ელისო ბოლქვაძე: საქართველოდან შორს მყოფისთვის უფრო მკვეთრად ჩანს კონტრასტი დღევანდელ საქართველოსა და იმ საქართველოს შორის, როცა „ოცნების“ წინამორბედი ხელისუფლებისთვის ადამიანის სიცოცხლეს ფასი არ ჰქონდა და ქვეყანაში ძალადობა და შიში იყო გამეფებული

„ჩემი ქვეყნისთვის მსურს უამრავი მიღწევა მომავალშიც იქცეს ნორმად და ამიტომ კვლავ მხარს დავუჭერ „ქართულ ოცნებას“ რომელმაც ჰუმანიზმი ნორმად აქცია“ - წერს ცნობილი ქართველი პიანისტი ელისო ბოლქვაძე ფეისბუქის პირად გვერდზე და საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საკუთარ ხედვაზე საუბრობს.

მისი თქმით, საქართველოდან შორს მყოფისთვის, ბევრად უფრო მკვეთრად ჩანს კონტრასტი დღევანდელ საქართველოსა და იმ საქართველოს შორის, როცა ოცნების წინამორბედი ხელისუფლებისთვის ადამიანის სიცოცხლეს ფასი არ ჰქონდა და ქვეყანაში ძალადობა და შიში იყო გამეფებული.


„ვფიქრობ, რომ დღეს აუცილებელია დავაფიქსირო ჩემი ხედვა საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. 23 წელია საზღვარგარეთ ვცხოვრობ, თუმცა მჭიდროდ ვარ დაკავშირებული ჩემს სამშობლოსთან. ეს სიყვარული ბავშვობიდან გააღვივეს ჩემმა მშობლებმა. როგორც იუნესკოს მშვიდობის არტისტი, საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენოსანი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი და ბათუმის მუსიკალური ფესტივალის დამფუძნებელი, ვცდილობ, ჩემი ხელოვნება და საზოგადოებრივი მოღვაწეობა მივმართო ჩემი ქვეყნის საუკეთესოდ წარმოსაჩენად მსოფლიოს ყველა კუთხეში, სადაც კონცერტებს ვატარებ. პირველ რიგში, მადლობა დღევანდელ მთავრობას პანდემიასთან ბრძოლაში მოპოვებული შესანიშნავი რეზულტატებისთვის. ოცნებამ ამჯერადაც დაამტკიცა, რომ ამ პარტიის მთავარი ღირებლება ხალხზე ზრუნვაა და ყოველი ადამიანის სიცოცხლე ძვირფასია. ოცნების წინამორბედი ხელისუფლებისთვის ადამიანის სიცოცხლეს ფასი არ ჰქონდა და ქვეყანაში ძალადობა და შიში იყო გამეფებული. ჩემთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ „ქართული ოცნება“ დემოკრატიის მაღალი ხარისხით მოვიდა ხელსულებაში და სააკაშვილის რეჟიმი სისხლის გარეშე დაამარცხა!


ეს იყო ქართული ოცნების სულისჩამდგმელის, ბიძინა ივანიშვილის ურყევი ნება - დიქტატურის დემოკრატიით დამარცხება! უზნეობასთან ზნეობრივი დაპირისპირებით ქვეყნის დემოკრატიული განვითარება. „ქართულმა ოცნებამ" მართლაც მოკლე პერიოდში აღკვეთა ძალადობის, მოსახლეობის ტერორის და პატიმრების სისტემური წამების მაგალითები.12-ჯერ შეამცირა ციხეში სიკვდილიანობა და დღეს საქართველო მაგალითს აძლევს ბევრ სხვა განვითარებულ სახელმწიფოს. შესაძლოა საქართველოში ამ მიღწევებს აღარც აფასებენ სათანადოდ და არც აქცევენ ყურადღებას, რადგან ნორმად იქცა პატიმრებისადმი, ზოგადად ადამიანისადმი ჰუმანური მოპყრობა და ეს არის უკვე კარგია!


ეს უდიდესი მიღწევაა იმ საზოგადოებაში, რომელიც ჯერ კიდევ 10 წლის წინ შიშის რეჟიმში ცხოვრებდა. საზოგადოებაში, სადაც შიში და ძალადობა ნორმად იყო გადაქცეული. ასევე ნორმა იყო მართული მედიის სიჩუმე, ქონების ჩამორთმევა და ადამიანების ხოცვა. მერწმუნეთ, საქართველოდან შორს მყოფისთვის, ბევრად უფრო მკვეთრად ჩანს კონტრასტი იმ საქართველოსა და დღევანდელ საქართველოს შორის. ეს კონტრასტი შეიძლებოდა არც ყოფილიყო, თუ სააკაშვილის რეჟიმს ჩაანაცვლებდა მისი მსგავსი ძალა, ისეთივე დაუნდობელი და სასტიკი. დარწმუნებული ვარ, იმ შემთხევაში საქართველო ვერ მიიღებდა ვიზალიბერალიზაციას. დამეთანხმეთ, რომ ბევრისთვის და განსაკუთრებით ახალგაზრდობისთვის უვიზო რეჟიმი ევროკავშირთან უკვე ისეთივე ბუნებრივია, როგორც პატიმრებისადმი ჰუმანური მიპყრობა ან კერძო საკუთრების ხელშეუხებლობა. საქართველოსთვის უკვე 7 წელია ნორმად იქცა საყოველთაო ჯანდაცვა, უფასო გადაუდებელი ოპერაციები, C ჰეპატიტის უფასო მკურნალობა.ვინც არ იცით, გაცნობებთ, რომ C ჰეპატიტის მკურნალობაში საქართველოს სანიმუშო ქვეყნის საპატიო წოდება მიენიჭა.


სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს წარმატებული აღმასვლაც უკვე ნორმად იქცა და ქართული საზოგადოება უნდა ამაყობდეს ამ მიღწევებით! მიზანდასახული და ურყევი განვითარება, მშვიდობა, ბიზნესის, მედიის და სიტყვის თავისუფლება ქართული სახელმწიფოს ისეთივე ბუნებრივ ატრიბუტებად იქცა როგორც გერბი და დროშა. ქვეყანა კი ვითარდება ზედმეტი ეპატაჟის, პათეტიკის და ბაქიაობის გარეშე!! სააკაშვილმა თავისი მართველობის დროს თვითრეკლამა არნახულ მწვერვალებზე აიყვანა და ლამის კომედიად აქცია. უკვე სასაცილო იყო მის მიერ ერთიდაიგივე ობიექტების რამოდენიმეჯერ ზარზეიმით გახსნა. ასევე გაუაზრებელი იდეოლოგიების დანერგვა საზოგადოებაში მედიის ზეწოლით. პირადად ჩემთვის ბიძინა ივანიშვილის არჩეული გზა, ხედვები და მიმართულებები არის სწორი და ადაპტირებული ქვეყნის განვითარებისთვის. იგი პრინციპულად უარის ამბობს საკთარი სიკეთეების რეკლამაზე და ურყევად მიდის დასახული მიზნებისკენ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. მახსოვს, 2011 წელს მან ყურადრება გაამახვილა ქვეყნის განვითარების უმთავრეს წინაპირობაზე -განათლებაზე!დღეს კი ქუთაისში მილიარდი ევროს ღირებულების უნივერსიტეტი შენდება მისი პირადი რესურსებით. უკვე ნორმადაა ქცეული ქართული საზოგადოებისთვის უფასო სახელმძღვანელოები, ასობით გარემონტებული სკოლები,კ ომპიუტერიზაცია.


ბუნებრივ მოვლენად იქცა გაჭირვების დროს „ფონდი ქართუს" მიერ გაწეული მრავალმილიონიანი დახმარებები, ასობით გარემონტებული კულტურული ძეგლები, სპორტული მოედნები, კულტურული ობიექტები, გადარჩენილი ბიბლიოთეკები, ინსტიტუტები, ბოტანიკური ბაღები და რასაკვირველია, ხმაურის გარეშე გადარჩენილი ათასობით ადამიანის სიცოცხლე! როგორც ხელოვანმა, არ შემიძლია არ აღვნიშნო ფონდი „ქართუს" უდიდესი წვლილი ისტორიული ძეგლების გადარჩენაში. ერთი წამით წარმოიდგინეთ რამდენი რამ არ შემორჩებოდა საქართველოს, რომ არა „ქართუ“! მაგრამ საქართველოს გაუმართლა და დღეს ბატონი ბიძინას წყალობით მივიღეთ რეაბილიტირებილი თეატრები, ბოტანიკური ბაღები, „ციცინათელაც", ბლექსი არენა, დელფინარიუმიც და მალე დენდროლიგიური უნიკალური პარკი, რომელიც გრავიტაციის და მწვანე ტურიზმის ოაზისად მოგვევლინება. გავიხსენოთ ასევე აღდგენილი ისტორიულო მემკვიდრეობა, ხევსურეთში მდებარე მუცოს ციხესიმაგრე, ასობოთ სხვა ეროვნული ძეგლები, რომლებითაც ვამაყობთ, თუმცა აღარ გვახსოვს, თუ ვინ გადაარჩინა ეს საგანძური...და ესეც კარგია! დიახ, სწორდაც რომ ნორმად უნდა იქცეს განვითარებაც, პროგრესიც და წინსვლაც! განვითარებას არ სჭირდება ყოველდღიური აპლოდისმენტები.


ცხოვრებამ თვით უნდა აქციოს ნორმად განვითარების დინამიურობა - ისევე როგორც ნორმად იქცა ყველაფერი რაც ზევით ჩამოვთვალე. მეც ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, რომელიც ვიღწვი განვვითარდე ყოველდღე. როცა რამეს ვაღწევ, მინდა კიდევ მეტი მოტივაციით წინ წავიდე. ჩემი ქვეყანისთვის მსურს უამრავი ბევრი მიღწევა მომავალშიც იქცეს ნორმად და ამიტომ კვლავ მხარს დავუჭერ „ქართულ ოცნებას“ - პარტიას, რომელმაც ჰუმანიზმი ნორმად აქცია!!“- წერს ელისო ბოლქვაძე.


5 მარტს სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს 85 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 5 მარტის საჯარო სხდომაზე ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა.

“იბერიას” საქმეზე ადეიშვილისა და მისი ყოფილი მოადგილის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

ტელეკომპანია „იბერია ტვ-ს” სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით დათმობის ფაქტზე, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილისა და გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილის, გიორგი ლაცაბიძის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.

დისტანციური სესიები ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით

GITA-მ და BTU-მ ახალი პროექტი წარადგინეს.

ყოველდღიური ანალიტიკა — სიახლე თიბისის ბიზნეს ინტერნეტ ბანკში

თიბისი ბანკი იურიდიული პირებისთვის განკუთვნილ ინტერნეტ ბანკში ახალ, მნიშვნელოვან ფუნქციონალს — ბიზნეს ანალიტიკას ამატებს.

წინა ხელისუფლების დროს ჩამორთმეული ფიროსმანის ნახატი მესაკუთრეს დაუბრუნდა – პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე სამმართველოში გამოძიება სისხლის სამართლის N009271011001 საქმეზე, დ.ა.-ს მიერ წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული, ნ. ფიროსმანაშვილის ფერწერული ტილოს შეძენისა და გასაღების მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 19,186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო.

მკვლელობა თავში ნაჯახის ჩარტყმით და ძარცვა – ბრალდებულს 10 წელი მიესაჯა

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ განზრახ მკვლელობისთვის, ძარცვისა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებისთვის ბრალდებული ნ.მ. დამნაშავედ ცნო და თავისუფლების 10 წლით აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

თიბისის მხარდაჭერით, ბათუმში Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Le Méridien გაიხსნა

შავი ზღვის სანაპიროზე სასტუმროების ცნობილ ბრენდებს Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Le Méridien დაემატება. “ბათუმი თაუერი“, რომელიც რეგიონში უმაღლესი კატეგორიის ბრენდს წარმოადგენს, თიბისის მხარდაჭერით გაიხსნა.

თიბისი მომხმარებლებს ურჩევს, ისარგებლონ დისტანციური მომსახურებითა და უნაღდო გადახდებით

თიბისი გირჩევთ უნაღდო გადახდების საშუალებებს, რომ თავიდან აიცილოთ ნაღდ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული რისკები:

„ჯორჯიან მანგანეზი“ სალიცენზიო არეალში მიწების მითვისებაზე განცხადებას ავრცელებს

ბოლო რამდენიმე თვეა, სისტემატური ხასიათი მიიღო პრაქტიკამ, როდესაც, „ჯორჯიან მანგანეზის“ ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, მოპოვებითი სამუშაოების დაწყებისთანავე ხდება მიმდებარე მიწის ნაკვეთების კერძო პირებზე დარეგისტრირება და შემდეგ მათი მესაკუთრეების მხრიდან ზარალის ანაზღაურების მოთხოვნა.

 

„სოკარის“ შანსი, დაესწარით ევრო 2020-ის გახსნას რომში – კომპანიამ გათამაშება დაიწყო

„სოკარმა“ 2020 წელი უამრავი სიახლით დაიწყო და მომხმარებელს სიურპრიზები შესთავაზა.

ირაკლი შოთაძე ლონდა თოლორაიას შეხვდა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობას გაეცნო

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძისა და სახელმწიფო ინსპექტორის ლონდა თოლორაიას შეხვედრა გაიმართა.

"არემჯის" საერთაშორისო ჯილდო Leader Of The Year გადაეცა

შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და საქართველოს ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის, რიგით მე-8 დაჯილდოებაზე „არემჯის“-Leader Of The Year საერთაშორისო ჯილდო გადაეცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანიიდან აცნობეს.

იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღე საქართველოშიც აღნიშნეს

თებერვლის ბოლოს მსოფლიომ იშვიათი დაავადებების დღე აღნიშნა, რომელსაც საქართველო წელსაც შეუერთდა.

სასამართლომ, ჭიათურაში სახელმწიფო ქონების მითვისებისთვის დაკავებულთა აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო ქონების უკანონო მითვისების ბრალდებით დაკავებულების აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა.

29 თებერვალს საქართველო იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღეს აღნიშნავს

გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდი (GeRaD) 2020 წლის პრიორიტეტად სპინალურ კუნთოვან ატროფია (სკა) ასახელებს.

სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს მიმდინარე კვირაში 21 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) მიმდინარე კვირაში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა.

დავით ნარმანია საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაზე პრეზენტაციით წარდგა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე დავით ნარმანიამ ქ. ვენაში გამართულ საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

 

ეთერ შავლიძესთან შეძენილმა ბილეთმა ერთს 1 182 454, მეორეს კი 14 280 ლარი მოაგებინა

გაიცანით, საქართველოში ლატარიის ყველაზე იღბლიანი მეჯიხურე, რომელთან ნაყიდი ბილეთებითაც 2 კვირის მანძილზე ლოტო 6/42-ში ჯეკპოტი 1 182 454 ლარი და 14 280 ლარი მოიგეს.

„ევროპაბეთის“ შემდეგ აზარტული თამაშების ბიზნესი გარე რეკლამაზე უარს ამბობს

აზარტული თამაშების კომპანიებმა საქართველოში უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღეს - პირველი მარტიდან თამაშების ყველა კომპანია გარე-რეკლამაზე უარს ამბობს. ბანერების ჩამოხსნა მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე დაწყებულია.

„თიბისი ბანკმა“ ბიზნესსექტორს წლიური ანგარიში წარუდგინა

თიბისი ბანკმა წლიური შეხვედრა ჩაატარა, სადაც კომპანიის 2019 წლის მიღწევები და შედეგები, ასევე განვითარების სტრატეგია და სამომავლო გეგმები წარადგინა. შეხვედრას ბიზნესსექტორის, მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში აშშ-ის ჯორჯიის შტატის ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ აშშ-ის ჯორჯიის შტატის სისხლის სამართლის ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატებს უმასპინძლა.