ამ ტრაგიკულ ისტორიას სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი გამოეხმარა, სამედიცინო პერსონალი თუ რიგითი ადამიანები, ისინი ამ ტკივილს იზიარებენ და მწუხარებას გამოთქვამენ გარდაცვილი ექიმის გამო.
"იმაზე ბევრად მეტი ყოფილხარ, ვიდრე გვეგონა გუბაზ!!!!!!!!!!
ამ დაუნდობელი საქციელით დაგვანახე ყველას, როგორ უნდა მოგფრთხილებოდით, კიდევ მეტად მოგფერებოდით და არსად გაგვეშვი. შენნაირები არ არიან! მართლა არ არიან. გამორიცხულია ვინმემ შეძლოს შენი ჩანაცვლება.
ვერაფერი მოასწარი შრომის და ღამისთევის გარდა, დილის 6-დან საოპერაციოში იდექი, სულ ძილი გენატრებოდა, სულ გადარბენაში იყავი და ახლა, როცა ამომავალი კი არა, უკვე ამოსული ვარსკვლავი და შემდგარი ძალიან მაგარი პროფესიონალი იყავი, და რომ უნდა დაგეწყო ტკბობა შენი მიღწეული შედეგებით, უცებ დამთავრდა ყველაფერი. ბევრჯერ მითქვამს შენთვის, რა ბედნიერები არიან შენი მშობლები, ასეთი შვილი რომ ყავთთქო.
ვერ წარმომიდგენია, რომ აღარ დამირეკავ, აღარ მეცოდინება შენი ამბები, ვეღარ დაგარიგებ და ვეღარც გიგულშემატკივრებ. როგორ მინდა რამე შეგვეძლოს! იცი რა ხდება გუბაზ? მთელი ქვეყანა ტირის, ცნობილი ექიმიო, ეს რომ გაგეგო ერთი წამით მაინც… პაციენტები რეკავენ, გაგიჟებულები სიკვდილიც რაღაცნაირი “ლამაზი” გქონდა, როგორც მეგობრობა, საქმე და ადამიანობა.
ძალიან გვატკინე ყველას! საშინლად!
მიყვარხარ ოქროს ბიჭო, სულ ვიქნებით შენი შვილების გვერდით, მაგრამ შენ ვერავინ ვერასდროს შეგცვლის.
ერთი იყავი ასეთი კარგი და განსხვავებული ყველას გვაპატიე გუბაზიკ, თუ ოდავ მაინც რამე გაწყენინეთ როდესმე არ მეგულება ადამიანი, ვისაც ამდენი სიყვარული წაუღია და კიდევ უფრო მეტი დაუტოვებია,”-წერს გუბაზ კორძაიას კოლეგა, ანა ბოქოლიშვილი სოციალურ ქსელში.