ყალბ ამბებთან ბრძოლის მთავარი იარაღი მედიაწიგნიერი მოქალაქეა - კომუნიკაციების კომისიამ 2019 წელს ინოვაციური პროექტები განახორციელა

2019 წელს კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების განვითარებისა და ინტერნეტის მავნე ზეგავლენისგან დაცვის მიზნით, ევროპული გამოცდილებისა და წარმატებული პრაქტიკის გათვალისწინებით, ინოვაციური პროექტები განახორციელა.

„თანამედროვე გამოწვევებთან ბრძოლის ერთადერთი იარაღი მედიაწიგნიერებით, ცოდნით შეიარაღებული მოქალაქეა“ - კომისიის ინოვაციურ პროექტებსა და გადამზადების პროგრამებში საგანმანათლებლო სექტორი აქტიურად ჩაერთო. მედიაწიგნიერების პროექტები 10 სკოლაში განხორციელდა. კომისიის პროექტების ფარგლებში, მედიაწიგნიერების მიმართულებით, ჯამში, 800-მა მოსწავლემ მიიღო საჭირო ცოდნა. გარდა ამისა, ევროპელი ექსპერტებისა და კომისიის მედიაწიგნიერების დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ გადამზადდა 60 მასწავლებელი და ტრენერი. 


კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების დეპარტამენტმა 2019 წელს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის  სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით 5 უმნიშვნელოვანესი პროექტი განახორციელა.  


„გამარჯობა რუბი“ – „თავგადასავალი პროგრამირების სამყაროში“ და „მოგზაურობა კომპიუტერში“ - ეს არის ფინური წიგნების სერია, რომელიც 2019 წელს სახელმძღვანელოდ შევიდა ხუთ სკოლაში, მათ შორის, სამ საჯარო და ორ კერძო სკოლაში, შეიქმნა 8 კლუბი. „გამარჯობა რუბის“ წიგნებით კომპიუტერული მეცნიერების საწყისებს მე-3 და მე-4 კლასის მოსწავლეები სწავლობენ.   


2019 წელს კომუნიკაციების კომისიამ ევროკავშირის 8 ქვეყანაში წარმატებული აპლიკაცია და სამაგიდო თამაში „Happy Onlife“,  ქართულ ენაზე გახადა ხელმისაწვდომი. აპლიკაციის მიზანია, ბავშვებმა თამაშით ისწავლონ ციფრული მედიის უსაფრთხო გამოყენება. „Happy Onlife“ აპლიკაცია საქართველოში 7,000-ზე მეტმა მოსწავლემ ჩამოტვირთა. ამას გარდა, მედიაწიგნიერების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა საქართველოს 10 სკოლაში   „Happy onlife“-ის შესახებ, ჯამში, 700  მოსწავლეს ჩაუტარეს ტრენინგი. 


2019 წელს ორჯერ წარმატებით ჩატარდა კონკურსი „ნამდვილი თუ მოგონილი?!“, რომელიც მოზარდებში კრიტიკული და ლოგიკური აზროვნების, ანალიზისა და ფაქტების გადამოწმების უნარების განვითარებას ისახავს მიზნად. პირველ კონკურსში მონაწილეობა 20-მა მოსწავლემ მიიღო, მეორე კონკურსში კი სამჯერ მეტი - 60 საკონკურსო ნაშრომი შემოვიდა კომისიაში. კონკურსის პირობების თანახმად, მოსწავლეებს ინდივიდუალურად უნდა შეესრულებინათ დავალება, აღმოეჩინათ ქართულ მედიასივრცეში გავრცელებული ყალბი ინფორმაცია - „Fake News“, რომელიც საქართველოში მომხდარ ამბავს ეხებოდა და ჯერ არ ყოფილა დადასტურებული, როგორც ყალბი ინფორმაცია, წარმოედგინათ აღმოჩენის გზა, შესაბამისი წყარო და პარალელურად, დაედგინათ რეალური ფაქტები, ამბავი.


საკონკურსო ნამუშევრები კომპეტენტურმა ჟიურიმ შეაფასა. გამარჯვებულებმა კომისიისგან ულტრათანამედროვე პრიზები მიიღეს. კონკურსის პარალელურად, კომუნიკაციების კომისიამ Fake News-ის აღმოჩენის შესახებ სასწავლო კომპონენტი დაამატა. მედიაწიგნიერების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა  BBC Academy-ის მასალების გამოყენებით, ფაქტების გადამოწმებისა და ყალბი ინფორმაციის აღმოჩენის შესახებ, 10 საჯარო სკოლაში 500  მოსწავლემ ჩაუტარეს ტრენინგი. 


2019 წელს კომუნიკაციების კომისიის ინიციატივით ორგანიზაცია „Evens Foundation“-ის მიერ მედიაწიგნიერების საუკეთესო პლატფორმად აღიარებული პროექტი „მედიის ეკონომიკა“ ქართულ სკოლებში შევიდა. პროექტის სამიზნე აუდიტორიას 10-დან 15 წლამდე მოზარდები წარმოადგენენ. საქართველოს სკოლებში მოსწავლეები ინტერაქტიული ტრენინგებით სწავლობენ, როგორ აირჩიონ და მოიხმარონ მედიასაშუალებები და რაც მთავარია, იღებენ ინფორმაციას ციფრული მედიის ფინანსური და ეკონომიკური ასპექტების შესახებ. საგაკვეთილო სქემა, რომლითაც მოსწავლეები „მედიის ეკონომიკას“ ეუფლებიან, კურსის ავტორთან, „ზაფირიას მედიაგანათლების ცენტრის“ დირექტორთან, ალესანდრა ფალკონთან ერთადაა შემუშავებული, რომელიც კომისიის მოწვევით, საქართველოში ჩამოვიდა და 60-ზე მეტი მასწავლებელი და ტრენეტი გადაამზადა. 


მედიაწიგნიერების პროექტების შესახებ შემაჯამებელ ინფორმაციას კომუნიკაციების კომისიის 2019 წლის ანგარიშში ვკითხულობთ.


5 მარტს სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს 85 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 5 მარტის საჯარო სხდომაზე ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა.

“იბერიას” საქმეზე ადეიშვილისა და მისი ყოფილი მოადგილის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

ტელეკომპანია „იბერია ტვ-ს” სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით დათმობის ფაქტზე, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილისა და გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილის, გიორგი ლაცაბიძის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.

დისტანციური სესიები ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით

GITA-მ და BTU-მ ახალი პროექტი წარადგინეს.

ყოველდღიური ანალიტიკა — სიახლე თიბისის ბიზნეს ინტერნეტ ბანკში

თიბისი ბანკი იურიდიული პირებისთვის განკუთვნილ ინტერნეტ ბანკში ახალ, მნიშვნელოვან ფუნქციონალს — ბიზნეს ანალიტიკას ამატებს.

წინა ხელისუფლების დროს ჩამორთმეული ფიროსმანის ნახატი მესაკუთრეს დაუბრუნდა – პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე სამმართველოში გამოძიება სისხლის სამართლის N009271011001 საქმეზე, დ.ა.-ს მიერ წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული, ნ. ფიროსმანაშვილის ფერწერული ტილოს შეძენისა და გასაღების მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 19,186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო.

მკვლელობა თავში ნაჯახის ჩარტყმით და ძარცვა – ბრალდებულს 10 წელი მიესაჯა

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ განზრახ მკვლელობისთვის, ძარცვისა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებისთვის ბრალდებული ნ.მ. დამნაშავედ ცნო და თავისუფლების 10 წლით აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

თიბისის მხარდაჭერით, ბათუმში Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Le Méridien გაიხსნა

შავი ზღვის სანაპიროზე სასტუმროების ცნობილ ბრენდებს Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Le Méridien დაემატება. “ბათუმი თაუერი“, რომელიც რეგიონში უმაღლესი კატეგორიის ბრენდს წარმოადგენს, თიბისის მხარდაჭერით გაიხსნა.

თიბისი მომხმარებლებს ურჩევს, ისარგებლონ დისტანციური მომსახურებითა და უნაღდო გადახდებით

თიბისი გირჩევთ უნაღდო გადახდების საშუალებებს, რომ თავიდან აიცილოთ ნაღდ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული რისკები:

„ჯორჯიან მანგანეზი“ სალიცენზიო არეალში მიწების მითვისებაზე განცხადებას ავრცელებს

ბოლო რამდენიმე თვეა, სისტემატური ხასიათი მიიღო პრაქტიკამ, როდესაც, „ჯორჯიან მანგანეზის“ ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, მოპოვებითი სამუშაოების დაწყებისთანავე ხდება მიმდებარე მიწის ნაკვეთების კერძო პირებზე დარეგისტრირება და შემდეგ მათი მესაკუთრეების მხრიდან ზარალის ანაზღაურების მოთხოვნა.

 

„სოკარის“ შანსი, დაესწარით ევრო 2020-ის გახსნას რომში – კომპანიამ გათამაშება დაიწყო

„სოკარმა“ 2020 წელი უამრავი სიახლით დაიწყო და მომხმარებელს სიურპრიზები შესთავაზა.

ირაკლი შოთაძე ლონდა თოლორაიას შეხვდა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობას გაეცნო

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძისა და სახელმწიფო ინსპექტორის ლონდა თოლორაიას შეხვედრა გაიმართა.

"არემჯის" საერთაშორისო ჯილდო Leader Of The Year გადაეცა

შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და საქართველოს ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის, რიგით მე-8 დაჯილდოებაზე „არემჯის“-Leader Of The Year საერთაშორისო ჯილდო გადაეცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანიიდან აცნობეს.

იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღე საქართველოშიც აღნიშნეს

თებერვლის ბოლოს მსოფლიომ იშვიათი დაავადებების დღე აღნიშნა, რომელსაც საქართველო წელსაც შეუერთდა.

სასამართლომ, ჭიათურაში სახელმწიფო ქონების მითვისებისთვის დაკავებულთა აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო ქონების უკანონო მითვისების ბრალდებით დაკავებულების აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა.

29 თებერვალს საქართველო იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღეს აღნიშნავს

გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდი (GeRaD) 2020 წლის პრიორიტეტად სპინალურ კუნთოვან ატროფია (სკა) ასახელებს.

სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს მიმდინარე კვირაში 21 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) მიმდინარე კვირაში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა.

დავით ნარმანია საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაზე პრეზენტაციით წარდგა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე დავით ნარმანიამ ქ. ვენაში გამართულ საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

 

ეთერ შავლიძესთან შეძენილმა ბილეთმა ერთს 1 182 454, მეორეს კი 14 280 ლარი მოაგებინა

გაიცანით, საქართველოში ლატარიის ყველაზე იღბლიანი მეჯიხურე, რომელთან ნაყიდი ბილეთებითაც 2 კვირის მანძილზე ლოტო 6/42-ში ჯეკპოტი 1 182 454 ლარი და 14 280 ლარი მოიგეს.

„ევროპაბეთის“ შემდეგ აზარტული თამაშების ბიზნესი გარე რეკლამაზე უარს ამბობს

აზარტული თამაშების კომპანიებმა საქართველოში უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღეს - პირველი მარტიდან თამაშების ყველა კომპანია გარე-რეკლამაზე უარს ამბობს. ბანერების ჩამოხსნა მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე დაწყებულია.

„თიბისი ბანკმა“ ბიზნესსექტორს წლიური ანგარიში წარუდგინა

თიბისი ბანკმა წლიური შეხვედრა ჩაატარა, სადაც კომპანიის 2019 წლის მიღწევები და შედეგები, ასევე განვითარების სტრატეგია და სამომავლო გეგმები წარადგინა. შეხვედრას ბიზნესსექტორის, მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში აშშ-ის ჯორჯიის შტატის ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ აშშ-ის ჯორჯიის შტატის სისხლის სამართლის ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატებს უმასპინძლა.