Neweurope: უნდა გვეყოს ზნეობრივი სიმტკიცე და პოლიტიკური გამბედაობა, რათა წინ აღვუდგეთ რუსეთის ლიდერებს, რომლებიც უარს ამბობენ საქართველოსა თუ სხვა ქვეყნების თავისუფლებისა და დემოკრატიის აღიარებაზე

„საქართველო, ალბათ, საუკეთესო მაგალითია იმ ბუნებრივი კონფლიქტისა, რომელიც არსებობს ავტორიტარული აგრესიის და ეკონომიკური დაკნინების რუსულ მოდელს და თავისუფლების, კეთილდღეობისა და დემოკრატიის დასავლურ მოდელს შორის“, - ნათქვამია ევროპარლამენტარის, ჩეხეთის რესპუბლიკის თავდაცვის ყოფილი მინისტრის ალექსანდრ ვონდრას სტატიაში, სათაურით „G7-მა მხარი უნდა დაუჭიროს საქართველოს პროდასავლურ მომავალს“, რომელსაც neweurope აქვეყნებს.

ავტორის თქმით, როგორც ჩანს, დიდი შვიდეულის შეხვედრის ჩატარება ივლისში ამერიკის შეერთებულ შტატებში COVID-19 პანდემიას ემსხვერპლება, თუმცა ისიც დასაშვებია, რომ სამიტის გადავადებამ პოტენციური გეოპოლიტიკური შეცდომებიც აგვარიდა.


პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიწვევა სამიტზე, რაც მოხდებოდა კიდეც შეხვედრის ჩატარების შემთხვევაში, უდიდესი შეცდომა იქნებოდა. იმედია, საღი აზროვნება დაბრუნდება იმ დროისთვის, როცა ამ შეხვედრის თარიღს ხელახლა დაგეგმავენ. ამჟამად რუსეთი არ შედის დიდ შვიდეულში და საამისოდ ძალიან კარგი მიზეზი არსებობს: რამდენიმე მეზობლის აგრესიული სამხედრო ოკუპაცია, ასევე დემოკრატიისა და საერთაშორისო შეთანხმებების უპატივცემლობა და თვითგამორკვევის უფლების იგნორირება. ასობით ათასი ადამიანი ტერიტორიებზე დონბასიდან (უკრაინა) ყირიმამდე და ცხინვალამდე/სამხრეთ ოსეთამდე (საქართველო) დღემდე ცხოვრობს რუსული ჯარების თუ მილიციის მიერ უკანონო ოკუპაციის პირობებში.


„იმ დროს, როცა თქვენ ამ სტატიას კითხულობთ, საქართველოს ტერიტორიის 20% იმყოფება რუსეთის უკანონო ოკუპაციის ქვეშ. ოფიციალური თბილისი განსაკუთრებული მოთმინებით აგრძელებს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში მონაწილეობას, ცდილობს რა ოკუპაციის საკითხის გადაჭრას მშვიდობიანი გზით და ოკუპირებულ რეგიონებში გამომწყვდეული მოსახლეობისთვის თავისუფლების მოპოვებას. დაძაბულობის ამ გზით დეესკალაცია წარმოადგენს სერიოზულ და პასუხისმგებლიან მიდგომას, რომელიც აუცილებელია საერთაშორისო ურთიერთობებში. მეორე მხრივ, წარმატების მისაღწევად აუცილებელია მოქმედება დასავლეთის მხრიდან და რუსეთის ზეწოლის გაგრძელება, რათა მან შეწყვიტოს სხვა სახელმწიფოების დემოკრატიაში ჩარევის მცდელობები. სწორედ ამიტომ იქნებოდა არასწორი გზავნილი დიდი შვიდეულის სამიტზე პრეზიდენტ პუტინის მიწვევა.


პოლონეთის, ბალტიის ქვეყნებისა და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებისთვის საბედნიეროდ, ისინი პირველნი იყვნენ რეგიონში ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით. მე-5 მუხლით გარანტირებული პირობები, ასევე, ეკონომიკური და პოლიტიკური სარგებელი, უზრუნველყოფს სიმტკიცისა და სოლიდარობის მაღალ ხარისხს რუსეთიდან მომავალი საფრთხეების საპირწონედ. მიუხედავად ამისა, მოსკოვის მხრიდან მტრული განწყობა იმდენად მძაფრია, რომ ისეთი კიბერშეტევები, რომლებიც მოხდა, მაგალითად, ესტონეთში, ჩვეულ მოვლენად იქცა.


ისევე, როგორც გეოპოლიტიკის ბევრ სხვა საკითხში, აქაც პასუხი ისტორიულ წარსულში შეიძლება ვეძებოთ. ოდითგანვე რუსი ლიდერები ქადაგებენ იმპერიას და გავლენის სფეროებს. ჩვენთვის დასავლეთში ამ ტიპის აზროვნება ისევე მოძველებულია, როგორც მეფეთა ღვთაებრივი უფლებები. დღევანდელ მსოფლიოში არსებობს არა „გავლენის სფეროები“, არამედ დამოუკიდებელი სახელმწიფოები და ბევრი მათგანი, საქართველოს მსგავსად, მტკიცედ იცავს და დაიცავს თავის დემოკრატიას.


ამ დამოუკიდებელი ქვეყნების მთავრობებსა და მოქალაქეებს, რომელთა წინაშეც ხელისუფლება ანგარიშვალდებულია, აქვთ უფლება, თავად განსაზღვრონ საკუთარი მომავალი. ბევრისთვის ეს მომავალი თავისუფალ მსოფლიოშია. ჩვენ, ვინც ამ გაუხშოებული ჰაერით ვსუნთქავთ, უნდა გვეყოს ზნეობრივი სიმტკიცე და პოლიტიკური გამბედაობა, რათა წინ აღვუდგეთ რუსეთის ლიდერებს, რომლებიც უარს ამბობენ საქართველოსა თუ სხვა ქვეყნების თავისუფლებისა და დემოკრატიის აღიარებაზე. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ყოვლად დაუშვებელია, რომ რუსეთს მიეცეს დიდ შვიდეულში თუნდაც დროებით დაბრუნების შესაძლებლობა“, - ნათქვამია სტატიაში.


5 მარტს სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს 85 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 5 მარტის საჯარო სხდომაზე ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა.

“იბერიას” საქმეზე ადეიშვილისა და მისი ყოფილი მოადგილის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

ტელეკომპანია „იბერია ტვ-ს” სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით დათმობის ფაქტზე, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილისა და გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილის, გიორგი ლაცაბიძის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.

დისტანციური სესიები ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით

GITA-მ და BTU-მ ახალი პროექტი წარადგინეს.

ყოველდღიური ანალიტიკა — სიახლე თიბისის ბიზნეს ინტერნეტ ბანკში

თიბისი ბანკი იურიდიული პირებისთვის განკუთვნილ ინტერნეტ ბანკში ახალ, მნიშვნელოვან ფუნქციონალს — ბიზნეს ანალიტიკას ამატებს.

წინა ხელისუფლების დროს ჩამორთმეული ფიროსმანის ნახატი მესაკუთრეს დაუბრუნდა – პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე სამმართველოში გამოძიება სისხლის სამართლის N009271011001 საქმეზე, დ.ა.-ს მიერ წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული, ნ. ფიროსმანაშვილის ფერწერული ტილოს შეძენისა და გასაღების მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 19,186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო.

მკვლელობა თავში ნაჯახის ჩარტყმით და ძარცვა – ბრალდებულს 10 წელი მიესაჯა

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ განზრახ მკვლელობისთვის, ძარცვისა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებისთვის ბრალდებული ნ.მ. დამნაშავედ ცნო და თავისუფლების 10 წლით აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

თიბისის მხარდაჭერით, ბათუმში Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Le Méridien გაიხსნა

შავი ზღვის სანაპიროზე სასტუმროების ცნობილ ბრენდებს Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Le Méridien დაემატება. “ბათუმი თაუერი“, რომელიც რეგიონში უმაღლესი კატეგორიის ბრენდს წარმოადგენს, თიბისის მხარდაჭერით გაიხსნა.

თიბისი მომხმარებლებს ურჩევს, ისარგებლონ დისტანციური მომსახურებითა და უნაღდო გადახდებით

თიბისი გირჩევთ უნაღდო გადახდების საშუალებებს, რომ თავიდან აიცილოთ ნაღდ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული რისკები:

„ჯორჯიან მანგანეზი“ სალიცენზიო არეალში მიწების მითვისებაზე განცხადებას ავრცელებს

ბოლო რამდენიმე თვეა, სისტემატური ხასიათი მიიღო პრაქტიკამ, როდესაც, „ჯორჯიან მანგანეზის“ ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, მოპოვებითი სამუშაოების დაწყებისთანავე ხდება მიმდებარე მიწის ნაკვეთების კერძო პირებზე დარეგისტრირება და შემდეგ მათი მესაკუთრეების მხრიდან ზარალის ანაზღაურების მოთხოვნა.

 

„სოკარის“ შანსი, დაესწარით ევრო 2020-ის გახსნას რომში – კომპანიამ გათამაშება დაიწყო

„სოკარმა“ 2020 წელი უამრავი სიახლით დაიწყო და მომხმარებელს სიურპრიზები შესთავაზა.

ირაკლი შოთაძე ლონდა თოლორაიას შეხვდა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობას გაეცნო

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძისა და სახელმწიფო ინსპექტორის ლონდა თოლორაიას შეხვედრა გაიმართა.

"არემჯის" საერთაშორისო ჯილდო Leader Of The Year გადაეცა

შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და საქართველოს ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის, რიგით მე-8 დაჯილდოებაზე „არემჯის“-Leader Of The Year საერთაშორისო ჯილდო გადაეცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანიიდან აცნობეს.

იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღე საქართველოშიც აღნიშნეს

თებერვლის ბოლოს მსოფლიომ იშვიათი დაავადებების დღე აღნიშნა, რომელსაც საქართველო წელსაც შეუერთდა.

სასამართლომ, ჭიათურაში სახელმწიფო ქონების მითვისებისთვის დაკავებულთა აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო ქონების უკანონო მითვისების ბრალდებით დაკავებულების აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა.

29 თებერვალს საქართველო იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღეს აღნიშნავს

გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდი (GeRaD) 2020 წლის პრიორიტეტად სპინალურ კუნთოვან ატროფია (სკა) ასახელებს.

სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს მიმდინარე კვირაში 21 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) მიმდინარე კვირაში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა.

დავით ნარმანია საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაზე პრეზენტაციით წარდგა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე დავით ნარმანიამ ქ. ვენაში გამართულ საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

 

ეთერ შავლიძესთან შეძენილმა ბილეთმა ერთს 1 182 454, მეორეს კი 14 280 ლარი მოაგებინა

გაიცანით, საქართველოში ლატარიის ყველაზე იღბლიანი მეჯიხურე, რომელთან ნაყიდი ბილეთებითაც 2 კვირის მანძილზე ლოტო 6/42-ში ჯეკპოტი 1 182 454 ლარი და 14 280 ლარი მოიგეს.

„ევროპაბეთის“ შემდეგ აზარტული თამაშების ბიზნესი გარე რეკლამაზე უარს ამბობს

აზარტული თამაშების კომპანიებმა საქართველოში უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღეს - პირველი მარტიდან თამაშების ყველა კომპანია გარე-რეკლამაზე უარს ამბობს. ბანერების ჩამოხსნა მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე დაწყებულია.

„თიბისი ბანკმა“ ბიზნესსექტორს წლიური ანგარიში წარუდგინა

თიბისი ბანკმა წლიური შეხვედრა ჩაატარა, სადაც კომპანიის 2019 წლის მიღწევები და შედეგები, ასევე განვითარების სტრატეგია და სამომავლო გეგმები წარადგინა. შეხვედრას ბიზნესსექტორის, მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში აშშ-ის ჯორჯიის შტატის ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ აშშ-ის ჯორჯიის შტატის სისხლის სამართლის ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატებს უმასპინძლა.