ცხრა წლის გოგონას ოჯახის წევრებმა, მისი „ფესბუკის“ გატეხვის შესახებ რამდენიმე დღის წინ გაიგეს, ამის შესახებ ,,პრაიმტაიმი" წერს.
„ახლობლებმა დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ ბარათებიდან სოლიდური თანხები ჩამოეჭრათ. ფეისბუკს, რომელიც გატეხეს ჩემი და დიდი ხანია აღარ იყენებს, მაგრამ გაუქმებული არ ჰქონია“, – ამბობს ცხრა წლის გოგონას და.
პირს, რომელსაც ბარათიდან მოტყუებით 688 ლარი ჩამოაჭრეს ამბობს, რომ თავიდან ეჭვი არ შეუტანია, რადგან ეგონა ბარათის კოდს ბავშვის მშობელი, მისი ახლობელი სთხოვდა.
„ახალი ბარათის გასააქტიურებლად ერთი ლარის ჩარიცხვა მთხოვა და მითხრა სახელფასო ბარათის კოდი მომწერე და მე გადავრიცხავო. თავიდან ეჭვი არ შემიტანია და ბარათის კოდიც გავუგზავნე. მერე ბავშვის დედას მობილურზე დავურეკე და მივხვდით რომ მოგვატყუეს, მაგრამ უკვე გვიანი იყო, თანხის გადარიცხვა მოასწრო“, – ამბობს არასრულწლოვანი გოგონას ნათესავი.