ვარცხნილობები - ponytail, cornrows, ან თმის მჭიდროდ აწევა/მოქაჩვა ზევით, უკან თუ თქვენ ხშირად ატარებთ თმას მჭიდროდ შეკრულს უკან - თმის მუდმივმა ქაჩვამ შესაძლოა გამოიწვიოს თმის ცვენა - ამ მდგომარეობას ტრაქციული (დაჭიმვით გამოწვეული) ალოპეცია (Traction Alopecia) ეწოდება.
ექიმი ზაზა თელია სოციალურ ქსელში აქვეყნებს რამოდენიმე რეკომენდაციას, რომელიც დაგეხმარებათ თავიდან აირიდოთ ამ ვარცხნილობების შედეგად გამოწვეული თმის ცვენა:
1. ერიდეთ ხშირ ვარცხნილობების გაკეთებას, რომლებიც გულისხმობს თმის ქაჩვას.
ასეთი ვარცხნილობა შეგიძლიათ გაიკეთოთ იშვიათ შემთხვევებში.
მუდმივად, ყოველდღიურად ასეთი ვარცხნილობის ტარებით როგორც თმა, ასევე თმის ფოლიკულებიც ზიანდება. შედეგად დაზიანებული ფოლიკულებიდან თმა აღარ იზრდება, შესაბამისად მიიღებთ პერმანენტულ თმის ცვენას.
ვარცხნილობები რომლებიც მუდმივად ახდენს თმის ქაჩვას:
⚫️ Buns, ponytails, and up-dos that are tightly pulled
⚫️ Cornrows
⚫️ Dreadlocks
⚫️ Hair extensions or weaves (თმის დამაგრძელებლები)
⚫️ Tightly braided hair (ნაწნავები)
⚫️ თმის დასახვევის ტარება ღამით, ძილის დროს
პირველი თმის ცვენის ან დაზიანების ნიშნები შესაძლოა იყოს - გატეხილი თმების არსებობა თმისხაზზე (hairline) ან თმის გათხელება იქ სადაც თმა ვარცხნილობის გამო ძლიერ იქაჩება.
2. შეამსუბუქე ვარცხნილობით მჭიდროდ მოქაჩული თმა მცირედით, განსაკუთრებით თმისხაზზე.
თუ ვარცხნილობა იწვევს ტკივილს ან დისკომფორტს ეს იმას ნიშნავს რომ ის თმა ძალიან მჭიდროდ იქაჩება და საჭიროა მისი შემსუბუქება.
3. ხშირად შეცვალე ვარცხნილობა - მიეცი თმას შანსი აღდგენისათვის
მაგალითად ნაწნავების ტარების შემდეგ შეიძლება მოინდომო ატარო უკან მჭიდროდ შეკრული თმა ან არჩევანი გააკეთო ნატურალურ ვარცხნილობაზე რამოდენიმე თვე.
4. დააკვირდი ტმის ცვენის ადრეულ ნიშნებს:
⚫️ გატეხილი თმები შუბლზე, თმისხაზის გასწვრივ
⚫️ შემცირებული თმისხაზი
⚫️ გაცვენილი თმის უბნები იმ ადგილებში სადაც თმები იქაჩება ვარცხნილობის გამო
⚫️ ტკივილი მჭიდროდ დაქაჩული თმის გამო
⚫️ სკალპზე წვის ან ჩხვლეტის შეგრძნება
⚫️ სკალპზე ქერქოვანი ელემენტები
⚫️ Tenting - სკალპზე შეგრძნება თითქოს მისი გარკვეული ნაწილი მოქაჩულია როგორც ტენტი (sections of your scalp are being pulled up like a tent)
თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილთაგან შეამჩნიეთ დროა შეწყვიტოთ თმის ქაჩვა და საშუალება მისცეთ თმას აღდგენისათვის.
თუ თმის ქაჩვა გაგრძელდება შესაძლოა შეამჩნიოთ რომ თმის ზრდა შეჩერდება. იქ სადაც ერთხელ თმა ჩანდა, უკვე შეამჩნევთ პრიალა, თმა გაცვენილ კანს. ტრაქციული ალოპეციის გართულების კვალდაკვალ თმას აღარ ექნება უნარი გაიზარდოს რადგან მისი ფოლიკულები ამ ეტაპზე უკვე დაზიანებულია.
გახსოვდეთ რომ თმის ცვნეის მიზეზი როგორ ვარცხნილობა ასევე შესაძლოა სხვა მიზეზებიც იყოს როგორიცაა სტრესი ან მემკვიდრეობა.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გაიარეთ კონსულტაცია - MD Zaza Telia
#დავითთელიასკლინიკამტკიცებითიმედიცინისცენტრი.