უნდა დაედგინა ყველა დეტალი, რაც სამიზნეს უკავშირდებოდა. ამის შემდეგ ის საქართველოდან უნდა წასულიყო, სხვა, უკვე შემსრულებელი ჩამოსულიყო და საკონტროლო გასროლით მოეკლა.
ისინი, ვინც მთავარი არხის წამყვანის დაცვის წევრებმა შეამჩნიეს, ნამდვილად ძალოვანი უწყების თანამშრომლები იყვნენ, თუმცა როგორც ჩანს, მათი მიზანი არა გაბუნიას, არამედ ვასამბეკ ბოკოვის თვალთვალი იყო. სუს-ში ისიც იციან, რა მიზნით დაიოდა ბოკოვი პანკისში, თუმცა ამ დრომდე არაფერს ამბობენ. არ არის გამორიცხული, საქმეში არსებობდეს ვიდეო და აუდიო ჩანაწერები, რადგან ჩვენი ინფორმაციით, ქართველ ძალოვანები რამდენიმე თვეა ფლობენ ინფორმაციას,რომ ტელეწამყვანის ლიკვიდაცია იგეგმებოდა. ამჯერად ქართული სპეცსამსახურების მიზანი ხელისუფლებისვის არასასურველი ჟურნალისტის უსაფრთხოების უზრუნველყოფა აღმოჩნდა.
ქართულ მხარეს ჰქონდა ინფორმაცია, თუმცა საქმის დეტალები მაისის დასაწყისში, მაშინ გაიგეს, როდესაც უკრაინელმა კოლეგებმა ოფიციალური ინფორმაცია მიაწოდეს. 14 აპრილს უკრაინაში უსაფრთხოების სამსახურის ანტიტერორისტული სააგენტოს უფროსი კადიროვის დავალებების შესრულებაში ამხილეს და დააკავეს. გენერალ შაიტანოვს ბრალად ვლადიმერ პუტინისა და კადიროვის მტრის მკვლელობის მომზადება და ამ საქმეში მილიონი დოლარის აღება ედება. ამ მასშტაბური ოპერაციის შემდეგ, უკრაინელმა სამართალდამცველებმა ქვეყნის ტერიტორიაზე რუსეთის კიდევ რამდენიმე მოქალაქე დააპატიმრეს და სწორედ ამ გამოძიების ფარგლებში შეიტყვეს, რომ მზადდებოდა გიორგი გაბუნიას მკვლელობაც.