მილიარდერის განცხადებით, არსებული სურათი მსოფლიოში „გაცილებით უფრო პირქუშია“, ვიდრე თავად ელოდა. ამის შესახებ მან CNN-ს განუცხადა.
მისი შეფასებით, ფაქტი, რომ ადამიანები აშშ-ში კვლავ ვირუსით იღუპებიან და ეს შეუქცევადი პროცესია, აჩვენებს, რომ ქვეყანა კვლავ არაა სათანადოდ მზად COVID-19-თან საბრძოლველად.
„ფაქტია, რომ მსოფლიოში არსებობენ ქვეყნები, რომლებმაც მათ ხელთ არსებული ტექნოლოგია და რესურსები ამერიკაზე უკეთ გამოიყენეს. აშშ-მ ფაქტობრივად ვერც ეფექტიანობა და ვერც კოორდინირებული მუშაობა ვირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად ვერ აჩვენა“, აღნიშნავს გეითსი.
ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში 2.4 მილიონი დაინფიცირებულია, ხოლო 122 ათასი ადამიანი გარდაცვლილი.
გეითსი აშშ-ს ხელისუფლებას ადანაშაულებს იმაში, რომ აშშ არ ატარებს სათანადო რაოდენობით ტესტირებას და არ ცდილობს ინფიცირებულთა კონტაქტების დადგენას. მისი თქმით, სხვა ქვეყნების წარმატების საიდუმლო კორონა ვირუსთან ბრძოლაში, სწორედ ამ ორ უმთავრეს აქტივობას ემყარება.
გეიტსის საქველმოქმედო ფონდმა, Bill and Melinda Gates Foundation-მა ახალი ვაქცინის შემუშავებასა და პრევენციული ზომების მიღებისთვის 100 მილიონი დოლარი გამოყო.