა ინგა გრიგოლიამ „ტვ პირველის“ დირექტორის პოსტი?

ტელეწამყვანმა ინგა გრიგოლიამ „ტვ პირველის“ გენერალური დირექტორის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან ინფორმაცია სოციალური ქსელით გაავრცელა.

"საღამო მშვიდობისა, მეგობრებო. სტატუსზე, რომელსაც დავწერ, არასდროს აღარ გავაკეთებ დამატებით კომენტარს. დავწერ და შევეცდები. აქვე ავხსნა და აქვე დავასრულო ამ თემაზე საუბარი...


რაც „ტვ პირველის“ დირექტორი ვარ, არასოდეს, არც ერთ რეპორტაჟში, არც ერთ გადაცემაში არ ჩავრეულვარ და სულ ვიამაყებ იმით, რომ ყველაზე დიდი ბედნიერება, რასაც ჩემი ტელევიზია მაძლევს, ესაა თავისუფლება და ზუსტად ვიცი, რომ ეს თავისუფლება იქნება მუდამ „ტვ პირველის“ მთავარი ღირებულება.


ბევრი წელი გამიჯნული მქონდა ჩემი საქმიანი და ოჯახური ან სამეგობროს ინტერესები და წარმატებით გამომდიოდა... ასეც ვაპირებ გაგრძელებას.


ბოლო პერიოდში, ჩემი საქმიანი და ჩემი ოჯახური ინტერესები ძალიან შეეჯახა ერთმანეთს. იმის გამო, რომ ჩემთვის ყველაზე ფასეულია ჟურნალისტის თავისუფლება, როგორც დირექტორს, არასოდეს მიცდია ჩემი ოჯახური ინტერესების გამო, რამე თემა დამებლოკა ან გამელაითებინა, სხვათა შორის, არც ჩემს გადაცემებში..


ვაწყენინე უამრავ ადამიანს, იმიტომ რომ არ ჩავერიე (არც არასდროს ჩავერევი!) მწვავე რეპორტაჟების გაკეთებასა და გაშვებაში, ვაწყენინე უამრავ მეგობარს და ახლობელს, რადგან მართლა მჯერა, როცა ჟურნალისტი ხარ. არასოდეს არავის ინტერესებით არ უნდა დაგეგმო გადაცემა ან რეპორტაჟი, მაგრამ ამ ბოლო დროს ვაწყენინე და ლამის დავკარგე ჩემი ოჯახის წევრები, ტელევიზიაში გადიოდა რეპორტაჟები, რომელიც პირდაპირ მათ სამსახურს ეხებოდა. ისინი თვლიდნენ, რომ არ იყო სწორი,რასაც ვაშუქებდით, მე ვთვლიდი ,რომ სწორი იყო და ახლაც ასე მჯერა (გავაგრძელებ იგივეს)...


რა უფრო ძვირფასია ჩემთვის? ოჯახი თუ საქმე, რომელსაც ვაკეთებ? ორივე! ორივე ძალიან მიყვარს, ვერც ერთს ვერ შეველევი. თუმცა აღმოვაჩინე, რომ არ მინდა ჩემი დირექტორობით ტკივილი მივაყენო ჩემთვის ძვირფას ადამიანებს, რომლებსაც ცხადია, გაუჭირდებოდათ იმის გაგება, რომ დირექტორი არ ერევა ჟურნალისტების საქმიანობაში.


ამიტომ გადავწყვიტე, მოვიხსნა ეს პასუხისმგებლობა, რომ არ დავაზარალო არც საქმე და არც ოჯახი, რომ როდესმე ჩემი ტელევიზიის ჟურნალისტების თავისუფლებაზე არ მოვახდინო თუნდაც ირიბი გავლენა .


ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩემს გადაცემებში რაიმეს არ გავაშუქებ, იგივე სიმწვავით და ობიექტურობით, როგორც აქამდე მიკეთებია.


აღარ ვიქნები დირექტორი, მაგრამ ვიქნები ,,რეაქციის,,წამყვანი და ანუნა-რუსოს გადაცემების პროდუსერი.


მადლობა მთელს ტელევიზიას,ტვ ,,პირველის,,მთელს შემადგენლობას, ვისი დირექტორობაც ჩემთვის საამაყო იყო და ბოდიში ჩემს ოჯახს, ჩემი საქმის გამო რომ არაერთხელ ვაწყენინე.


მეტად აღარ გავშლი ამ თემას. მანერვიულებს, ძალიან მანერვიულებს..


მოკლედ, კუდები არ მოაბათ,სრულიად გულწრფელი ვარ, როცა ამ სტატუსს ვწერ. ვატოს ველაპარაკე და ისე ვწერ ამ გადაწყვეტილებას.


ორშაბათიდან ასმაგი ენერგიით ვიმუშავებ, აქამდე რომ არ მიმუშავია, ისე.


ვგიჟდები ტვ ,,პირველზე,,ვაფრენ და უამრავი სიახლე გვაქვს ჩაფიქრებული,რომელსაც ერთად გავაკეთებთ..


ვატო, დიდი მადლობა ნდობისთვის, მიყვარხარ.შენ ჩემი ცხოვრების გამორჩეული მეგობარი ხარ. სიცოცხლის ბოლომდე შენს გვერდით ვიქნები და ზუსტად ვიცი, რომ ტვ ,,პირველის ,,იქით ,ჩემთვის არჩევანი ,უბრალოდ, არ არსებობს.


მადლობა თავისუფლებისთვის და დიდი მადლობა იმისთვის, რომ ზუსტად გაიგე, რას ვამბობ ამ სტატუსით.


არ გამიბრაზდე!


მოკლედ, რამდენი ვწერე...რთული იყო დაწერა და იმიტომ..მეც ადამიანი ვარ და არის ადამიანური ემოციები, რომელიც რთულად მართვადია.


მეგობრებო, შევხვდებით ერთმანეთს სამშაბათს,,რეაქციაში,,მერე ხუთშაბათს, მერე ისევ შაბათს ,მერე ისევ სამშაბათს, ხუთშაბათს,შაბათს და ასე შემდეგ და სიბერემდე ვიქნები სულ ჩემს საყვარელ ტვ ,,პირველზე,, ჟურნალისტად, პროდუსერად თუ სხვა პოზიციაზე,ამას არ აქვს მნიშვნელობა.


ბევრად უფრო მეტ დროს დავუთმობ ჩემს გადაცემებს, რომელსაც ბევრი რამ დავაკელი, მენეჯერად გადასვლის გამო.


ვატოს გარდა, დედამიწაზე არავისთვის შემითანხმებია ეს გადაწყვეტილება, ჩემი შვილიც ამ სტატუსიდან გაიგებს.


ვთვლი, რომ პატიოსნად ვიქცევი.


საქმეც და ოჯახიც ძალიან ძვირფასია ჩემთვის. ხოდა ,დირექტორობის გარეშე გავაგრძელებ ჩემს ცხოვრებას, ისე, როგორც მთელი ცხოვრება ვცხოვრობდი.


ცოტა ხალისიანად რომ დავასრულო ეს სტატუსი-,,ასლანი გაიქცა, აჭარა თავისუფალია,,


კომენტარს ამ თემაზე არ გავაკეთებ,ტყუილად არ დამირეკოთ ,ყველაფერი დავწერე,რაც სათქმელი იყო.


ტელევიზიის მთელს გუნდს ორშაბათს შევხვდები და უფრო დეტალურად ავუხსნი ჩემი გადაწყვეტილების მიზეზს.


მისამართი იგივეა. თბილისი,ზოვრეთის 1. ტვ ,,პირველი,,,რომელიც ზუსტად ისე მიყვარს, როგორც ჩემი ოჯახი!


P.s-დირექტორი იქნება თავად ვატო",- წერს ინგა გრიგოლია


5 მარტს სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს 85 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 5 მარტის საჯარო სხდომაზე ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა.

“იბერიას” საქმეზე ადეიშვილისა და მისი ყოფილი მოადგილის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

ტელეკომპანია „იბერია ტვ-ს” სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით დათმობის ფაქტზე, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილისა და გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილის, გიორგი ლაცაბიძის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.

დისტანციური სესიები ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით

GITA-მ და BTU-მ ახალი პროექტი წარადგინეს.

ყოველდღიური ანალიტიკა — სიახლე თიბისის ბიზნეს ინტერნეტ ბანკში

თიბისი ბანკი იურიდიული პირებისთვის განკუთვნილ ინტერნეტ ბანკში ახალ, მნიშვნელოვან ფუნქციონალს — ბიზნეს ანალიტიკას ამატებს.

წინა ხელისუფლების დროს ჩამორთმეული ფიროსმანის ნახატი მესაკუთრეს დაუბრუნდა – პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე სამმართველოში გამოძიება სისხლის სამართლის N009271011001 საქმეზე, დ.ა.-ს მიერ წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული, ნ. ფიროსმანაშვილის ფერწერული ტილოს შეძენისა და გასაღების მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 19,186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო.

მკვლელობა თავში ნაჯახის ჩარტყმით და ძარცვა – ბრალდებულს 10 წელი მიესაჯა

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ განზრახ მკვლელობისთვის, ძარცვისა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებისთვის ბრალდებული ნ.მ. დამნაშავედ ცნო და თავისუფლების 10 წლით აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

თიბისის მხარდაჭერით, ბათუმში Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Le Méridien გაიხსნა

შავი ზღვის სანაპიროზე სასტუმროების ცნობილ ბრენდებს Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Le Méridien დაემატება. “ბათუმი თაუერი“, რომელიც რეგიონში უმაღლესი კატეგორიის ბრენდს წარმოადგენს, თიბისის მხარდაჭერით გაიხსნა.

თიბისი მომხმარებლებს ურჩევს, ისარგებლონ დისტანციური მომსახურებითა და უნაღდო გადახდებით

თიბისი გირჩევთ უნაღდო გადახდების საშუალებებს, რომ თავიდან აიცილოთ ნაღდ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული რისკები:

„ჯორჯიან მანგანეზი“ სალიცენზიო არეალში მიწების მითვისებაზე განცხადებას ავრცელებს

ბოლო რამდენიმე თვეა, სისტემატური ხასიათი მიიღო პრაქტიკამ, როდესაც, „ჯორჯიან მანგანეზის“ ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, მოპოვებითი სამუშაოების დაწყებისთანავე ხდება მიმდებარე მიწის ნაკვეთების კერძო პირებზე დარეგისტრირება და შემდეგ მათი მესაკუთრეების მხრიდან ზარალის ანაზღაურების მოთხოვნა.

 

„სოკარის“ შანსი, დაესწარით ევრო 2020-ის გახსნას რომში – კომპანიამ გათამაშება დაიწყო

„სოკარმა“ 2020 წელი უამრავი სიახლით დაიწყო და მომხმარებელს სიურპრიზები შესთავაზა.

ირაკლი შოთაძე ლონდა თოლორაიას შეხვდა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობას გაეცნო

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძისა და სახელმწიფო ინსპექტორის ლონდა თოლორაიას შეხვედრა გაიმართა.

"არემჯის" საერთაშორისო ჯილდო Leader Of The Year გადაეცა

შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და საქართველოს ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის, რიგით მე-8 დაჯილდოებაზე „არემჯის“-Leader Of The Year საერთაშორისო ჯილდო გადაეცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანიიდან აცნობეს.

იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღე საქართველოშიც აღნიშნეს

თებერვლის ბოლოს მსოფლიომ იშვიათი დაავადებების დღე აღნიშნა, რომელსაც საქართველო წელსაც შეუერთდა.

სასამართლომ, ჭიათურაში სახელმწიფო ქონების მითვისებისთვის დაკავებულთა აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო ქონების უკანონო მითვისების ბრალდებით დაკავებულების აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა.

29 თებერვალს საქართველო იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღეს აღნიშნავს

გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდი (GeRaD) 2020 წლის პრიორიტეტად სპინალურ კუნთოვან ატროფია (სკა) ასახელებს.

სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს მიმდინარე კვირაში 21 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) მიმდინარე კვირაში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა.

დავით ნარმანია საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაზე პრეზენტაციით წარდგა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე დავით ნარმანიამ ქ. ვენაში გამართულ საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

 

ეთერ შავლიძესთან შეძენილმა ბილეთმა ერთს 1 182 454, მეორეს კი 14 280 ლარი მოაგებინა

გაიცანით, საქართველოში ლატარიის ყველაზე იღბლიანი მეჯიხურე, რომელთან ნაყიდი ბილეთებითაც 2 კვირის მანძილზე ლოტო 6/42-ში ჯეკპოტი 1 182 454 ლარი და 14 280 ლარი მოიგეს.

„ევროპაბეთის“ შემდეგ აზარტული თამაშების ბიზნესი გარე რეკლამაზე უარს ამბობს

აზარტული თამაშების კომპანიებმა საქართველოში უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღეს - პირველი მარტიდან თამაშების ყველა კომპანია გარე-რეკლამაზე უარს ამბობს. ბანერების ჩამოხსნა მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე დაწყებულია.

„თიბისი ბანკმა“ ბიზნესსექტორს წლიური ანგარიში წარუდგინა

თიბისი ბანკმა წლიური შეხვედრა ჩაატარა, სადაც კომპანიის 2019 წლის მიღწევები და შედეგები, ასევე განვითარების სტრატეგია და სამომავლო გეგმები წარადგინა. შეხვედრას ბიზნესსექტორის, მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში აშშ-ის ჯორჯიის შტატის ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ აშშ-ის ჯორჯიის შტატის სისხლის სამართლის ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატებს უმასპინძლა.