უწყების ინფორმაციით, ჰაერის დაბინძურება სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს ჯანმრთელობისთვის; მას ყოველწლიურად უკავშირდება დაახლოებით 7 მილიონი ადამიანის სიკვდილი; ჰაერის დაბინძურებით განპირობებულია ინსულტის, ფილტვის კიბოს და გულის დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობის მესამედი. მსოფლიო მოსახლეობის 90%-ზე მეტი ცხოვრობს ისეთ ადგილებში, სადაც გარე ჰაერის ხარისხის დონე არ აკმაყოფილებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს და ექსპოზიციის დაახლოებით ორი მესამედი გამოწვეულია წიაღისეული საწვავის წვის შედეგად, რაც ასევე განაპირობებს კლიმატის ცვლილებას.
მათივე ცნობით, COVID-19 გადაცემის კონტროლის მიზნით განხორციელებულმა ღონისძიებებმა შეამცირა ეკონომიკური საქმიანობა და ზოგიერთ რეგიონში გამოიწვია ჰაერის ხარისხის დროებითი გაუმჯობესება. ამის საპირისპიროდ, ვინაიდან ნახშიროჟანგი და სხვა აირები, რომლებიც კლიმატის ცვლილებას იწვევს, დიდი ხნის განმავლობაში რჩება ატმოსფეროში, ემისიების დროებით შემცირებას შეზღუდული გავლენა აქვს ატმოსფეროში მათ კონცენტრაციაზე. ნახშირბადის დიოქსიდის დონე 2020 წლის პირველ თვეებში უფრო მაღალი იყო, ვიდრე 2019 წელს.
COVID-19-ის საპასუხო ღონისძიებების შედეგად გარემოს გაუმჯობესება, შემზღუდველი ღონისძიებების დასრულების შემდეგ, შეიძლება შეიცვალოს დამაბინძურებელი ეკონომიკური საქმიანობის სწრაფი გაფართოებით, თუკი არ იქნება ყურადღება გამახვილებული სამართლიანობაზე, გარემოს ჯანმრთელობაზე და მწვანე ეკონომიკის განვითარებაზე.
COVID-19-ზე რეაგირების დროს ნებისმიერი მოკლევადიანი გარემოსდაცვითი სარგებელი მიიღწევა ადამიანური და ეკონომიკური ქმედებების შეზღუდვის ფასად და არ წარმოადგენს ჰაერის ხარისხისა და კლიმატური ცვლილებების გაუმჯობესებისკენ მიმართულ მდგრად ქმედებებს.