ინდოელი ხალხის ეროვნული წინამძღოლის ძეგლის აღებაზე Black Lives Matter-ის აქტივისტებმა პეტიცია მოამზდეს, რომელსაც უკვე 5000 ადამიანი აწერს ხელს.
აქტივიტები ამბობენ, რომ მაჰათმა განდი, სამხრეთ აფრიკაში ყოფნის პერიოდში (მე-19 საუკუნის ბოლო წლებში), სადაც მან, ჯამში 21 წელი გაატარა, ადგილობრივი შავკანიანების მიმართ კრიტიკული იყო.
ქალაქ ლესტერის „ბრიტანეთის ინდოეთს“ უწოდებენ, რადგან აქ მოსახლეობის უმეტსობა ინდოელია. ქალაქის მცხოვრებთა ინიციატივით, განდის ძეგლი 2006 წელს დაიდგა.
ძეგლის შენარჩუნების და დაცვის წინადადებით გამოვიდა ბრიტანეთის პარლამენტის ყოფილი წევრი კიტ ვაზი. მისი განცხადებით: „ლესტერში უნდა იდგეს განდის ძეგლი, რომელიც მშვიდობის, ჰარმონიისა და არაძალადობრივი ცხოვრებისთვის განგაწყობს. იგი მსოფლიოს ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი მშვიდობისმყოფელია.“