Comment Central - ქეთევან ციხელაშვილი: კორონავირუსის წინააღმდეგ გლობალურ ბრძოლაში საქართველომ დაამტკიცა, რომ ერთ-ერთი ყველაზე ეფექტურია

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველო კვლავ განაგრძობს COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლას, ჩვენი მთავრობა ვალდებულია, ინვესტიცია ჩადოს შერიგებასა და თანამშრომლობაში დანაყოფებთან, უზრუნველყოს გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა იქ, სადაც ეს ყველაზე მეტად არის საჭირო, - წერს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვლი გამოცემა Comment Central-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.

მისი თქმით, კორონავირუსის წინააღმდეგ გლობალურ ბრძოლაში, საქართველომ დაამტკიცა, რომ ერთ-ერთი ყველაზე ეფექტურია, 3.7 მილიონი მოსახლეობიდან მხოლოდ 14 დაღუპულით, რაც ჩვენს ქვეყანას ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ადგილად ხდის.


თუმცა, ამ წარმატებას მიღმა არის გეოგრაფია, რომელიც, სამწუხაროდ, 2008 წლის შემდეგ განსაზღვრულია რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების 20 პროცენტით, კერძოდ, აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონებით. 100-კილომეტრიანი ფიზიკური გამყოფი მავთულხლართების მიღმა მოქცეული ორივე რეგიონი იზოლირებულია დანარჩენი საქართველოსგან. ამ გარემოებებმა მნიშვნელოვნად გაართულა COVID-19-სგან ადგილობრივი მოსახლეობის დაცვა.


„საქართველოს მთავრობამ ადრევე გამოაცხადა, რომ ჩვენ არ დავტოვებთ მარტო ჩვენს მოსახლეობას, მათ შორის აფხაზეთსა და ცხინვალში, გლობალური პანდემიის წინაშე. ბოლო ოთხი თვის განმავლობაში, მთავრობამ შეიმუშავა სტრატეგია, პირველ რიგში, ვირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად და ჩვენი მოქალაქეების დასაცავად და შემდეგ  გრძელვადიანი მშვიდობისა და შერიგების გეგმების დასაჩქარებლად.


ინფორმაციისა და გამოცდილების დროული გაზიარება გადამწყვეტი აღმოჩნდა, განსაკუთრებით კი იმიტომ, რომ ბევრმა რუსმა თავი საქართველოში ოკუპირებულ ტერიტორიებს შეაფარა: გაითვალისწინეთ ასობით მანქანითა და კიდევ უფრო მეტი მარტში ჩამოსული ინდივიდით გამოწვეული რისკი. გასაკვირი არ არის, რომ ჯერჯერობით დაფიქსირებული ყველა შემთხვევა რუსეთიდან არის შემოსული. ამრიგად, ჩვენ თავიდანვე ვთარგმნეთ და გავავრცელეთ WHO-ს მიერ დამტკიცებული რეკომენდაციები, ეროვნული სახელმძღვანელო მითითებები და პროტოკოლი ადგილობრივ აფხაზურ და ოსურ ენებზე. სხვადასხვა არხებით ჰიგიენური და სამედიცინო დახმარების მიწოდება, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციებთან პარტნიორობით, აფხაზეთის რეგიონის დახმარების კიდევ ერთი გზა იყო“, - წერს ქეთევან ციხელაშვილი.


მისი თქმით, დიაგნოსტირება და მკურნალობა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი იყო.


„რუხის უახლესი საავადმყოფო, რომელიც ახლოსაა აფხაზეთში საოკუპაციო ხაზთან, სწრაფად აღიჭურვა და განაგრძო ოპერირება, როგორც COVID-ისგან მკურნალობის ცენტრმა. ცხინვალში ეს შეუძლებელი იყო. საერთაშორისო მიმოსვლა აკრძალულია ყველასთვის, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის გარდა. სამწუხაროდ, იქ მყოფი მოსახლეობა, განსაკუთრებით ახალგორში დარჩენილ ქართველთა მცირე ნაწილი, სრულ ჰუმანიტარულ კრიზისში აღმოჩნდა.


ოკუპირებული რეგიონები კვლავ დაუცველია. ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს რუსეთის ფედერაციის მიერ „ბორდერიზაციის“ პროცესის გაგრძელება. გლობალურმა პანდემიამ არ შეუშალა მათ ხელი ბოლო რამდენიმე კვირაში 12 ქართულ სოფელში ახალი ხელოვნური ბარიერების დაყენებაში. ეს ეწინააღმდეგება არა მხოლოდ საერთაშორისო სამართალს, არამედ კაცობრიობის ძირითად პრინციპებსაც.


„ბორდერიზაციის“ პროცესს ახლავს საოკუპაციო რეჟიმის მიერ წამოწყებული მასიური დეზინფორმაციის სტრატეგია და შეთქმულების თეორიები, რომლის სამიზნე საქართველოს ლუგარის ლაბორატორიაა, რეგიონში აშშ-ის მხარდაჭერის მქონე მოწინავე სამეცნიერო დაწესებულება, რომელიც ახლა გადამწყვეტ როლს ასრულებს ვირუსის შეჩერებაში.


მიუხედავად ამ გამოწვევებისა, საქართველოს მთავრობას გადაწყვეტილი აქვს წინსვლა ჩვენი სამშვიდობო ინიციატივის მიმართულებით - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ - რომელიც ახლა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება.


ინიციატივა ფოკუსირებულია დანაყოფებთან ვაჭრობასა და ახალ სასწავლო შესაძლებლობებზე. ამის მისაღწევად, ახალი მოქნილი და ნეიტრალური ინსტრუმენტები იქნა შემოთავაზებული და ერთხმად დამტკიცებული საქართველოს პარლამენტის მიერ. მას, ასევე, მხარი დაუჭირა საერთაშორისო საზოგადოებამ.


ევროკავშირის კომისიამ ეს გეგმა შეაფასა, როგორც „მნიშვნელოვანი ნაბიჯი მოქალაქეების მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ და ადამიანებს შორის ურთიერთობისთვის სივრცისა და, შესაძლოა, შერიგების შესაძლებლობის შეთავაზება“. რაც მთავარია, მას დიდი მხარდაჭერა აქვს ორივე ტერიტორიის შიგნით 2019 წლიდან, როდესაც ზოგიერთი ინსტრუმენტი ამოქმედდა.


მიზნების მიღწევის ხელშეწყობისთვის სამშვიდობო გეგმა მოიცავს ფინანსურ ინსტრუმენტებს - მცირე საგრანტო პროგრამას „საწარმო უკეთესი მომავლისთვის“, რომელმაც მოლოდინს გადააჭარბა და რომლის რესურსიც თავდაპირველად გამოყოფილს ოცჯერ აღემატებოდა.


ამ უზარმაზარი ინტერესის ფონზე ჩვენ სწრაფად მივიწევთ წინ სხვა ინსტრუმენტის გამოყენებით, სახელწოდებით „მშვიდობის ფონდი უკეთესი მომავლისთვის“, რომელიც ღიაა ადგილობრივი და საერთაშორისო წყაროების პირადი ჩართულობისთვის. ის გთავაზობთ მშვიდობაში, თანამშრომლობასა და შერიგებაში ინვესტირების კონკრეტულ შესაძლებლობას.


ეს სამშვიდობო ინიციატივები საშუალებას გვაძლევს, გავაუმჯობესოთ დიალოგი ორივე მხარეს შორის ხელოვნური გაყოფის თაობაზე, რაც საერთო ინტერესებსა და საჭიროებებს ემსახურება. გასულ წელს საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჩამოსული სტუდენტების რაოდენობა გაორმაგდა.


საქართველოს მთავრობა მზად არის და სიგნალიც აშკარაა დანაყოფებში მცხოვრებთაგან, ბოლო პერიოდში კი განსაკუთრებით აფხაზეთის რეგიონიდან. არაფორმალური კონტაქტები არასდროს ყოფილა ისეთი ხშირი და პროდუქტიული, როგორც ბოლო ორი წლის განმავლობაში. ეს უნიკალური შესაძლებლობაა გასული 25 წლის კონტექსტში და ყველას ინტერესშია, რომ ამ შესაძლებლობამ რწმენა გაამყაროს, რომ მშვიდობა და უკეთესი პერსპექტივები წინ არის.


მაშინაც კი, როდესაც ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას COVID-19-ის წინააღმდეგ და ხალხი კვლავაც იტანჯება ოკუპაციის პირობებში, ჩვენი მთავრობა მზად არის დანაყოფებს შორის შერიგებასა და თანამშრომლობაში ინვესტირებისთვის, რათა უზრუნველყოს გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა იქ, სადაც ეს ყველაზე მეტად არის საჭირო“, - ნათქვამია სტატიაში.


5 მარტს სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს 85 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 5 მარტის საჯარო სხდომაზე ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა.

“იბერიას” საქმეზე ადეიშვილისა და მისი ყოფილი მოადგილის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

ტელეკომპანია „იბერია ტვ-ს” სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით დათმობის ფაქტზე, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილისა და გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილის, გიორგი ლაცაბიძის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.

დისტანციური სესიები ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით

GITA-მ და BTU-მ ახალი პროექტი წარადგინეს.

ყოველდღიური ანალიტიკა — სიახლე თიბისის ბიზნეს ინტერნეტ ბანკში

თიბისი ბანკი იურიდიული პირებისთვის განკუთვნილ ინტერნეტ ბანკში ახალ, მნიშვნელოვან ფუნქციონალს — ბიზნეს ანალიტიკას ამატებს.

წინა ხელისუფლების დროს ჩამორთმეული ფიროსმანის ნახატი მესაკუთრეს დაუბრუნდა – პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე სამმართველოში გამოძიება სისხლის სამართლის N009271011001 საქმეზე, დ.ა.-ს მიერ წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული, ნ. ფიროსმანაშვილის ფერწერული ტილოს შეძენისა და გასაღების მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 19,186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო.

მკვლელობა თავში ნაჯახის ჩარტყმით და ძარცვა – ბრალდებულს 10 წელი მიესაჯა

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ განზრახ მკვლელობისთვის, ძარცვისა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებისთვის ბრალდებული ნ.მ. დამნაშავედ ცნო და თავისუფლების 10 წლით აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

თიბისის მხარდაჭერით, ბათუმში Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Le Méridien გაიხსნა

შავი ზღვის სანაპიროზე სასტუმროების ცნობილ ბრენდებს Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Le Méridien დაემატება. “ბათუმი თაუერი“, რომელიც რეგიონში უმაღლესი კატეგორიის ბრენდს წარმოადგენს, თიბისის მხარდაჭერით გაიხსნა.

თიბისი მომხმარებლებს ურჩევს, ისარგებლონ დისტანციური მომსახურებითა და უნაღდო გადახდებით

თიბისი გირჩევთ უნაღდო გადახდების საშუალებებს, რომ თავიდან აიცილოთ ნაღდ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული რისკები:

„ჯორჯიან მანგანეზი“ სალიცენზიო არეალში მიწების მითვისებაზე განცხადებას ავრცელებს

ბოლო რამდენიმე თვეა, სისტემატური ხასიათი მიიღო პრაქტიკამ, როდესაც, „ჯორჯიან მანგანეზის“ ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, მოპოვებითი სამუშაოების დაწყებისთანავე ხდება მიმდებარე მიწის ნაკვეთების კერძო პირებზე დარეგისტრირება და შემდეგ მათი მესაკუთრეების მხრიდან ზარალის ანაზღაურების მოთხოვნა.

 

„სოკარის“ შანსი, დაესწარით ევრო 2020-ის გახსნას რომში – კომპანიამ გათამაშება დაიწყო

„სოკარმა“ 2020 წელი უამრავი სიახლით დაიწყო და მომხმარებელს სიურპრიზები შესთავაზა.

ირაკლი შოთაძე ლონდა თოლორაიას შეხვდა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობას გაეცნო

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძისა და სახელმწიფო ინსპექტორის ლონდა თოლორაიას შეხვედრა გაიმართა.

"არემჯის" საერთაშორისო ჯილდო Leader Of The Year გადაეცა

შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და საქართველოს ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის, რიგით მე-8 დაჯილდოებაზე „არემჯის“-Leader Of The Year საერთაშორისო ჯილდო გადაეცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანიიდან აცნობეს.

იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღე საქართველოშიც აღნიშნეს

თებერვლის ბოლოს მსოფლიომ იშვიათი დაავადებების დღე აღნიშნა, რომელსაც საქართველო წელსაც შეუერთდა.

სასამართლომ, ჭიათურაში სახელმწიფო ქონების მითვისებისთვის დაკავებულთა აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო ქონების უკანონო მითვისების ბრალდებით დაკავებულების აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა.

29 თებერვალს საქართველო იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღეს აღნიშნავს

გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდი (GeRaD) 2020 წლის პრიორიტეტად სპინალურ კუნთოვან ატროფია (სკა) ასახელებს.

სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს მიმდინარე კვირაში 21 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) მიმდინარე კვირაში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა.

დავით ნარმანია საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაზე პრეზენტაციით წარდგა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე დავით ნარმანიამ ქ. ვენაში გამართულ საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

 

ეთერ შავლიძესთან შეძენილმა ბილეთმა ერთს 1 182 454, მეორეს კი 14 280 ლარი მოაგებინა

გაიცანით, საქართველოში ლატარიის ყველაზე იღბლიანი მეჯიხურე, რომელთან ნაყიდი ბილეთებითაც 2 კვირის მანძილზე ლოტო 6/42-ში ჯეკპოტი 1 182 454 ლარი და 14 280 ლარი მოიგეს.

„ევროპაბეთის“ შემდეგ აზარტული თამაშების ბიზნესი გარე რეკლამაზე უარს ამბობს

აზარტული თამაშების კომპანიებმა საქართველოში უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღეს - პირველი მარტიდან თამაშების ყველა კომპანია გარე-რეკლამაზე უარს ამბობს. ბანერების ჩამოხსნა მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე დაწყებულია.

„თიბისი ბანკმა“ ბიზნესსექტორს წლიური ანგარიში წარუდგინა

თიბისი ბანკმა წლიური შეხვედრა ჩაატარა, სადაც კომპანიის 2019 წლის მიღწევები და შედეგები, ასევე განვითარების სტრატეგია და სამომავლო გეგმები წარადგინა. შეხვედრას ბიზნესსექტორის, მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში აშშ-ის ჯორჯიის შტატის ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ აშშ-ის ჯორჯიის შტატის სისხლის სამართლის ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატებს უმასპინძლა.