მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენისას ნათელაშვილმა განაცხადა, რომ ის თავის პოლიტიკურ აკვანს, ნაძალადევს უბრუნდება.
„პრამტაიმი“ დაინტერესდა, რა იგულისხმა პარტიის ლიდერმა აღნიშნულ ფრაზაში და კითხვით „ლეიბორისტული პარტიის“ პრესცენტრს დაუკავშირდა.
პოლიტიკურად იგულისხმა, თავიდან პარტია, რომ დაფუძნდა ყველაზე კარგი შედეგები გვქონდა ნაძალადევში და ამ რაიონში ყველაზე მეტი ამომრჩეველი გვყავს. 30 წლის წინ, როცა დაფუძნდა „ლეიბორისტული პარტია“ ჩვენი ოფისი, ტერიტორიულად ნაძალადევს ეკუთვნოდა.
ეს იყო მხატვრული შეფასება მისი მხრიდან, ნაძალადევში ბევრად უფრო მეტი ამომრჩეველი ჰყავს ვიდრე ვაკეში. ამ რაიონში მყარი ამომრჩეველი გვყავს, რომელიც 30 წელია მოგვყვება. ვინც გვყავდა ნაძალადევის ამომრჩეველი პარტიის დაფუძნების დღიდან დღემდე გვყავს ის ადამიანები, უკვე ასაკოვანი ხალხია."- განუცხადეს „პრაიმტაიმს" „ლეობორისტული პარტიის“ პრესცენტრში.