საშიში დიეტები - ნახეთ, როგორ „თვითმკვლელობაზე“ მიდიან ვარსკვლავები წონის დასაკლებად

წინასწარ გაფრთხილებთ, რომ სწრაფი შედეგების მიუხედავად, ქვემოთ ჩამოთვლილი ყველა დიეტა ჯანმრთელობას სერიოზულად აზიანებს და, ფაქტობრივად, თვითმკვლელობის ტოლფასია.

რასთან ასოცირდება თქვენთვის „ვარსკვლავური დიეტა“? რა თქმა უნდა, სასარგებლო რჩევებთან, რომლებიც სწრაფად და სამუდამოდ დაგვაკლებინებენ ზედმეტ კილოგრამებს. თუმცა რეალობა სხვაგვარია - ინტერნეტში ვარსკვლავების უამრავ რჩევას იპოვით, როგორ ებრძვიან ისინი ზედმეტ კილოგრამებს საკუთარი ჯანმრთელობის ხარჯზე.


ნაომი კემპბელი - ლიმონათი კაიანის პილპილით



ეს არაადამიანური გახდომის მეთოდი ნაომი კემპბელისგან უკვე აღარავისთვისაა საიდუმლო - მოდელმა არაერთხელ მოყვა, რომ ჩვენებებამდე 10 დღეში 10 კგ-ს დაკლებაა შესაძლებელი სუპერდეტოქსის მეშვეობით. საკვების ნაცვლად, ნაომი უბრალოდ ლიმონის ლიმონათს სვამს ნეკერჩხლის სიროფით და კაიანის პილპილით. მოკლედ, ნახშირწყლების გარდა, რომელსაც სიროფი შეიცავს და ასევე C ვიტამინი ლიმონისგან, ორგანიზმი არავითარ სხვა საკვებ ნივთიერებას არ იღებს. კაიანის პილპილი კი გასტრიტის შემოტევის გარანტიას იძლევა. საუკეთესო დიეტაა ნამდვილი მაზოხისტებისთვის.


ჯონი დეპი - მწვანე ჩაის დიეტა


 


ფილმ „იდუმალი აჩრდილების“ გადაღების წინ ჯონი დეპს წონის დაკლება მოუწია. მსახიობი ლიტრობით სვამდა მწვანე ჩაის, ხოლო საკვების სახით ის მხოლოდ მარწყვსა და ანანასს იღებდა და მორჩა. რატომაა ასეთი დიეტა საშიში ჯანმრთელობისთვის? კალორიულობასა და საკვებ ნივთიერებებზე რომ არაფერი ვთქვათ, დიეტოლოგები 2-3 ჭიქა მწვანე ჩაიზე მეტს დღეში არ გვირჩევენ. მწვანე ჩაი დიდი რაოდენობით შეიცავს ისეთ ნივთიერებებს, რომელთაც ორგანიზმიდან რკინა გამოჰყავთ. რკინის ნაკლებობაზე კი აღარ შევჩერდებით, რადგან ალბათ, თავადაც იცით, ეს რომ, ფაქტობრივად, თვითმკვლელობას ნიშნავს.
 


ლინდსი ლოჰანი - ხილის წვენის დიეტა



ლინდსი ლოჰანი ერთხელ კატასტროფულად გახდა ხილის წვენის დიეტით. მსახიობმა 12 კგ დაიკლო. იგი საკვების სახით მხოლოდ 400 გრამ ახალი ხილის წვენს იღებდა დღეში ორჯერ. როგორც ამბობენ, ლოჰანი ანორექსიით იტანჯებოდა - ამ დიეტის წყალობით. საბოლოო ჯამში, ეს დიეტა ძალიან ექსტრემალურია - ორგანიზმი ცილებს საერთოდ ვერ იღებს, ამიტომაც თვალებთან ნაოჭები კატასტროფულად სწრაფად ჩნდება. გარდა ამისა, შაქრის (ფრუქტოზის) ასეთი რაოდენობით მიღება პირდაპირი გზაა დიაბეტისკენ.


 
ლინდა ევანგელისტა - დიეტა IV



ლინდა ევანგელისტას ამ ცნობილმა დიეტამ არაერთი მოდელი მიიყვანა ჯანმრთელობის განადგურებამდე. თავად ლინდა კი ნორმალურ წონას ძლივს დაუბრუნდა და მხოლოდ მან იცის, თუ ეს რის ფასად დაუჯდა. დიეტა IV დაფუძნებულია კალორიების სიმცირეზე - დღეში მხოლოდ 400 კალორია. ამდენ კალორიას დღეში მხოლოდ 3 წლის ბავშვი იღებს. სადამდე მივყავართ ასეთ დიეტებს? მოდი, დავთვალოთ: ნივთიერებათა ცვლის მოშლისკენ, უენერგიობისკენ და საბოლოოდ, დეპრესიისკენ. ამიტომ, ცალსახად სჯობს, ლინდას ნუ მოვუსმენთ!


 


ვიქტორია ბექჰემი - კენკრა და სუში



ყველასათვის ცნობილია, რომ ვიქტორია ბექჰემი სხვადასხვა დიეტების ნამდვილი სპეციალისტია. თუმცა ყველაზე მკაცრი დიეტა, რომელსაც ვიკი მესამე ბავშვის დაბადების შემდეგ იცავდა, დაფუძნებულია სუშისა და კენკრაზე. უფრო კონკრეტულად, ვიქტორია მხოლოდ ყველიან თევზს ჭამდა იაპონურად, დესერტად კი კენკრას აყოლებდა. რა თქმა უნდა, ასეთი რაციონი ბოჭკოვანის დეფიციტს ქმნის და საბოლოოდ კვებით აშლილობას იწვევს. გარდა ამისა, ყოველდღიური კალორიების რაოდენობა იმდენად მცირეა, რომ ძალიან დიდია შანსი მეტაბოლიზმის დარღვევისა.


 


ანჯელინა ჯოლი - მარცვლეულის დიეტა



ანჯელინა ჯოლის არაჯანსაღ სიგამხდრეს მთელი მსოფლიო აღნიშნავდა. თუკი ტაბლოიდებს დავუჯერებთ, ამაში დამნაშავე მარცვლეულის დიეტა იყო, რომელსაც ენჯი დიდი ხნის განმავლობაში იცავდა. ამერიკული ტაბლოიდი Posh24 წერდა: „ანჯელინა მარცვლეულისა და თესლების დიდი მოყვარული იყო, თუმცა ამ ბოლო დროს ეს სიყვარული ახალ დონეზე ავიდა. ის, როგორც  ჩიტი, მხოლოდ მარცვლეულს კენკავს. ენჯი ამტკიცებს, რომ ეს აჯანსაღებს მას. თუმცა პრობლემა იმაშია, რომ მას დღემდე არ შეუძლია ამის ჩანაცვლება ხილბოსტნეულით, ხორცითა და თევზეულით!“ ასეთი კვების მთავარი საფრთხე იმაში მდგომარეობს, რომ მარცვლეული არ შეიცავს ცილებს და სიცოცხლისთვის სხვა მნიშვნელოვან ნივთიერებებს და საბოლოოდ ანადგურებს ადამიანის ჯანმრთელობას.


 


რენე ზელვეგერი - ცილები და გრეიფრუტის წვენი


 


ფილმ „ბრიჯიტ ჯონსის დღიურების“ შემდეგ მსახიობს 20კგ-ს სწრაფად დაკლება მოუწია, რათა სხვა როლებიც ისევე წარმატებით მოერგო. მან სავსებით რადიკალური მეთოდი შეარჩია - დაჯდა ცილოვან დიეტაზე და სვამდა მხოლოდ გრეიფრუტის წვენს, რომელიც ცხიმების დაწვის შესანიშნავი თვისებებით გამოირჩევა. რაციონიდან მსახიობმა ცომეული და ტკბილეული ამოიღო, ხილის ჩათვლით. მსახიობი მხოლოდ თევზს და ინდურ სტილში მომზადებულ ბოსტნეულს მიირთმევდა (ცხადია უცხიმოდ). ცილოვანი დიეტა დღემდე საკმაოდ პოპულარულია, თუმცა მის საფრთხეებზე ექიმები დაუღალავად საუბრობენ ცილების ასეთი რაოდენობით მიღება თირკმელების მუშაობაზე ახენს გავლენას, ასევე შესაძლოა გულსისხლძარღვთა პრობლემებიც გამოიწვიოს.

წყარო: cosmo.ru

5 მარტს სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს 85 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 5 მარტის საჯარო სხდომაზე ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა.

“იბერიას” საქმეზე ადეიშვილისა და მისი ყოფილი მოადგილის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

ტელეკომპანია „იბერია ტვ-ს” სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით დათმობის ფაქტზე, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილისა და გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილის, გიორგი ლაცაბიძის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.

დისტანციური სესიები ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით

GITA-მ და BTU-მ ახალი პროექტი წარადგინეს.

ყოველდღიური ანალიტიკა — სიახლე თიბისის ბიზნეს ინტერნეტ ბანკში

თიბისი ბანკი იურიდიული პირებისთვის განკუთვნილ ინტერნეტ ბანკში ახალ, მნიშვნელოვან ფუნქციონალს — ბიზნეს ანალიტიკას ამატებს.

წინა ხელისუფლების დროს ჩამორთმეული ფიროსმანის ნახატი მესაკუთრეს დაუბრუნდა – პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე სამმართველოში გამოძიება სისხლის სამართლის N009271011001 საქმეზე, დ.ა.-ს მიერ წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული, ნ. ფიროსმანაშვილის ფერწერული ტილოს შეძენისა და გასაღების მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 19,186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო.

მკვლელობა თავში ნაჯახის ჩარტყმით და ძარცვა – ბრალდებულს 10 წელი მიესაჯა

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ განზრახ მკვლელობისთვის, ძარცვისა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებისთვის ბრალდებული ნ.მ. დამნაშავედ ცნო და თავისუფლების 10 წლით აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

თიბისის მხარდაჭერით, ბათუმში Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Le Méridien გაიხსნა

შავი ზღვის სანაპიროზე სასტუმროების ცნობილ ბრენდებს Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Le Méridien დაემატება. “ბათუმი თაუერი“, რომელიც რეგიონში უმაღლესი კატეგორიის ბრენდს წარმოადგენს, თიბისის მხარდაჭერით გაიხსნა.

თიბისი მომხმარებლებს ურჩევს, ისარგებლონ დისტანციური მომსახურებითა და უნაღდო გადახდებით

თიბისი გირჩევთ უნაღდო გადახდების საშუალებებს, რომ თავიდან აიცილოთ ნაღდ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული რისკები:

„ჯორჯიან მანგანეზი“ სალიცენზიო არეალში მიწების მითვისებაზე განცხადებას ავრცელებს

ბოლო რამდენიმე თვეა, სისტემატური ხასიათი მიიღო პრაქტიკამ, როდესაც, „ჯორჯიან მანგანეზის“ ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, მოპოვებითი სამუშაოების დაწყებისთანავე ხდება მიმდებარე მიწის ნაკვეთების კერძო პირებზე დარეგისტრირება და შემდეგ მათი მესაკუთრეების მხრიდან ზარალის ანაზღაურების მოთხოვნა.

 

„სოკარის“ შანსი, დაესწარით ევრო 2020-ის გახსნას რომში – კომპანიამ გათამაშება დაიწყო

„სოკარმა“ 2020 წელი უამრავი სიახლით დაიწყო და მომხმარებელს სიურპრიზები შესთავაზა.

ირაკლი შოთაძე ლონდა თოლორაიას შეხვდა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობას გაეცნო

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძისა და სახელმწიფო ინსპექტორის ლონდა თოლორაიას შეხვედრა გაიმართა.

"არემჯის" საერთაშორისო ჯილდო Leader Of The Year გადაეცა

შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და საქართველოს ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის, რიგით მე-8 დაჯილდოებაზე „არემჯის“-Leader Of The Year საერთაშორისო ჯილდო გადაეცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანიიდან აცნობეს.

იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღე საქართველოშიც აღნიშნეს

თებერვლის ბოლოს მსოფლიომ იშვიათი დაავადებების დღე აღნიშნა, რომელსაც საქართველო წელსაც შეუერთდა.

სასამართლომ, ჭიათურაში სახელმწიფო ქონების მითვისებისთვის დაკავებულთა აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო ქონების უკანონო მითვისების ბრალდებით დაკავებულების აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა.

29 თებერვალს საქართველო იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღეს აღნიშნავს

გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდი (GeRaD) 2020 წლის პრიორიტეტად სპინალურ კუნთოვან ატროფია (სკა) ასახელებს.

სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს მიმდინარე კვირაში 21 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) მიმდინარე კვირაში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა.

დავით ნარმანია საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაზე პრეზენტაციით წარდგა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე დავით ნარმანიამ ქ. ვენაში გამართულ საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

 

ეთერ შავლიძესთან შეძენილმა ბილეთმა ერთს 1 182 454, მეორეს კი 14 280 ლარი მოაგებინა

გაიცანით, საქართველოში ლატარიის ყველაზე იღბლიანი მეჯიხურე, რომელთან ნაყიდი ბილეთებითაც 2 კვირის მანძილზე ლოტო 6/42-ში ჯეკპოტი 1 182 454 ლარი და 14 280 ლარი მოიგეს.

„ევროპაბეთის“ შემდეგ აზარტული თამაშების ბიზნესი გარე რეკლამაზე უარს ამბობს

აზარტული თამაშების კომპანიებმა საქართველოში უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღეს - პირველი მარტიდან თამაშების ყველა კომპანია გარე-რეკლამაზე უარს ამბობს. ბანერების ჩამოხსნა მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე დაწყებულია.

„თიბისი ბანკმა“ ბიზნესსექტორს წლიური ანგარიში წარუდგინა

თიბისი ბანკმა წლიური შეხვედრა ჩაატარა, სადაც კომპანიის 2019 წლის მიღწევები და შედეგები, ასევე განვითარების სტრატეგია და სამომავლო გეგმები წარადგინა. შეხვედრას ბიზნესსექტორის, მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში აშშ-ის ჯორჯიის შტატის ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ აშშ-ის ჯორჯიის შტატის სისხლის სამართლის ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატებს უმასპინძლა.