ირაკლი წულაია: 2011 წელს სააკაშვილმა და კეზერაშვილმა, როცა მართლა ეკუთნოდა ეს კომპანია ბიძინა ივანიშვილს, შეუჩერეს საქმიანობა „ავიასერვისს“

„ბიზნესი იმედზე“ ავტორმა ირაკლი წულაიამ ტელეკომპანია „ფორმულაზე“ გასულ სიუჟეტზე ისაუბრა.  

მისი თქმით, „ავიასერვისის“ თანამშრომლებმა 2017 წლის 30 ოქტომბერს დააფუძნეს კომპანია „აერო როტორ ჰოლდინგი“, რომელთაც გადაეცათ მფლობელობაში კომპანია „ავიასერვისი“. 


„6 ივნისს გასულ რვა წუთიან სიუჟეტში გვიამბეს, თითქოსდა კომპანია „ავიასერვისი“ ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაა და ევროკავშირთან დადებულ ასოცირების შეთანხმებას არღვევს. სიუჟეტში ითქვა ისიც, რომ ასოცირების შეთანხმების მიხედვით, საქართველო ვალდებული იყო 2020 წლიდან ხმარებიდან ამოეღო რუსული წარმოების ვერტმფრენები, თუმცა ივანიშვილის კომპანია ამას არ ასრულებს და ავღანეთში დაფრინავს. 


მართალია, აღნიშნული ავიაკომპანია 2014 წელს „ქართუ ჯგუფის“ მიერ დაფუძნდა, მაგრამ 2017 წელს ბიძინა ივანიშვილის სურვილით „ქართუმ“ აქტივები გადასცა ამავე კომპანიის თანამშრომლებს, რომლებიც წლების მანძილზე ერთგულად უზრუნველყოფდნენ ვერტმფრენების ექსპლუატაციას. „ავიასერვისის“ თანამშრომლებმა 2017 წლის 30 ოქტომბერს დააფუძნეს კომპანია „აერო როტორ ჰოლდინგი“, რომელთაც გადაეცათ მფლობელობაში კომპანია „ავიასერვისი“. „მარტივად რომ ვთქვათ, ბიძინა ივანიშვილმა თავისი თხუთმეტწლიანი აქტივი თანამშრომლებს აჩუქა. „აერო როტორ ჰოლდინგის“ ამონაწერში მითითებულია ის ცხრა პირი, რომლებიც „აეროსერვისის“ მფლობელები გახდნენ. სწორედ ეს მთავარი დოკუმენტი დამალა ტელეკომპანია „ფორმულამ“ და „ავიასერვისის“ მფლობელად ისევ ბიძინა ივანიშვილი დაასახელა. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ საქართველოში რეგისტრირებული რუსული წარმოების ვერტმფრენებს მხოლოდ „ავიასერვისი“ არ ფლობს. ასეთივეა ავიაკომპანია „თუშეთიც“. თუმცა, სიუჟეტში ფაქტები ისე იყო მოყოლილი, რომ მხოლოდ ივანიშვილის ვერტმფრენები ქმნიან პრობლემას. 


რუსული წარმოების 8 ვერტმფრენიდან, 7 კომპანიას ლიზინგის წესით ყავს აყვაანილი და მათ საერთაშორისო მისიებში იყენებს. 


რაც შეეხება ევროკავშირთან შეთანხმების დარღვევას, ეს პუნქტიც რბილად რომ ვთქვათ, სიუჟეტში საკმაოდ ზერელედ და ზედაპირულად იყო განხილული. საკითხი, უფრო ღრმად რომ შეესწავლათ აღმოაჩენდნენ, რომ საქართველო არ არის ერთადერთი ქვეყანა, ვინც შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციისგან, შეთანხმების აღნიშნული პუნქტის გადავადება ითხოვა. ასეთები არიან, ლიტვა და სლოვაკეთიც. ვინაიდან, ვერტმფრენების ჩანაცვლება რთული პროცესია, იმისათავის რომ პროცესმა სფეროს ეკონომიკური ზარალი არ მოუტანოს, გარკვეული დროა საჭირო. ამასთანავე ამ პუნქტის გადავადება, ქართულ კომპანიებს საშუალებას აძლევს, მონაწილეობა მიიღონ ისეთი ორგანიზაციების ტენდერებში, როგორიცაა: გაერო, ნატო და ა.შ. მათი შედარებითი დაბალი ღირებულება საშუალებას აძლევს კომპანიას მოიგოს მისიების მიერ გამოცხადებული ტენდერები და შეინარჩუნოს კონკურენტუნარიანობა პირველ რიგში, სწორედ რუსეთის ფედერაციასთან მიმართებით.


თუი კომპანია ვერ მიიღებს შემოსავლებს საერთაშორისო ტენდერებში, დაკარგავს მნიშვნელოვან შემოსავლებს. ფაქტობრივად, დახურვის პირას მივა და უმუშევრად დატოვებს 200-მდე დასაქმებულ ადამიანს. 2011 წელს სააკაშვილმა და კეზერაშვილმა, როცა მართლა ეკუთნოდა ეს კომპანია ბიძინა ივანიშვილს, შეუჩერა საქმინობა „ავიასერვისს“ და რაც მაშინ ბოლომდე ვერ მოახერხეს ახლა ცდილობენ თქვენ აზრზე ზეგავლენით განახორციელონ“, - აცხადებს ირაკლი წულაია.


მისივე ინფორმაციით, კომპანიას თავისი წილი შეაქვს ქვეყნის ბიუჯეტში. 


„ზრდის პროფესიონალ კადრებს. ქართული დროშით დაფრინავს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში და მონაწილეობს საერთაშორისო პროექტებში. აქედან გამომდინარე ნათელია, რომ ევროკავშირთან შეთანხმების გადავადება, არა ერთი ადამიანის და არა მისი კომპანიის, არამედ მთლიანად ქვეყნის ინტერესებში შედის. „სიუჟეტში კი ეს ფაქტი წარმოგვიდგინეს როგორც საფრთხე და ქვეყნის ინტერესების იგნორირება. ტელეკომპანია „ფორმულას“, რომელიც მულტიმილიონერი და ომში დამარცხებული ქვეყნის ყველაზე სწრაფად გამდიდრებული ყოფილი თავდაცვის მინისტრის ტელევიზიაა, არ უცდია ობიექტური სურათის დახატვა. მან თავისი წილი სიცრუე და სპეკულაცია შემატა ფეიკნიუსთა ტევად არქივს“, - აცხადებს „ბიზნესი იმედზე“ გადაცემის ავტორი ირაკლი წულაია.


5 მარტს სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს 85 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 5 მარტის საჯარო სხდომაზე ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა.

“იბერიას” საქმეზე ადეიშვილისა და მისი ყოფილი მოადგილის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

ტელეკომპანია „იბერია ტვ-ს” სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით დათმობის ფაქტზე, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილისა და გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილის, გიორგი ლაცაბიძის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.

დისტანციური სესიები ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით

GITA-მ და BTU-მ ახალი პროექტი წარადგინეს.

ყოველდღიური ანალიტიკა — სიახლე თიბისის ბიზნეს ინტერნეტ ბანკში

თიბისი ბანკი იურიდიული პირებისთვის განკუთვნილ ინტერნეტ ბანკში ახალ, მნიშვნელოვან ფუნქციონალს — ბიზნეს ანალიტიკას ამატებს.

წინა ხელისუფლების დროს ჩამორთმეული ფიროსმანის ნახატი მესაკუთრეს დაუბრუნდა – პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე სამმართველოში გამოძიება სისხლის სამართლის N009271011001 საქმეზე, დ.ა.-ს მიერ წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული, ნ. ფიროსმანაშვილის ფერწერული ტილოს შეძენისა და გასაღების მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 19,186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო.

მკვლელობა თავში ნაჯახის ჩარტყმით და ძარცვა – ბრალდებულს 10 წელი მიესაჯა

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ განზრახ მკვლელობისთვის, ძარცვისა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებისთვის ბრალდებული ნ.მ. დამნაშავედ ცნო და თავისუფლების 10 წლით აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

თიბისის მხარდაჭერით, ბათუმში Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Le Méridien გაიხსნა

შავი ზღვის სანაპიროზე სასტუმროების ცნობილ ბრენდებს Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Le Méridien დაემატება. “ბათუმი თაუერი“, რომელიც რეგიონში უმაღლესი კატეგორიის ბრენდს წარმოადგენს, თიბისის მხარდაჭერით გაიხსნა.

თიბისი მომხმარებლებს ურჩევს, ისარგებლონ დისტანციური მომსახურებითა და უნაღდო გადახდებით

თიბისი გირჩევთ უნაღდო გადახდების საშუალებებს, რომ თავიდან აიცილოთ ნაღდ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული რისკები:

„ჯორჯიან მანგანეზი“ სალიცენზიო არეალში მიწების მითვისებაზე განცხადებას ავრცელებს

ბოლო რამდენიმე თვეა, სისტემატური ხასიათი მიიღო პრაქტიკამ, როდესაც, „ჯორჯიან მანგანეზის“ ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, მოპოვებითი სამუშაოების დაწყებისთანავე ხდება მიმდებარე მიწის ნაკვეთების კერძო პირებზე დარეგისტრირება და შემდეგ მათი მესაკუთრეების მხრიდან ზარალის ანაზღაურების მოთხოვნა.

 

„სოკარის“ შანსი, დაესწარით ევრო 2020-ის გახსნას რომში – კომპანიამ გათამაშება დაიწყო

„სოკარმა“ 2020 წელი უამრავი სიახლით დაიწყო და მომხმარებელს სიურპრიზები შესთავაზა.

ირაკლი შოთაძე ლონდა თოლორაიას შეხვდა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობას გაეცნო

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძისა და სახელმწიფო ინსპექტორის ლონდა თოლორაიას შეხვედრა გაიმართა.

"არემჯის" საერთაშორისო ჯილდო Leader Of The Year გადაეცა

შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და საქართველოს ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის, რიგით მე-8 დაჯილდოებაზე „არემჯის“-Leader Of The Year საერთაშორისო ჯილდო გადაეცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანიიდან აცნობეს.

იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღე საქართველოშიც აღნიშნეს

თებერვლის ბოლოს მსოფლიომ იშვიათი დაავადებების დღე აღნიშნა, რომელსაც საქართველო წელსაც შეუერთდა.

სასამართლომ, ჭიათურაში სახელმწიფო ქონების მითვისებისთვის დაკავებულთა აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო ქონების უკანონო მითვისების ბრალდებით დაკავებულების აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა.

29 თებერვალს საქართველო იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღეს აღნიშნავს

გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდი (GeRaD) 2020 წლის პრიორიტეტად სპინალურ კუნთოვან ატროფია (სკა) ასახელებს.

სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს მიმდინარე კვირაში 21 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) მიმდინარე კვირაში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა.

დავით ნარმანია საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაზე პრეზენტაციით წარდგა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე დავით ნარმანიამ ქ. ვენაში გამართულ საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

 

ეთერ შავლიძესთან შეძენილმა ბილეთმა ერთს 1 182 454, მეორეს კი 14 280 ლარი მოაგებინა

გაიცანით, საქართველოში ლატარიის ყველაზე იღბლიანი მეჯიხურე, რომელთან ნაყიდი ბილეთებითაც 2 კვირის მანძილზე ლოტო 6/42-ში ჯეკპოტი 1 182 454 ლარი და 14 280 ლარი მოიგეს.

„ევროპაბეთის“ შემდეგ აზარტული თამაშების ბიზნესი გარე რეკლამაზე უარს ამბობს

აზარტული თამაშების კომპანიებმა საქართველოში უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღეს - პირველი მარტიდან თამაშების ყველა კომპანია გარე-რეკლამაზე უარს ამბობს. ბანერების ჩამოხსნა მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე დაწყებულია.

„თიბისი ბანკმა“ ბიზნესსექტორს წლიური ანგარიში წარუდგინა

თიბისი ბანკმა წლიური შეხვედრა ჩაატარა, სადაც კომპანიის 2019 წლის მიღწევები და შედეგები, ასევე განვითარების სტრატეგია და სამომავლო გეგმები წარადგინა. შეხვედრას ბიზნესსექტორის, მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში აშშ-ის ჯორჯიის შტატის ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ აშშ-ის ჯორჯიის შტატის სისხლის სამართლის ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატებს უმასპინძლა.