პროკურატურამ საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების მიზნით, ყალბი პირადობის მოწმობების დამზადების ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა

საქართველოს პროკურატურამ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო, საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების მიზნით, ყალბი პირადობის მოწმობების დამზადების ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

2018 წლის 20 ნოემბერს სამი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ არჩევნების სავარაუდო გაყალბების მიზნით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის ხელმძღვანელობით თითქოს იბეჭდებოდა ყალბი პირადობის მოწმობები. 


„აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, საქართველოს პროკურატურაში დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. გამოძიების ფარგლებში გამოიკითხნენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები - ე.გ, ი.პ. და მ.ბ. გამოკითხულმა პირებმა განმარტეს, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომელმა, მათი განცხადებით ე.წ. „წყარომ“, მათ მიაწოდა ინფორმაცია, რომლის თანახმად 2018 წლის 5-დან 10 ნოემბრის კვირაში, უწყების ერთ-ერთ შენობაში გაიმართა სპეციალური თათბირი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის უშუალო მონაწილეობით. გამოკითხულთა მტკიცებით, სწორედ თათბირზე გაიცა თითქოს დავალება, დამზადებულიყო ყალბი პირადობის მოწმობები. ასევე აცხადებდნენ, რომ ერთ ადამიანზე უნდა დაბეჭდილიყო ხუთი პირადობის მოწმობა, რომლებშიც სხვადასხვა სახელი, გვარი და პირადი ნომერი მიეთითებოდა, ხოლო ფოტოები ერთი პირის იქნებოდა. მათი ინფორმაციითვე, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, ცესკოსთვის უნდა მიეწოდებინა ამომრჩეველთა განახლებული სია, სადაც ასახული იქნებოდა ყალბი მონაცემები. გამოძიებით დადგინდა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციით დადასტურდა, რომ ამავე უწყების თავჯდომარე 2018 წლის 5 ნოემბრიდან 10 ნოემბრამდე, სამსახურებრივი მივლინებით იმყოფებოდა ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტაში, რაც ასევე დასტურდება საზღვრის კვეთის მონაცემებით. აქედან გამომდინარე, დასახელებულ პერიოდში იგი ფიზიკურად ვერ მიიღებდა საქართველოში თათბირში უშუალოდ მონაწილეობას. მოწმის სახით გამოკითხვისას სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ, ამავე უწყების შიდა აუდიტის სამსახურის უფროსმა და სააგენტოს სხვა თანამშრომლებმა, კატეგორიულად უარყვეს რაიმე მსგავსი თათბირის გამართვა და მასში მონაწილეობა“, - აღნიშნულია განცხადებაში.


უწყების ცნობით, ექსპერტების მონაწილეობით ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რომლის ფარგლებში სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ადმინისტრაციულ შენობაში განთავსებულ სერვერზე მოხდა მონაცემთა ბაზების იდენტიფიცირება:


„გენერალური პროკურატურის მიერ გამოძიების ფარგლებში ასევე, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან სრულად იქნა გამოთხოვილი საარჩევნო სიებთან და პიროვნების დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემასთან დაკავშირებული ინფორმაცია. შესაბამისი ექსპერტების მონაწილეობით ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რომლის ფარგლებში სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ადმინისტრაციულ შენობაში განთავსებულ სერვერზე იდენტიფიცირებული იქნა მონაცემთა ბაზები. საგამოძიებო ექსპერიმენტის ფარგლებში, შესაბამისი კომპიუტერული ტექნიკისა და პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით, იდენტიფიცირებულ ბაზებში არსებული მოქალაქეთა პერსონალური მონაცემები და ბიომეტრიული ფოტოსურათები ელექტრონულად, ფოტოსურათების უნიკალური პარამეტრების, ე.წ. „ჰეშების“ დონეზე შედარდა ერთმანეთს. სია შედგებოდა 3 558 437 მოქალაქის მონაცემისგან. აღსანიშნავია, რომ თითოეული მოქალაქის პერსონალურ მონაცემს და ბიომეტრიულ ფოტოსურათს, როგორც ელექტრონულად არსებულ ფაილს, პროგრამულად გააჩნიათ საკუთარი უნიკალური იდენტიფიკატორები, ე.წ. „ჰეშ კოდები“, რომლებიც არ მეორდება, ისევე როგორც არ შეიძლება გამეორდეს ადამიანის თითის ანაბეჭდი. ასევე პროგრამულად გამოირიცხა ერთი და იგივე პირის ფოტოსურათის მრავალჯერ გამოყენება სხვადასხვა სახელსა და გვარზე“, - აღნიშნულია განცხადებაში.


არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ასევე აცხადებდნენ, რომ სავარაუდოდ წალენჯიხასა და გარდაბანში მზადდებოდა ყალბი არაელექტრონული, ძველი პირადობის მოწმობები:


„აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიებით დადგინდა, რომ მითითებულ პერიოდში, არაელექტრონული პირადობის მოწმობა მთლიანობაში 130 პირზე გაიცა, ხოლო მათგან წალენჯიხისა და გარდაბნის სამოქალაქო რეესტრის სამსახურების მიერ არცერთი მოწმობა არ გაცემულა. გამოძიების ფარგლებში დეტალურად იქნა შესწავლილი ყველა იმ პირის პერსონალური მონაცემები, ვისზეც პირველი ტურის შემდეგ გაიცა არაელექტრონული პირადობის მოწმობები. შედეგად სააგენტოს მიერ გაცემულ არაელექტრონულ პირადობის მოწმობებში არ გამოვლინდა არცერთი შემთხვევა, როდესაც ერთი და იგივე პირის ფოტოსურათი სხვადასხვა სახელის და გვარის მოქალაქეზეა გამოყენებული.ამდენად ჩატარებული გამოძიებით საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების მიზნით ყალბი პირადობის მოწმობების დამზადების ფაქტი არ დადასტურდა, შედეგად საქმეზე მიღებულ იქნა შემაჯამებელი გადაწყვეტილება და საქართველოს სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო საქმეზე შეწყდა გამოძიება“, - განმარტავენ პროკურატურაში.


5 მარტს სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს 85 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 5 მარტის საჯარო სხდომაზე ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა.

“იბერიას” საქმეზე ადეიშვილისა და მისი ყოფილი მოადგილის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

ტელეკომპანია „იბერია ტვ-ს” სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით დათმობის ფაქტზე, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილისა და გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილის, გიორგი ლაცაბიძის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.

დისტანციური სესიები ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით

GITA-მ და BTU-მ ახალი პროექტი წარადგინეს.

ყოველდღიური ანალიტიკა — სიახლე თიბისის ბიზნეს ინტერნეტ ბანკში

თიბისი ბანკი იურიდიული პირებისთვის განკუთვნილ ინტერნეტ ბანკში ახალ, მნიშვნელოვან ფუნქციონალს — ბიზნეს ანალიტიკას ამატებს.

წინა ხელისუფლების დროს ჩამორთმეული ფიროსმანის ნახატი მესაკუთრეს დაუბრუნდა – პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე სამმართველოში გამოძიება სისხლის სამართლის N009271011001 საქმეზე, დ.ა.-ს მიერ წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული, ნ. ფიროსმანაშვილის ფერწერული ტილოს შეძენისა და გასაღების მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 19,186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო.

მკვლელობა თავში ნაჯახის ჩარტყმით და ძარცვა – ბრალდებულს 10 წელი მიესაჯა

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ განზრახ მკვლელობისთვის, ძარცვისა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებისთვის ბრალდებული ნ.მ. დამნაშავედ ცნო და თავისუფლების 10 წლით აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

თიბისის მხარდაჭერით, ბათუმში Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Le Méridien გაიხსნა

შავი ზღვის სანაპიროზე სასტუმროების ცნობილ ბრენდებს Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Le Méridien დაემატება. “ბათუმი თაუერი“, რომელიც რეგიონში უმაღლესი კატეგორიის ბრენდს წარმოადგენს, თიბისის მხარდაჭერით გაიხსნა.

თიბისი მომხმარებლებს ურჩევს, ისარგებლონ დისტანციური მომსახურებითა და უნაღდო გადახდებით

თიბისი გირჩევთ უნაღდო გადახდების საშუალებებს, რომ თავიდან აიცილოთ ნაღდ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული რისკები:

„ჯორჯიან მანგანეზი“ სალიცენზიო არეალში მიწების მითვისებაზე განცხადებას ავრცელებს

ბოლო რამდენიმე თვეა, სისტემატური ხასიათი მიიღო პრაქტიკამ, როდესაც, „ჯორჯიან მანგანეზის“ ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, მოპოვებითი სამუშაოების დაწყებისთანავე ხდება მიმდებარე მიწის ნაკვეთების კერძო პირებზე დარეგისტრირება და შემდეგ მათი მესაკუთრეების მხრიდან ზარალის ანაზღაურების მოთხოვნა.

 

„სოკარის“ შანსი, დაესწარით ევრო 2020-ის გახსნას რომში – კომპანიამ გათამაშება დაიწყო

„სოკარმა“ 2020 წელი უამრავი სიახლით დაიწყო და მომხმარებელს სიურპრიზები შესთავაზა.

ირაკლი შოთაძე ლონდა თოლორაიას შეხვდა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობას გაეცნო

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძისა და სახელმწიფო ინსპექტორის ლონდა თოლორაიას შეხვედრა გაიმართა.

"არემჯის" საერთაშორისო ჯილდო Leader Of The Year გადაეცა

შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და საქართველოს ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის, რიგით მე-8 დაჯილდოებაზე „არემჯის“-Leader Of The Year საერთაშორისო ჯილდო გადაეცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანიიდან აცნობეს.

იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღე საქართველოშიც აღნიშნეს

თებერვლის ბოლოს მსოფლიომ იშვიათი დაავადებების დღე აღნიშნა, რომელსაც საქართველო წელსაც შეუერთდა.

სასამართლომ, ჭიათურაში სახელმწიფო ქონების მითვისებისთვის დაკავებულთა აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო ქონების უკანონო მითვისების ბრალდებით დაკავებულების აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა.

29 თებერვალს საქართველო იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღეს აღნიშნავს

გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდი (GeRaD) 2020 წლის პრიორიტეტად სპინალურ კუნთოვან ატროფია (სკა) ასახელებს.

სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს მიმდინარე კვირაში 21 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) მიმდინარე კვირაში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა.

დავით ნარმანია საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაზე პრეზენტაციით წარდგა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე დავით ნარმანიამ ქ. ვენაში გამართულ საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

 

ეთერ შავლიძესთან შეძენილმა ბილეთმა ერთს 1 182 454, მეორეს კი 14 280 ლარი მოაგებინა

გაიცანით, საქართველოში ლატარიის ყველაზე იღბლიანი მეჯიხურე, რომელთან ნაყიდი ბილეთებითაც 2 კვირის მანძილზე ლოტო 6/42-ში ჯეკპოტი 1 182 454 ლარი და 14 280 ლარი მოიგეს.

„ევროპაბეთის“ შემდეგ აზარტული თამაშების ბიზნესი გარე რეკლამაზე უარს ამბობს

აზარტული თამაშების კომპანიებმა საქართველოში უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღეს - პირველი მარტიდან თამაშების ყველა კომპანია გარე-რეკლამაზე უარს ამბობს. ბანერების ჩამოხსნა მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე დაწყებულია.

„თიბისი ბანკმა“ ბიზნესსექტორს წლიური ანგარიში წარუდგინა

თიბისი ბანკმა წლიური შეხვედრა ჩაატარა, სადაც კომპანიის 2019 წლის მიღწევები და შედეგები, ასევე განვითარების სტრატეგია და სამომავლო გეგმები წარადგინა. შეხვედრას ბიზნესსექტორის, მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში აშშ-ის ჯორჯიის შტატის ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ აშშ-ის ჯორჯიის შტატის სისხლის სამართლის ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატებს უმასპინძლა.