პოლიტიკოსების 5 ყველაზე ხმაურიანი სექს-სკანდალი

მორიგი სექს-სკანდალს ცნობილ მომღერალსა ან მსახიობზე ლამის ყოველდღე ვაწყდებით ინტერნეტსივრცეში და შეიძლება, გვერდიც აუიაროთ, თუმცა, იმავეს ვერ ვიტყვით იმ ადამიანებზე, რომელთა ცხოვრება მეტ-ნაკლებად გასაიდუმლოებულია.

 
 

1. ბილ კლინტონი


აშშ-ის 42-ე პრეზიდენტი ბილ კლინტონი XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი პოლიტიკური სექს-სკანდალის ფიგურანტი გახდა. 1998 წელს პოლიტიკოსს მონიკა ლევინსკისთან ინტიმურ კავშირში დასდეს ბრალი, რომელიც იმ დროს ბილ კლინტონზე თითქმის ორჯერ უმცროსი იყო და თეთრ სახლში სტაჟიორად მუშაობდა.



ბილ კლინტონი დიდი ხნის განმავლობაში უარყოფდა გავრცელებულ ხმებს, თუმცა, საბოლოოდ მოუწია ეღიარებინა ლევინსკისთან „არაპროფესიონალური“ ურთიერთობები. მაშინ პარლამენტის წევრები პრეზიდენტის იმპიჩმენტსაც გეგმავდნენ. რა თქმა უნდა, არა ლევინსკისთან რომანისა და მეუღლის ღალატის გამო, არამედ, იმიტომ, რომ მან დაარღვია სასამართლო ფიცი და უარყო თანამშრომელთან სექსუალური ურთიერთობა.



2. სილვიო ბერლუსკონი


არანაკლებ ხმაურიანი იყო იტალიის პრემიერ-მინისტრ სილვიო ბერლუსკონისთან დაკავშირებული სექს-სკანდალი. ის არაერთხელ შენიშნეს მსუბუქი ყოფაქცევის ქალებთან ურთიერთობაში, რომლებიც პოლიტიკოსის დაკვეთით, ექთნის ან მონაზვნის სამოსს ირგებდნენ. მაგრამ 2009 წელს, მსოფლიოსთვის ცნობილი გახდა მისი რომანის შესახებ არასრულწლოვან კარიმა ელ მარუგთან, რომელიც წარმოშობით მაროკოელი იყო.



ბერლუსკონიმ თანამდებობით ისარგებლა და არასრულწლოვანი მსუბუქიყოფაქცევის ქალი პოლიციის განყოფილებიდან გაათავისუფლა და ეს ფაქტი იმით ახსნა, რომ გოგოსთვის უბრალოდ დახმარება სურდა. საბოლოოდ კი ცნობილი გახდა, რომ პრემიერ-მინისტრი ხშირად იწვევდა მას წვეულებებზე, რომლებიც უფრო ორგიას ჰგავდა და მასში მონაწილეობისთვის რუბი სოლიდურ საჩუქრებს იღებდა - ძვირფასეულობა, ავტომობილი, ძვირადღირებული საათი და, რა თქმა უნდა, ფულადი საჩუქრები, რომლებიც, სხვადასხვა ცნობით, 7-დან 150 ათას ევრომდე შეადგენდა.



არასრულწლოვანთან ურთიერთობის გამო ბერლუსკონის 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, მაგრამ სააპელავიო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მან ერთ წელში დატოვა ციხე.



3. ფერნანდო ლუგო


 
ფერნანდო ლუგო ერთადერთი პრეზიდენტია მსოფლიოს ისტორიაში, რომელიც პოლიტიკურ სარბიელზე მღვდელმსახურებაზე უარის თქმის შემდეგ მოვიდა. შესაძლოა, სწორედ ამიტომაც გახდა მასთან დაკავშირებული სექს-სკანდალები ასეთი შოკისმომგვრელი.



ფერნანდო ლუგოს სამი ქალბატონი სდებდა ბრალს გაუპატიურებაში. 27 წლის ბენინია ლეგისამონის მტკიცებით, 2001 წელს, როდესაც ფერნანდო ლუგო ქალაქ სან-პედროს მთავარი ეპისკოპოსი იყო, მან ბენინია სახლში შეიტყუა და გააუპატიურა, რის შემდეგაც, ბენინიას მტკიცებით, მას გაუჩნდა შვილი. იმავე ბრალდებით გამოვიდა 39 წლის დამიანა ორტენსია მორან ამარილია, რომელიც ირწმუნებოდა, რომ პრეზიდენტისგან ჰყავს შვილი. ამ განცხადებებიდან მეორე დღესვე, ფერნანდო ლუგომ სპეციალური პრესკონფერენცია მოიწვია, სადაც ბრალდებებს უსაფუძვლო უწოდა. მალევე, ანალოგიური ბრალდებით გამოვიდა 26 წლის ვივიანა კარილიო, მაგრამ, მის შემთხვევაში ლუგომ ოფიციალურად აღიარა, რომ ვივიანის ბავშვის მამა ნამდვილად თვითონ არის.



„გულითად ბოდიშს ვიხდი კათოლიკური ეკლესიის წინაშე და პირადად რომის პაპს მინდა პატიება ვთხოვო იმის გამო, რომ დავარღვიე კანონიკური წესები. იმედია, ისინი გაგებით მოეკიდებიან ჩემს გადაწყვეტილებას“, – ამ შინაარსის წერილით მიმართა ფერნანდო ლუგომ რომის პაპ ბენედიქტე მეთექვსმეტეს პრეზიდენტად არჩევიდან მეორე დღეს.



2009 წელს პარაგვაის პრეზიდენტის ფერნანდო ლუგოს განცხადებამ, რომ მას უკანონო შვილი ჰყავს, საზოგადოება შოკში ჩააგდო. მაგრამ, შოკისმომგვრელი არ იყო მხოლოდ ეს ფაქტი. საზოგადოება იმაზე აღშფოთდა, რომ მისი უკანონო შვილის ჩასახვის დროს ლუგო ეპისკოპოსი იყო. ლუგოს თქმით, მან ეპისკოპოსად ყოფნის პერიოდში დაარღვია უბიწობის აღთქმა და სექსუალური კავშირი დაამყარა 16 წლის გოგოსთან, რომელთანაც ათი წლის განმავლობაში ჰქონდა რომანი. 2008 წელს რომის პაპმა გაათავისუფლა ლუგო აღთქმის ვალდებულებიდან.



ფერნანდო ლუგოს ოპონენტებმა დაუყოვნებლივ მოითხოვეს მისი გადაგომა, რადგან მსგავსი ქმედება, მათი აზრით, სახელწიფოს მეთაურისთვის უღირსია. თუმცა, ლუგომ განაცხადა, რომ პოსტზე 2013 წლამდე, ანუ მისი პრეზიდენტობის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე დარჩებოდა. სამწუხაროდ, მან ეს დაპირებაც ვერ შეასრულა და 2012 წელს ფერნანდო ლუგოს, მიწის რეფორმასთან დაკავშირებით უარყოფითი გავლენის გამო იმპიჩმენტი გამოუცხადეს.



4. დონალდ ტრამპი


ამერიკის ამჟამინდელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, შეიძლება ითქვას, მსგავს რეიტინგებში ხშირად ხვდება. გასაკვირიც, ალბათ, არ არის. წინასაარჩევნკო პამპანიის დროს ამერიკელ ბიზნესმენს არაერთ ცოდვაში დასდეს ბრალი, მათ შორის ქალების დამცირებასა და სექსუალურ შევიწროებაში.



ინტერნეტში პრაქტიკულად ყოველდღე ჩნდებოდა ინფორმაცია მილიარდერის „ახალ მხვერპლზე“. მათ შორის, ჩნდებოდნენ ის გოგოები, რომლებთანაც პოლიტიკოსს რამდენიმე ათეული წლის წინ ჰქონდა ურთიერთობა.



მათ შორის, ვინც პრეზიდენტს სექსუალურ შევიწროებაში ბრალს სდებდა, განსაკუთდებით დასამახსოვრებელი იყო პორნოვარსკვლავი სტეფანი კლიფორდი, რეალითი შოუს ყოფილი წამყვანი სამერ ზერვოსი და ფლეი-ბოის ყოფილი მოდელი კარენ მაკდუგალი.



5. მოშე კაცავი


ეს არის ისტორია იმაზე, თუ როგორ გახდა მსხვერპლი კრიმინალი... 1996 წელს ისრაელის ყოფილმა პრეზიდენტმა მოშე კაცავიმ პოლიციის განყოფილებაში შეიტანა საჩივარი თავის ერთ-ერთ თანაშემწე გოგოზე, რომელიც მას აშანტაჟებდა. გამოძიების ფარგლებში გაირკვა, რომ ადრე, მოშე კაცავიმ პრეზიდენტის კანცელარიის თანამშრომელი გააუპატიურა და ახლა დაზარალებულმა ისურვა კაცავისთვის დანაშაულის დამტკიცება.



ისრაელის პრეზიდენტი დიდი ხნის განმავლობაში უარყოფდა ბრალს, მაგრამ საბოლოოდ იძულებული გახდა, ნაწილობრივ ეღიარებინა - მხოლოდ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბებისა და სექსუალური შევიწროვების ფაქტები და არა - გაუპატიურების. 2008 წელს კაცავიმ სცადა დაემტკიცებინა საკუთარი უდანაშაულობა, თუმცა, მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. 2010 წელს სასამართლომ კაცავი დამნაშავდე ცნო გაუპატიურების ორ შემთხვევაში და „გარყვნილი ქმედება ძალის გამოყენებით“ ერთ შემთხვევაში.



კაცავს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, თუმცა, მან საპატიმრო 5 წლის შემდეგ, 2016 წელს დატოვა.
 

წყარო: funtime.ge

5 მარტს სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს 85 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 5 მარტის საჯარო სხდომაზე ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა.

“იბერიას” საქმეზე ადეიშვილისა და მისი ყოფილი მოადგილის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

ტელეკომპანია „იბერია ტვ-ს” სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით დათმობის ფაქტზე, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილისა და გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილის, გიორგი ლაცაბიძის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.

დისტანციური სესიები ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით

GITA-მ და BTU-მ ახალი პროექტი წარადგინეს.

ყოველდღიური ანალიტიკა — სიახლე თიბისის ბიზნეს ინტერნეტ ბანკში

თიბისი ბანკი იურიდიული პირებისთვის განკუთვნილ ინტერნეტ ბანკში ახალ, მნიშვნელოვან ფუნქციონალს — ბიზნეს ანალიტიკას ამატებს.

წინა ხელისუფლების დროს ჩამორთმეული ფიროსმანის ნახატი მესაკუთრეს დაუბრუნდა – პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე სამმართველოში გამოძიება სისხლის სამართლის N009271011001 საქმეზე, დ.ა.-ს მიერ წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული, ნ. ფიროსმანაშვილის ფერწერული ტილოს შეძენისა და გასაღების მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 19,186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო.

მკვლელობა თავში ნაჯახის ჩარტყმით და ძარცვა – ბრალდებულს 10 წელი მიესაჯა

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ განზრახ მკვლელობისთვის, ძარცვისა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებისთვის ბრალდებული ნ.მ. დამნაშავედ ცნო და თავისუფლების 10 წლით აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

თიბისის მხარდაჭერით, ბათუმში Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Le Méridien გაიხსნა

შავი ზღვის სანაპიროზე სასტუმროების ცნობილ ბრენდებს Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Le Méridien დაემატება. “ბათუმი თაუერი“, რომელიც რეგიონში უმაღლესი კატეგორიის ბრენდს წარმოადგენს, თიბისის მხარდაჭერით გაიხსნა.

თიბისი მომხმარებლებს ურჩევს, ისარგებლონ დისტანციური მომსახურებითა და უნაღდო გადახდებით

თიბისი გირჩევთ უნაღდო გადახდების საშუალებებს, რომ თავიდან აიცილოთ ნაღდ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული რისკები:

„ჯორჯიან მანგანეზი“ სალიცენზიო არეალში მიწების მითვისებაზე განცხადებას ავრცელებს

ბოლო რამდენიმე თვეა, სისტემატური ხასიათი მიიღო პრაქტიკამ, როდესაც, „ჯორჯიან მანგანეზის“ ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, მოპოვებითი სამუშაოების დაწყებისთანავე ხდება მიმდებარე მიწის ნაკვეთების კერძო პირებზე დარეგისტრირება და შემდეგ მათი მესაკუთრეების მხრიდან ზარალის ანაზღაურების მოთხოვნა.

 

„სოკარის“ შანსი, დაესწარით ევრო 2020-ის გახსნას რომში – კომპანიამ გათამაშება დაიწყო

„სოკარმა“ 2020 წელი უამრავი სიახლით დაიწყო და მომხმარებელს სიურპრიზები შესთავაზა.

ირაკლი შოთაძე ლონდა თოლორაიას შეხვდა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობას გაეცნო

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძისა და სახელმწიფო ინსპექტორის ლონდა თოლორაიას შეხვედრა გაიმართა.

"არემჯის" საერთაშორისო ჯილდო Leader Of The Year გადაეცა

შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და საქართველოს ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის, რიგით მე-8 დაჯილდოებაზე „არემჯის“-Leader Of The Year საერთაშორისო ჯილდო გადაეცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანიიდან აცნობეს.

იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღე საქართველოშიც აღნიშნეს

თებერვლის ბოლოს მსოფლიომ იშვიათი დაავადებების დღე აღნიშნა, რომელსაც საქართველო წელსაც შეუერთდა.

სასამართლომ, ჭიათურაში სახელმწიფო ქონების მითვისებისთვის დაკავებულთა აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო ქონების უკანონო მითვისების ბრალდებით დაკავებულების აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა.

29 თებერვალს საქართველო იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღეს აღნიშნავს

გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდი (GeRaD) 2020 წლის პრიორიტეტად სპინალურ კუნთოვან ატროფია (სკა) ასახელებს.

სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს მიმდინარე კვირაში 21 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) მიმდინარე კვირაში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა.

დავით ნარმანია საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაზე პრეზენტაციით წარდგა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე დავით ნარმანიამ ქ. ვენაში გამართულ საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

 

ეთერ შავლიძესთან შეძენილმა ბილეთმა ერთს 1 182 454, მეორეს კი 14 280 ლარი მოაგებინა

გაიცანით, საქართველოში ლატარიის ყველაზე იღბლიანი მეჯიხურე, რომელთან ნაყიდი ბილეთებითაც 2 კვირის მანძილზე ლოტო 6/42-ში ჯეკპოტი 1 182 454 ლარი და 14 280 ლარი მოიგეს.

„ევროპაბეთის“ შემდეგ აზარტული თამაშების ბიზნესი გარე რეკლამაზე უარს ამბობს

აზარტული თამაშების კომპანიებმა საქართველოში უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღეს - პირველი მარტიდან თამაშების ყველა კომპანია გარე-რეკლამაზე უარს ამბობს. ბანერების ჩამოხსნა მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე დაწყებულია.

„თიბისი ბანკმა“ ბიზნესსექტორს წლიური ანგარიში წარუდგინა

თიბისი ბანკმა წლიური შეხვედრა ჩაატარა, სადაც კომპანიის 2019 წლის მიღწევები და შედეგები, ასევე განვითარების სტრატეგია და სამომავლო გეგმები წარადგინა. შეხვედრას ბიზნესსექტორის, მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში აშშ-ის ჯორჯიის შტატის ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ აშშ-ის ჯორჯიის შტატის სისხლის სამართლის ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატებს უმასპინძლა.