დავით ჩიხელიძე: უგულავასთვის ყველაზე უხერხული და ძლიერი ოპონენტი ირაკლი ღარიბაშვილია

„ღარიბაშვილი არის მინისტრი, რომელიც ყველაფერს საკუთარ სახელს არქმევს“, - ამის შესახებ დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე აცხადებს.

მისი თქმით, უგულავასთვის და ზოგადად, ოპოზიციისთვის ყველაზე უხერხული და ძლიერი ოპონენტი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილია:


„როგორც იტყვიან, ენას ძვალი არ აქვს, ხოლო თუ უფალი ადამიანს ცარიელი თავით „დააჯილდოვებს“, მას ათასი სისულელის თქმა შეუძლია. სისულელეში, პირველ რიგში უსაფუძვლო, უარგუმენტო საუბარს ვგულისხმობ, რომელიც ოპონენტს ზიანს ვერ აყენებს, მაგრამ შენში ინტელექტის ნაკლებობას უსვამს ხაზს. გიგი უგულავას გამოსვლას ვუსმენდი, სწორედ მისი გამოსვლის შეფასებისთვის დამჭირდა შესავლის გაკეთება. როგორც ჩანს, უგულავას ენას ძვალი ნამდვილად არ აქვს, ამიტომ გასაკვირი არ არის მისი შეურაცხმყოფელი განცხადება. ფაქტია, რომ უგულავასთვის და ზოგადად, ოპოზიციისთვის ყველაზე უხერხული და ძლიერი ოპონენტი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილია. ღარიბაშვილი არის მინისტრი, რომელიც ყველაფერს საკუთარ სახელს არქმევს, ნაცსექტას კი მისი შიში აქვს. სწორედ ეს არის გამუდმებული შტურმის მიზეზი. ოპოზიცია ვერ ეგუება, რომ თავდაცვის სისტემაში არის რეალური პროგრესი, პროგრესი, რომელმაც შეუქცევადი ხასიათი მიიღო, ჯარის სიძლიერე საქართველოს და ჩვენი საზოგადოების სიძლიერეს ნიშნავს, ოპოზიციისთვის კი ძლიერი საქართველო მიუღებელია, მათ დაშინებული, დაჩაგრული საქართველო უნდათ, ისეთი როგორიც მათი მმართველობის დროს იყო“. - აცხადებს ჩიხელიძე.


როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, ღარიბაშვილის სახელი ქვეყნის სიყვარულს და სიძლიერეს უკავშირდება, ხოლო გიგი უგულავასი - ბიუჯეტის ქურდობასა და უიღბლო სარდლობას:


„რაც შეეხება კაცობაგამწარებულ, ტრაგიკულ, სულგატეხილ უგულავას, მისი ცხოვრება ვითომ რეფორმატორული გუნდის წევრობით რომ დაიწყო და ხაზინის ქურდის სახელით რომ დამთავრდება 100 წლის შემდეგ, ვეტყვი ერთს, ბატონო უგულავა, თქვენ სულგაბზარული უიმედობით აღვსილი, უთავმოყვარეო ძალადპოლიტიკოსი ბრძანდებით, რომელიც საკუთარი დანგრეული ცხოვრებით და სამარცხვინო მოღვაწეობით სხვისი ღირსების დამცირებას ცდილობს უარგუმენტოდ, უსაფუძვლოდ და უსინდისოდ. რადგან ი.ღარიბაშვილის სახელი ქვეყნის სიყვარულს და სიძლიერეს უკავშირდება, თქვენი კი, ბიუჯეტის ქურდობასთან ერთად, უიღბლო თვითმარქვია სარდლობას. დიახ თქვენ ასე დარჩებით ქართველი ხალხის მოგონებებში, როგორც ქურდი და მოღალატე! კიდევ ერთს ვიტყვი: „ბრიყვი რის ბრიყვია, თუ ჭკვიანი არ დაამცირაო“. ბატონო უგულავავ, თქვენს გამოსვლამდე ყველა ფიქრობდა, რომ ბრიყვი იყავით, თქვენი  გამოსვლის შემდეგ კი ამაში ცალსახად დავრწმუნდით“, - აღნიშნავს დავით ჩიხელიძე.


დავით ჩიხელიძე, ასევე, ეხმაურება ირაკლი ოქრუაშვილს და აცხადებს, რომ ოქრუაშვილს საკუთარმა გუნდმა ჟანგიანი ტყვია-წამლის შემოტანაში და თავდაცვის ბიუჯედიტან რამოდენიმე მილიონის მოპარვაში დასდრო ბრალი:


„ძალად ვაჟკაც, ოქრუაშვილს მინდა ვუპასუხო, „ოპერად არ მივიღე ღარიბაშვილი ინტელექტს არ აკმაყოფილებდაო“, მინდა შევახსენო ამ 27 წუთში „გაბოზებულ“ გრუს ბაზაზე მობორიალე თახსირ კაცს, შენგან შეფასებული ინტელექტის „დედა ვატირე“. შენგან დაწუნებული კაცის რა ვთქვი. ოქრუაშვილო საკუთარმა გუნდმა ჟანგიანი ტყვია-წამლის შემოტანაში და თავდაცვის ბიუჯეტიდან რამოდენიმე მილიონის მოპარვაში დაგდო ბრალი. თავმოყვარე ქართველი კაცი ან პოლიტიკიდან წავიდოდა, ან ცრუ ბრალმდებლებს მინიმუმ შესაბამის საკადრის პასუხს გასცემდა, მაგრამ „არ არს კაცი გმირობის ჩამდენი, ოდეს ნამუსს გაეყაროს“, იოანე ზოსიმე ამბობს ამას ოქრო! ჰო კიდევ, ამერიკელები თავისუფლებას გვართმევენო რომ ამბობ, ეგ შენი ჭარბი ინტელექტიდან მოდის არა? "ტოლი ნახე კოჭი გააგორე". თანამედროვე ქართული პოლიტიკის ყველაზე უტიფარ სახეს ბატონ გიგა ბოკერიას, ქართველ ხალხს რომ ამუნითებდა „ღმერთი არ გაგიწყრეთ მიტინგები არ გამართოთო“, ვეტყვი მხოლოდ ერთს: მიშას შნირებშიც კი ნამეტნავად დაჩაგრული კაცი ხარ, ყიამყრალობით სახელგანთქმული, სულისკვეთებით ფსევდოლიბერალი, შენთვის სამშობლო არის მესამე ადგილზე, ქართველი ხალხი მეოთხეზე, ღმერთი კი, არც არსებობს საერთოდ. ხოლო ი.ღარიბაშვილისთვის მარადიული მცნებებია ღმერთი და საქართველო. სამ პროცენტიანო პარტია-კაცო, არაფერს გაგიტარებთ, სადაც ვიწროა იქ გაწყდეს“, - აღნიშნავს ჩიხელიძე.


5 მარტს სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს 85 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 5 მარტის საჯარო სხდომაზე ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა.

“იბერიას” საქმეზე ადეიშვილისა და მისი ყოფილი მოადგილის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

ტელეკომპანია „იბერია ტვ-ს” სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით დათმობის ფაქტზე, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილისა და გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილის, გიორგი ლაცაბიძის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.

დისტანციური სესიები ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით

GITA-მ და BTU-მ ახალი პროექტი წარადგინეს.

ყოველდღიური ანალიტიკა — სიახლე თიბისის ბიზნეს ინტერნეტ ბანკში

თიბისი ბანკი იურიდიული პირებისთვის განკუთვნილ ინტერნეტ ბანკში ახალ, მნიშვნელოვან ფუნქციონალს — ბიზნეს ანალიტიკას ამატებს.

წინა ხელისუფლების დროს ჩამორთმეული ფიროსმანის ნახატი მესაკუთრეს დაუბრუნდა – პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე სამმართველოში გამოძიება სისხლის სამართლის N009271011001 საქმეზე, დ.ა.-ს მიერ წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული, ნ. ფიროსმანაშვილის ფერწერული ტილოს შეძენისა და გასაღების მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 19,186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო.

მკვლელობა თავში ნაჯახის ჩარტყმით და ძარცვა – ბრალდებულს 10 წელი მიესაჯა

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ განზრახ მკვლელობისთვის, ძარცვისა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებისთვის ბრალდებული ნ.მ. დამნაშავედ ცნო და თავისუფლების 10 წლით აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

თიბისის მხარდაჭერით, ბათუმში Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Le Méridien გაიხსნა

შავი ზღვის სანაპიროზე სასტუმროების ცნობილ ბრენდებს Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Le Méridien დაემატება. “ბათუმი თაუერი“, რომელიც რეგიონში უმაღლესი კატეგორიის ბრენდს წარმოადგენს, თიბისის მხარდაჭერით გაიხსნა.

თიბისი მომხმარებლებს ურჩევს, ისარგებლონ დისტანციური მომსახურებითა და უნაღდო გადახდებით

თიბისი გირჩევთ უნაღდო გადახდების საშუალებებს, რომ თავიდან აიცილოთ ნაღდ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული რისკები:

„ჯორჯიან მანგანეზი“ სალიცენზიო არეალში მიწების მითვისებაზე განცხადებას ავრცელებს

ბოლო რამდენიმე თვეა, სისტემატური ხასიათი მიიღო პრაქტიკამ, როდესაც, „ჯორჯიან მანგანეზის“ ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, მოპოვებითი სამუშაოების დაწყებისთანავე ხდება მიმდებარე მიწის ნაკვეთების კერძო პირებზე დარეგისტრირება და შემდეგ მათი მესაკუთრეების მხრიდან ზარალის ანაზღაურების მოთხოვნა.

 

„სოკარის“ შანსი, დაესწარით ევრო 2020-ის გახსნას რომში – კომპანიამ გათამაშება დაიწყო

„სოკარმა“ 2020 წელი უამრავი სიახლით დაიწყო და მომხმარებელს სიურპრიზები შესთავაზა.

ირაკლი შოთაძე ლონდა თოლორაიას შეხვდა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობას გაეცნო

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძისა და სახელმწიფო ინსპექტორის ლონდა თოლორაიას შეხვედრა გაიმართა.

"არემჯის" საერთაშორისო ჯილდო Leader Of The Year გადაეცა

შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და საქართველოს ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის, რიგით მე-8 დაჯილდოებაზე „არემჯის“-Leader Of The Year საერთაშორისო ჯილდო გადაეცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანიიდან აცნობეს.

იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღე საქართველოშიც აღნიშნეს

თებერვლის ბოლოს მსოფლიომ იშვიათი დაავადებების დღე აღნიშნა, რომელსაც საქართველო წელსაც შეუერთდა.

სასამართლომ, ჭიათურაში სახელმწიფო ქონების მითვისებისთვის დაკავებულთა აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო ქონების უკანონო მითვისების ბრალდებით დაკავებულების აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა.

29 თებერვალს საქართველო იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღეს აღნიშნავს

გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდი (GeRaD) 2020 წლის პრიორიტეტად სპინალურ კუნთოვან ატროფია (სკა) ასახელებს.

სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს მიმდინარე კვირაში 21 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) მიმდინარე კვირაში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა.

დავით ნარმანია საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაზე პრეზენტაციით წარდგა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე დავით ნარმანიამ ქ. ვენაში გამართულ საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

 

ეთერ შავლიძესთან შეძენილმა ბილეთმა ერთს 1 182 454, მეორეს კი 14 280 ლარი მოაგებინა

გაიცანით, საქართველოში ლატარიის ყველაზე იღბლიანი მეჯიხურე, რომელთან ნაყიდი ბილეთებითაც 2 კვირის მანძილზე ლოტო 6/42-ში ჯეკპოტი 1 182 454 ლარი და 14 280 ლარი მოიგეს.

„ევროპაბეთის“ შემდეგ აზარტული თამაშების ბიზნესი გარე რეკლამაზე უარს ამბობს

აზარტული თამაშების კომპანიებმა საქართველოში უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღეს - პირველი მარტიდან თამაშების ყველა კომპანია გარე-რეკლამაზე უარს ამბობს. ბანერების ჩამოხსნა მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე დაწყებულია.

„თიბისი ბანკმა“ ბიზნესსექტორს წლიური ანგარიში წარუდგინა

თიბისი ბანკმა წლიური შეხვედრა ჩაატარა, სადაც კომპანიის 2019 წლის მიღწევები და შედეგები, ასევე განვითარების სტრატეგია და სამომავლო გეგმები წარადგინა. შეხვედრას ბიზნესსექტორის, მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში აშშ-ის ჯორჯიის შტატის ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ აშშ-ის ჯორჯიის შტატის სისხლის სამართლის ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატებს უმასპინძლა.