ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტური კონკურსი - „ქაღალდის არქიტექტურა დისტანციური ურთიერთობისთვის“ გაიმართა

„სოციალურმა დისტანცირებამ თუ იზოლაციამ სტუდენტებში არაერთი არქიტექტურული კონცეფცია გამოავლინა. წარმოდგენილი საკონკურსო ნამუშევრები უდავოდ ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანია. მათში ჭარბობს ახალ რეალობასთან ადაპტირებისა და ახალი საარსებო გარემოს შექმნის თემა, ამასთან, იკვეთება ფიზიკური კონტაქტებისა და ადგილის გაქრობით გამოწვეული შიში, რასაც ახალი, ვირტუალური ადგილის გააზრება ენაცვლება.

ყოველივე ეს მოითხოვს სრულიად ახალ არქიტექტურულ ფორმას - ბევრად მოქნილს, მობილურს, ადაპტირებულს, მრავალფუნქციურს და გამჭვირვალეს. მნიშვნელოვანია, რომ ახალ არქიტექტურულ ფორმებს არ გააჩნია საზღვრები. სტუდენტურ ნამუშევრებში პირველადი ყურადღება გამახვილებულია ადამიანზე, მის გრძნობებზე და შემოსაზღვრული სივრცის გარდაქმნაზე“, - აცხადებს ნინო იმნაძე.


სტუ-ის არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტმა ნინო მარღიშვილმა, რომელსაც ერთ-ერთი საკონკურსო ნამუშევარი - „ახალი ქალაქი რონდომი“ ეკუთვნის, თერმოდინამიკული სისტემით აღჭურვილი მრავალეკრანიანი ინკუბატორის ვირტუალური პროექტი შექმნა. მისი კონცეფციით, პანდემიისგან დასაცავად 21-ე საუკუნის ქალაქი რონდომი აშენდა, რამაც ადამიანები ერთმანეთს დააშორა.


„ისინი სპეციალურ მრავალეკრანიან ინკუბატორში - ISOLATED SISTEM-ში თავსდებიან. ეს თერმოდინამიკური სისტემაა, რომელსაც არ შეუძლია ენერგიის გაცვლა ინკუბატორის საზღვრებს გარეთ. ადამიანი ექცევა გაყინულ სიტუაციაში და მას ჰაერივით სჭირდება კომუნიკაცია. „ISOLATED SISTEM-ში მოქცეული ადამიანი იწყებს ცეკვას, რომ წარმოქმნას ენერგია და გაუნაწილოს სხვას - არა ფიზიკურად, არამედ - ემოციით“, - აღნიშნავს ნინო მარღიშვილი.


კონკურსის ერთ-ერთი მონაწილის - თინათინ გვალიას ინსპირაციის წყარო ძველი თბილისის გარადამალსივრციანი გარემოა. მის პროექტში მრავალაივნიანი, ნახევრადატრიუმიანი და კიბეებიანი თბილისური სახლი დისტანცირებით გამოწვეულ უხერხულობის პრობლემას წყვეტს. მის მიერ შექმნილ სივრცეში დაცულია, როგორც პირადი, ისე საზოგადოებრივი სივრცეები და შექმნილია ისეთი განწყობა, რაც სახლის მაცხოვრებლებს ყველაზე მეტად სჭირდებათ. კონკურსანტ ირაკლი ხატელიშვილის კონცეფციით - „სურვილი, როგორც ინსპირაციის წყარო“ - ურთულესი სიტუაცია შესაძლოა უკეთესი მომავლის დანახვისა და არსებული რეალობის გაანალიზების საშუალება გახდეს.


როგორც ერთ-ერთი გამარჯვებული სესილი ჯორთმენაძე აღნიშნავს, მისი არქიტექტურული ფორმის შექმნის მთავარი მიზანი პანდემიის დროს იზოლაციისთვის მზადყოფნაა. მისი განმარტებით, ადამიანმა მუდმივად უნდა შეძლოს გარემოს ცვლა. ამიტომ, მის პროექტში რელსებზე განთავსებული საცხოვრებელი სფეროები ნელი მოძრაობით ბრუნავს და გარკვეული მიმართულებით გადაადგილდება. თითოეულ დიდ სფეროს მომცრო ზომის სფეროები ებმის, რომლებშიც განთავსებულია ღია ვერანდა, აუზი, სპორტული ინვენტარი და მცირე ბაღი, რაც ოჯახის აქტიურ ცხოვრებას უწყობს ხელს.


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტზე სტუდენტური კონკურსის ჩატარებას დადებითად აფასებს. რექტორის თქმით, მსოფლიოში შექმნილ მდგომარეობას სტუდენტური პროექტები ადეკვატურად და საინტერესოდ ეხმიანება. ამასთან ერთად, კონკურსზე გამოტანილი ნამუშევრები უტყუარი ნიშანია იმისა, რომ დარგი ახალგაზრდა პროფესიონალი კადრებით ივსება, რომლებიც შექმნილ არაორდინარულ ვითარებაში ორიგინალური იდეების გენერირებას ახდენენ და მათი ხორცშესხმის უნარი გააჩნიათ.



„პანდემიამ ყველაზე დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა უმაღლესი სასწავლებლები. ის, რაც ადრე შეუძლებელად გვესახებოდა, ახლა შესაძლებელია. პირველ რიგში, ხდება შეგუება ვირტუალურ სივრცესთან, რასაც ძალისხმევა, გამომგონებლობა, ურთიერთობისა და სწავლების სრულიად ახალ მეთოდზე გადასვლა სჭირდება. უეცრად აღმოვჩნდით ახალ რეალობაში, საიდანაც მომავალი უტოპიური და არაპროგნოზირებადი ჩანდა. დღეს, როდესაც უკვე მივიღეთ გარკვეული გამოცდილება, ცხადი გახდა, რომ ზოგადად უნივერსიტეტი, როგორც ფიზიკური და საზოგადოებრივი შენობა, ტრანსფორმაციას საჭიროებს.


სწორედ ამას ადასტურებს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტზე გამართული სტუდენტური კონკურსიც. პანდემიის პირობებში დისტანციურ სწავლებაზე იძულებით გადასვლამ გვიჩვენა, რომ შესაძლებელია ფიზიკური ადგილისა და შეხვედრების გარეშე, ციფრული ტექნოლოგიების დახმარებით ახალ რეალობასთან ადაპტაცია, ურთიერთობების ახალ რეჟიმში გადაწყობა და განათლების მიღება. თუმცა, იმედს არ ვკარგავთ, რომ მოვა დრო და დავიბრუნებთ იმ ყველაზე სანუკვარს, რაც უნივერსიტეტის კედლებში ლექტორისა და სტუდენტის ცოცხალ ურთიერთობას უკავშირდება“, - განაცხადა დავით გურგენიძემ.



5 მარტს სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს 85 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 5 მარტის საჯარო სხდომაზე ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა.

“იბერიას” საქმეზე ადეიშვილისა და მისი ყოფილი მოადგილის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

ტელეკომპანია „იბერია ტვ-ს” სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით დათმობის ფაქტზე, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილისა და გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილის, გიორგი ლაცაბიძის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.

დისტანციური სესიები ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით

GITA-მ და BTU-მ ახალი პროექტი წარადგინეს.

ყოველდღიური ანალიტიკა — სიახლე თიბისის ბიზნეს ინტერნეტ ბანკში

თიბისი ბანკი იურიდიული პირებისთვის განკუთვნილ ინტერნეტ ბანკში ახალ, მნიშვნელოვან ფუნქციონალს — ბიზნეს ანალიტიკას ამატებს.

წინა ხელისუფლების დროს ჩამორთმეული ფიროსმანის ნახატი მესაკუთრეს დაუბრუნდა – პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე სამმართველოში გამოძიება სისხლის სამართლის N009271011001 საქმეზე, დ.ა.-ს მიერ წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული, ნ. ფიროსმანაშვილის ფერწერული ტილოს შეძენისა და გასაღების მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 19,186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო.

მკვლელობა თავში ნაჯახის ჩარტყმით და ძარცვა – ბრალდებულს 10 წელი მიესაჯა

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ განზრახ მკვლელობისთვის, ძარცვისა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებისთვის ბრალდებული ნ.მ. დამნაშავედ ცნო და თავისუფლების 10 წლით აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

თიბისის მხარდაჭერით, ბათუმში Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Le Méridien გაიხსნა

შავი ზღვის სანაპიროზე სასტუმროების ცნობილ ბრენდებს Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Le Méridien დაემატება. “ბათუმი თაუერი“, რომელიც რეგიონში უმაღლესი კატეგორიის ბრენდს წარმოადგენს, თიბისის მხარდაჭერით გაიხსნა.

თიბისი მომხმარებლებს ურჩევს, ისარგებლონ დისტანციური მომსახურებითა და უნაღდო გადახდებით

თიბისი გირჩევთ უნაღდო გადახდების საშუალებებს, რომ თავიდან აიცილოთ ნაღდ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული რისკები:

„ჯორჯიან მანგანეზი“ სალიცენზიო არეალში მიწების მითვისებაზე განცხადებას ავრცელებს

ბოლო რამდენიმე თვეა, სისტემატური ხასიათი მიიღო პრაქტიკამ, როდესაც, „ჯორჯიან მანგანეზის“ ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, მოპოვებითი სამუშაოების დაწყებისთანავე ხდება მიმდებარე მიწის ნაკვეთების კერძო პირებზე დარეგისტრირება და შემდეგ მათი მესაკუთრეების მხრიდან ზარალის ანაზღაურების მოთხოვნა.

 

„სოკარის“ შანსი, დაესწარით ევრო 2020-ის გახსნას რომში – კომპანიამ გათამაშება დაიწყო

„სოკარმა“ 2020 წელი უამრავი სიახლით დაიწყო და მომხმარებელს სიურპრიზები შესთავაზა.

ირაკლი შოთაძე ლონდა თოლორაიას შეხვდა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობას გაეცნო

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძისა და სახელმწიფო ინსპექტორის ლონდა თოლორაიას შეხვედრა გაიმართა.

"არემჯის" საერთაშორისო ჯილდო Leader Of The Year გადაეცა

შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და საქართველოს ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის, რიგით მე-8 დაჯილდოებაზე „არემჯის“-Leader Of The Year საერთაშორისო ჯილდო გადაეცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანიიდან აცნობეს.

იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღე საქართველოშიც აღნიშნეს

თებერვლის ბოლოს მსოფლიომ იშვიათი დაავადებების დღე აღნიშნა, რომელსაც საქართველო წელსაც შეუერთდა.

სასამართლომ, ჭიათურაში სახელმწიფო ქონების მითვისებისთვის დაკავებულთა აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო ქონების უკანონო მითვისების ბრალდებით დაკავებულების აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა.

29 თებერვალს საქართველო იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღეს აღნიშნავს

გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდი (GeRaD) 2020 წლის პრიორიტეტად სპინალურ კუნთოვან ატროფია (სკა) ასახელებს.

სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს მიმდინარე კვირაში 21 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) მიმდინარე კვირაში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა.

დავით ნარმანია საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაზე პრეზენტაციით წარდგა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე დავით ნარმანიამ ქ. ვენაში გამართულ საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

 

ეთერ შავლიძესთან შეძენილმა ბილეთმა ერთს 1 182 454, მეორეს კი 14 280 ლარი მოაგებინა

გაიცანით, საქართველოში ლატარიის ყველაზე იღბლიანი მეჯიხურე, რომელთან ნაყიდი ბილეთებითაც 2 კვირის მანძილზე ლოტო 6/42-ში ჯეკპოტი 1 182 454 ლარი და 14 280 ლარი მოიგეს.

„ევროპაბეთის“ შემდეგ აზარტული თამაშების ბიზნესი გარე რეკლამაზე უარს ამბობს

აზარტული თამაშების კომპანიებმა საქართველოში უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღეს - პირველი მარტიდან თამაშების ყველა კომპანია გარე-რეკლამაზე უარს ამბობს. ბანერების ჩამოხსნა მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე დაწყებულია.

„თიბისი ბანკმა“ ბიზნესსექტორს წლიური ანგარიში წარუდგინა

თიბისი ბანკმა წლიური შეხვედრა ჩაატარა, სადაც კომპანიის 2019 წლის მიღწევები და შედეგები, ასევე განვითარების სტრატეგია და სამომავლო გეგმები წარადგინა. შეხვედრას ბიზნესსექტორის, მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში აშშ-ის ჯორჯიის შტატის ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ აშშ-ის ჯორჯიის შტატის სისხლის სამართლის ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატებს უმასპინძლა.