საპატრულოს უფროსის დედა: მექნება სამართლებრივი რეაგირება

საპატრულო პოლიციის უფროსის, ვაჟა სირაძის დედა ეკა ლატარიას სოციალურ ქსელში ეხმიანება „მთავარ არხზე“ გასულ სიუჟეტს, სადაც მისი ოჯახი ნავთობის ბიზნესსთან კავშირშია მოხსენიებული.

„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. ისიც მესმის, რომ ჟურნალისტის ნებისმიერი პროფესიული უფლება–მოვალეობა გამომდინარეობს საზოგადოების უფლებიდან – იყოს ინფორმირებული მოვლენებისა და თვალსაზრისების შესახებ, თუმცა როცა საზოგადოება მიზანმიმართულად შეგყავს შეცდომაში ცრუ ინფორმაციის ტირაჟირებით, ეს უკვე დანაშაულია.


რა თქმა უნდა აბსურდია იმაზე საუბარი, რომ ჩემი ოჯახი რაიმე სახის ნავთობის ბიზნესშია ჩართული. რაც შეეხება რეპორტაჟში გასულ ინფორმაციას, ეს არის 2012 წლის ნოემბერში და არა 2020 წელს, როგორც რეპორტაჟში გავიდა, შექმნილი ფირმა „გლობალ ოილი“, მაშინ როდესაც ჩემი შვილი ვაჟა სირაძე რიგითი პოლიციელი იყო და მან არც იცის ამ ფირმის დეტალების შესახებ, სადაც მე პარტნიორი ვარ და ამ ფირმის ერთადერთ საქმიანობას ტვირთის დაცლა-დატვირთვა წარმოადგენს და შექმნიდან დღემდე სხვა არანაირი საქმიანობა არ უწარმოებია, მით უფრო არანაირი შემხებლობა ნავთობთან, მის შემოტანასთან ან გადამუშავებასთან არ გააჩნია და ესეც საჯარო ინფორმაციაა.


თითოეული ჩვენგანის შემოსავლები, მათ შორის ამ ფირმის საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი და ქონება დეკლარირებულია და მისი მოკრძალებული ოდენობის გათვალისწინებით, არა მგონია ნავთობის ბიზნესში ჩართული ოჯახის ქონებას და შემოსავლებს შეესაბამებოდეს, თუმცა „მათ“ ხომ ეს არ აინტერესებდათ, სულ სხვა კითხვები დაგვისვეს და პასუხები მათთვის ჩვეული ოსტატობით სასურველ კონტექსტში ჩასვეს.


ქვეყნის და ხალხის სამსახურში ვართ ამდენი წელია და სწორედ ეს რეპუტაცია და არა ბიზნესი ან რაიმე მეტერიალური, არის ჩვენთვის ყველაზე დიდი კაპიტალი და ამას ათწლეულებია ვაშენებთ, ამიტომ როდესაც სხვა ვერაფერი ვერ იპოვეს, სწორედ იქ „დაარტყეს“, რაც ყველაზე ძვირფასია ჩვენთვის, ყოველგვარ ზღვარს გასცდნენ, ამათთვის ზღვარი ხომ არ არსებობს და კონტრაბანდისტობა და კრიმინარულ სამყაროსთან კავშირი დაგვაბრალეს, მაშინ როდესაც მთელმა ოჯახმა ჩვენი შეგნებული ცხოვრება დანაშაულთან ბრძოლას და მართლმსაჯულებას მივუძღვენით და ამ დამსახურებისთვის ვაჟა სირაძე 2015 და 2019 წლებში ორჯერაა დაჯილდოვებული მედლებით „მამაცობისათვის“.


ამ ადამიანებისთვის ცნება „არ შეიძლება“ არ არსებობს, მათი მთავარი მიზანი საკუთარი ინტერესებია, შეუძლიათ 10 წუთიან რეპორტაჟში ათწლეულობით ნაშენები ოჯახური რეპუტაცია დაგინგრიონ და ფიქრობ – როგორი რეაქცია უნდა გქონდეს ამ უმსგავსობაზე?! – პასუხი გასცე და თქვა, რომ მე არ ვარ ისეთი, რასაც ესენი კადრულობენ. ასეთ შემთხვევაში მათი მიზანი მიღწეულია, ვინაიდან საკუთარ თავზე რაღაცას გამტკიცებინებენ, მეორე – საერთოდ არანაირი რეაქცია არ გქონდეს და ასეთ შემთხვევაშიც მათი მიზანი მიღწეულია, ვინაიდან გამოდის, რომ პასუხი არ გაეცი, დუმილით დაადასტურე რაც შენზე გავრცელდა და მესამე – ესენი შენზე კი არა პატრიარქზე ამბობენ ისეთ რამეს, რაც ჩვენს მრავალსაუკუნოვან მართლმადიდებლურ ისტორიაში, არავის უკადრებია, გაუბედავს და ამისთვის პასუხი არავის მოუთხოვია, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ამ ადამიანებისთვის ცნება „არ შეიძლება“ არ არსებობს.


მათი თქმით, ისინი ყოველთვის ყველაზე „მართლები”, ყველაფერში „მთავრები“ და „ჭეშმარიტები“ არიან, რამდენჯერაც არ უნდა გამოააშკარავო ყველაზე უკადრებელ სიცრუეში, რაც არაერთხელ მომხდარა, მაინც მართლები არიან და იგივეს აკეთებენ, ამათ „სიმართლეს“ მართლმსაჯულების ყველაზე დიდი ინსტანცია – ევროსასამართლოც ვერ აბათილებს. ეს გახლავთ სიცრუის და ცილისწამების დიდოსტატი და ადამიანთა სიცოცხლის გამწარების ვირტუოზი – „მთავარი არხი“.


რა თქმა უნდა ამ უმსგავსობაზე მექნება სამართლებრივი რეაგირება“, – წერს ვაჟა სირაძის დედა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.

წყარო: primetimenews.ge

5 მარტს სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს 85 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 5 მარტის საჯარო სხდომაზე ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა.

“იბერიას” საქმეზე ადეიშვილისა და მისი ყოფილი მოადგილის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

ტელეკომპანია „იბერია ტვ-ს” სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით დათმობის ფაქტზე, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილისა და გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილის, გიორგი ლაცაბიძის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.

დისტანციური სესიები ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით

GITA-მ და BTU-მ ახალი პროექტი წარადგინეს.

ყოველდღიური ანალიტიკა — სიახლე თიბისის ბიზნეს ინტერნეტ ბანკში

თიბისი ბანკი იურიდიული პირებისთვის განკუთვნილ ინტერნეტ ბანკში ახალ, მნიშვნელოვან ფუნქციონალს — ბიზნეს ანალიტიკას ამატებს.

წინა ხელისუფლების დროს ჩამორთმეული ფიროსმანის ნახატი მესაკუთრეს დაუბრუნდა – პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე სამმართველოში გამოძიება სისხლის სამართლის N009271011001 საქმეზე, დ.ა.-ს მიერ წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული, ნ. ფიროსმანაშვილის ფერწერული ტილოს შეძენისა და გასაღების მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 19,186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო.

მკვლელობა თავში ნაჯახის ჩარტყმით და ძარცვა – ბრალდებულს 10 წელი მიესაჯა

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ განზრახ მკვლელობისთვის, ძარცვისა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებისთვის ბრალდებული ნ.მ. დამნაშავედ ცნო და თავისუფლების 10 წლით აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

თიბისის მხარდაჭერით, ბათუმში Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Le Méridien გაიხსნა

შავი ზღვის სანაპიროზე სასტუმროების ცნობილ ბრენდებს Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Le Méridien დაემატება. “ბათუმი თაუერი“, რომელიც რეგიონში უმაღლესი კატეგორიის ბრენდს წარმოადგენს, თიბისის მხარდაჭერით გაიხსნა.

თიბისი მომხმარებლებს ურჩევს, ისარგებლონ დისტანციური მომსახურებითა და უნაღდო გადახდებით

თიბისი გირჩევთ უნაღდო გადახდების საშუალებებს, რომ თავიდან აიცილოთ ნაღდ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული რისკები:

„ჯორჯიან მანგანეზი“ სალიცენზიო არეალში მიწების მითვისებაზე განცხადებას ავრცელებს

ბოლო რამდენიმე თვეა, სისტემატური ხასიათი მიიღო პრაქტიკამ, როდესაც, „ჯორჯიან მანგანეზის“ ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, მოპოვებითი სამუშაოების დაწყებისთანავე ხდება მიმდებარე მიწის ნაკვეთების კერძო პირებზე დარეგისტრირება და შემდეგ მათი მესაკუთრეების მხრიდან ზარალის ანაზღაურების მოთხოვნა.

 

„სოკარის“ შანსი, დაესწარით ევრო 2020-ის გახსნას რომში – კომპანიამ გათამაშება დაიწყო

„სოკარმა“ 2020 წელი უამრავი სიახლით დაიწყო და მომხმარებელს სიურპრიზები შესთავაზა.

ირაკლი შოთაძე ლონდა თოლორაიას შეხვდა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობას გაეცნო

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძისა და სახელმწიფო ინსპექტორის ლონდა თოლორაიას შეხვედრა გაიმართა.

"არემჯის" საერთაშორისო ჯილდო Leader Of The Year გადაეცა

შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და საქართველოს ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის, რიგით მე-8 დაჯილდოებაზე „არემჯის“-Leader Of The Year საერთაშორისო ჯილდო გადაეცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანიიდან აცნობეს.

იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღე საქართველოშიც აღნიშნეს

თებერვლის ბოლოს მსოფლიომ იშვიათი დაავადებების დღე აღნიშნა, რომელსაც საქართველო წელსაც შეუერთდა.

სასამართლომ, ჭიათურაში სახელმწიფო ქონების მითვისებისთვის დაკავებულთა აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო ქონების უკანონო მითვისების ბრალდებით დაკავებულების აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა.

29 თებერვალს საქართველო იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღეს აღნიშნავს

გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდი (GeRaD) 2020 წლის პრიორიტეტად სპინალურ კუნთოვან ატროფია (სკა) ასახელებს.

სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს მიმდინარე კვირაში 21 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) მიმდინარე კვირაში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა.

დავით ნარმანია საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაზე პრეზენტაციით წარდგა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე დავით ნარმანიამ ქ. ვენაში გამართულ საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

 

ეთერ შავლიძესთან შეძენილმა ბილეთმა ერთს 1 182 454, მეორეს კი 14 280 ლარი მოაგებინა

გაიცანით, საქართველოში ლატარიის ყველაზე იღბლიანი მეჯიხურე, რომელთან ნაყიდი ბილეთებითაც 2 კვირის მანძილზე ლოტო 6/42-ში ჯეკპოტი 1 182 454 ლარი და 14 280 ლარი მოიგეს.

„ევროპაბეთის“ შემდეგ აზარტული თამაშების ბიზნესი გარე რეკლამაზე უარს ამბობს

აზარტული თამაშების კომპანიებმა საქართველოში უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღეს - პირველი მარტიდან თამაშების ყველა კომპანია გარე-რეკლამაზე უარს ამბობს. ბანერების ჩამოხსნა მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე დაწყებულია.

„თიბისი ბანკმა“ ბიზნესსექტორს წლიური ანგარიში წარუდგინა

თიბისი ბანკმა წლიური შეხვედრა ჩაატარა, სადაც კომპანიის 2019 წლის მიღწევები და შედეგები, ასევე განვითარების სტრატეგია და სამომავლო გეგმები წარადგინა. შეხვედრას ბიზნესსექტორის, მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში აშშ-ის ჯორჯიის შტატის ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ აშშ-ის ჯორჯიის შტატის სისხლის სამართლის ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატებს უმასპინძლა.