როგორც დაცული ტერიტორიების სააგენტოს "ფეისბუქ" გვერდზე წერენ, პატარა ლიკლიკები თავს შესანიშნავად გრძნობენ.
ახალშობილი ქურციკები, დაბადებიდან 2-3 კვირის განმავლობაში, ძალიან რთული საპოვნელია. ისინი საიმედოდ იმალებიან ბალახში და სამალავს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, ისიც სწრაფი ნახტომებით ტოვებენ.
ქურციკები ძალიან ფრთხილი და ცნობისმოყვარე არსებები არიან. დედა ქურციკიც, მხოლოდ იმ შემთხვევაში უახლოვდება ლიკლიკას, თუ საფრთხეს არ გრძნობს.
ქურციკი, იგივე ჯეირანი, გასული საუკუნის 60-იან წლებში გადაშენდა.
2013 წლიდან, ვაშლოვანის ეროვნულ პარკში, საქართველოს მთავრობისა და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) ინიციატივით, გერმანიის მთავრობის(BMZ,KfW) ფინანსური მხარდაჭრითა და აზერბაიჯანის მთავრობის აქტიური ჩართულობით, ქურციკის აღდგენის პროექტი წარმატებით ხორციელდება.
ფოტოები გადაღებულია ქურციკების მონიტორისნგის სპეციალისტის ვაჟიკო ყოჩიაშვილის მიერ.