ბელარუსის ოპოზიციის ლიდერს 340 მილიონი დოლარის ოდენობით ფულის გათეთრებას ედავებიან

ბელარუსის სახელმწიფო კონტროლის კომიტეტის ხელმძღვანელი, ივან ტერტელი, ყოფილ ბანკირსა და საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციის პოტენციურ მთავარ კანდიდატს ვიქტორ ბაბარიკოს ფულის გათეთრებაში ადანაშაულებს.

ბაბარიკო გასულ კვირას დააკავეს, რამაც მთელ ქვეყანაში მასობრივი პროტესტი გამოიწვია.


ბაბარიკო ბელგაზპრომბანკის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას 20 წლის განმავლობაში იკავებდა. თავის მხრივ, ბელგაზპრომბანკი ქვეყნის ყველაზე მსხვილი კერძო ბანკია და მას რუსული გაზპრომი ფლობს.


ლუკაშენკოს მთავარი კონკურენტის ყოფილი სამსახური პოლიციამ 12 ივნისს გაჩხრიკა და ცენტრალურ ბანკს დროებით დაუქვემდებარა. ბაბარიკოს გარდა ბრალი ტოპ-მენეჯმენტის უმრავლესობასაც წაუყენეს.


ტერტელი ამ თანამდებობაზე 2 კვირაა, რაც დანიშნულია. მანამდე იგი ბელარუსული კაგებე-ს ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებდა.


ოპოზიციის ლიდერი ამ დრომდე უარყოფს ბრალდებებს და აღნიშნავს, რომ ის პოლიტიკურ პატიმრობაში იმყოფება. მასთან შესვლა ადვოკატებსაც აკრძალული აქვთ.


ამასობაში გავლენიანი გამოცემა, „ნიუ იორკ ტაიმსი“ წერს, რომ ალექსანდრ ლუკაშენკომ ანტირუსული თამაში დაიწყო: თუკი მანამდე ბელარუსის ავტორიტარული მმართველი დასავლეთს პოლიტიკურ მტრებს უწოდებდა, ახლა რუსეთს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის მცდელობაში ადანაშაულებს.


როგორც გამოცემა წერს, „წელს, როგორც არასდროს, ისე დაიძაბა სიტუაცია ბელარუსის არჩევნების წინ, ის კვლავ გაყალბების საფრთხის წინაშე დგას, ლუკაშენკო კი, ყველას გასაოცრად, რუსეთს არჩევნებზე ზეწოლაში ადანაშაულებს“.


26-წლიანი ძალაუფლების პირობებში, ლუკაშენკოს ხშირად ეძახიან ევროპის უკანასკნელ დიქტატორს. „ის იმდენად იმედგაცრუებულია უკმაყოფილების მზარდი ტალღითა და პერსპექტიული, რეალურად ანგარიშგასაწევი ოპოზიციის გამო 9 აგვისტოს არჩევნების წინ, რომ უკვე აამოქმედა პროპაგანდისტული მანქანა მოსკოვზე - მის უახლოეს და ერთადერთ მოკავშირესა და მთავარ დამფინანსებელზე“ - წერს „ნიუ იორკ ტაიმსი“.


გასულ კვირას ლუკაშენკო აცხადებდა, რომ „არამხოლოდ მარიონეტებს ჩამოეხსნათ ნიღბები, არამედ - იმათაც, ვინც ამ ყველაფრის უკან ზის“. მიუხედავად იმისა, რომ მას კონკრეტულად კრემლი არ დაუსახელებია, „არავის შეჰპარვია ეჭვი, რომ ლუკაშენკო რუსეთს გულისხმობდა“, აღნიშნავს „ნიუ იორკ ტაიმსი“.


ლუკაშენკოს ამის დასტურად ბაბარიკოს ბელგაზპრომბანკთან 20-წლიანი თანამშრომლობა მოჰყავს, რადგან ბელგაზპრომბანკი რუსული ენერგოგიგანტის, „გაზპრომის“ შვილობილია.


ბაბარიკოს დაკავების თაობაზე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ის არც ერთ ქვეყანას მისცემს უფლებას, ჩაერიონ ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებსა და ქვეყნის დამოუკიდებლობაში. „არ არსებობს იმაზე უფრო დიდი ღირებულება ჩვენთვის, ვიდრე დამოუკიდებელი ბელარუსია“, განაცხადა ბელარუსის ლიდერმა.  


ევროკავშირმა ბაბარიკოს დაპატიმრება გააპროტესტა და ბელარუსის ხელისუფლებას მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოსთხოვა. აშშ-ს ჯერჯერობით ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია, თუმცა აშშ-ს საელჩომ მინსკში განცხადება გამოაქვეყნა ტვიტერზე, სადაც ბელარუსის ხელისუფლებას „საერთაშორისო ვალდებულებების დაცვისა და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემისკენ“ მოუწოდებს.


დამოუკიდებელი დამკვირვებლების შეფასებით, ბელარუსში თავისუფალი არჩევნები 1994 წლის შემდეგ არ ჩატარებულა. ლუკაშენკომ ამ არჩევნების შემდეგ კიდევ 5-ჯერ იყარა კენჭი.

წყარო: nytimes.com

5 მარტს სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს 85 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 5 მარტის საჯარო სხდომაზე ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა.

“იბერიას” საქმეზე ადეიშვილისა და მისი ყოფილი მოადგილის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

ტელეკომპანია „იბერია ტვ-ს” სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით დათმობის ფაქტზე, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილისა და გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილის, გიორგი ლაცაბიძის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.

დისტანციური სესიები ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით

GITA-მ და BTU-მ ახალი პროექტი წარადგინეს.

ყოველდღიური ანალიტიკა — სიახლე თიბისის ბიზნეს ინტერნეტ ბანკში

თიბისი ბანკი იურიდიული პირებისთვის განკუთვნილ ინტერნეტ ბანკში ახალ, მნიშვნელოვან ფუნქციონალს — ბიზნეს ანალიტიკას ამატებს.

წინა ხელისუფლების დროს ჩამორთმეული ფიროსმანის ნახატი მესაკუთრეს დაუბრუნდა – პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე სამმართველოში გამოძიება სისხლის სამართლის N009271011001 საქმეზე, დ.ა.-ს მიერ წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული, ნ. ფიროსმანაშვილის ფერწერული ტილოს შეძენისა და გასაღების მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 19,186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო.

მკვლელობა თავში ნაჯახის ჩარტყმით და ძარცვა – ბრალდებულს 10 წელი მიესაჯა

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ განზრახ მკვლელობისთვის, ძარცვისა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებისთვის ბრალდებული ნ.მ. დამნაშავედ ცნო და თავისუფლების 10 წლით აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

თიბისის მხარდაჭერით, ბათუმში Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Le Méridien გაიხსნა

შავი ზღვის სანაპიროზე სასტუმროების ცნობილ ბრენდებს Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Le Méridien დაემატება. “ბათუმი თაუერი“, რომელიც რეგიონში უმაღლესი კატეგორიის ბრენდს წარმოადგენს, თიბისის მხარდაჭერით გაიხსნა.

თიბისი მომხმარებლებს ურჩევს, ისარგებლონ დისტანციური მომსახურებითა და უნაღდო გადახდებით

თიბისი გირჩევთ უნაღდო გადახდების საშუალებებს, რომ თავიდან აიცილოთ ნაღდ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული რისკები:

„ჯორჯიან მანგანეზი“ სალიცენზიო არეალში მიწების მითვისებაზე განცხადებას ავრცელებს

ბოლო რამდენიმე თვეა, სისტემატური ხასიათი მიიღო პრაქტიკამ, როდესაც, „ჯორჯიან მანგანეზის“ ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, მოპოვებითი სამუშაოების დაწყებისთანავე ხდება მიმდებარე მიწის ნაკვეთების კერძო პირებზე დარეგისტრირება და შემდეგ მათი მესაკუთრეების მხრიდან ზარალის ანაზღაურების მოთხოვნა.

 

„სოკარის“ შანსი, დაესწარით ევრო 2020-ის გახსნას რომში – კომპანიამ გათამაშება დაიწყო

„სოკარმა“ 2020 წელი უამრავი სიახლით დაიწყო და მომხმარებელს სიურპრიზები შესთავაზა.

ირაკლი შოთაძე ლონდა თოლორაიას შეხვდა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობას გაეცნო

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძისა და სახელმწიფო ინსპექტორის ლონდა თოლორაიას შეხვედრა გაიმართა.

"არემჯის" საერთაშორისო ჯილდო Leader Of The Year გადაეცა

შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და საქართველოს ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის, რიგით მე-8 დაჯილდოებაზე „არემჯის“-Leader Of The Year საერთაშორისო ჯილდო გადაეცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანიიდან აცნობეს.

იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღე საქართველოშიც აღნიშნეს

თებერვლის ბოლოს მსოფლიომ იშვიათი დაავადებების დღე აღნიშნა, რომელსაც საქართველო წელსაც შეუერთდა.

სასამართლომ, ჭიათურაში სახელმწიფო ქონების მითვისებისთვის დაკავებულთა აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო ქონების უკანონო მითვისების ბრალდებით დაკავებულების აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა.

29 თებერვალს საქართველო იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღეს აღნიშნავს

გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდი (GeRaD) 2020 წლის პრიორიტეტად სპინალურ კუნთოვან ატროფია (სკა) ასახელებს.

სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს მიმდინარე კვირაში 21 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) მიმდინარე კვირაში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა.

დავით ნარმანია საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაზე პრეზენტაციით წარდგა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე დავით ნარმანიამ ქ. ვენაში გამართულ საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

 

ეთერ შავლიძესთან შეძენილმა ბილეთმა ერთს 1 182 454, მეორეს კი 14 280 ლარი მოაგებინა

გაიცანით, საქართველოში ლატარიის ყველაზე იღბლიანი მეჯიხურე, რომელთან ნაყიდი ბილეთებითაც 2 კვირის მანძილზე ლოტო 6/42-ში ჯეკპოტი 1 182 454 ლარი და 14 280 ლარი მოიგეს.

„ევროპაბეთის“ შემდეგ აზარტული თამაშების ბიზნესი გარე რეკლამაზე უარს ამბობს

აზარტული თამაშების კომპანიებმა საქართველოში უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღეს - პირველი მარტიდან თამაშების ყველა კომპანია გარე-რეკლამაზე უარს ამბობს. ბანერების ჩამოხსნა მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე დაწყებულია.

„თიბისი ბანკმა“ ბიზნესსექტორს წლიური ანგარიში წარუდგინა

თიბისი ბანკმა წლიური შეხვედრა ჩაატარა, სადაც კომპანიის 2019 წლის მიღწევები და შედეგები, ასევე განვითარების სტრატეგია და სამომავლო გეგმები წარადგინა. შეხვედრას ბიზნესსექტორის, მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში აშშ-ის ჯორჯიის შტატის ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ აშშ-ის ჯორჯიის შტატის სისხლის სამართლის ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატებს უმასპინძლა.