IRC, საია, EMC და RIVG: მივმართავთ საქართველოს პარლამენტს მიიღონ კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“

IRC, საია, EMC და RIVG მოუწოდებენ საქართველოს პარლამენტს, რომ განაახლოს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის განხილვა და უზრუნველყოს მისი დროული მიღება.

მათივე ცნობით, აღნიშნული კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში ინიცირებულია 2019 წლის 22 მაისს, თუმცა პირველი საკომიტეტო მოსმენის შემდეგ მისი განხილვის პროცესი შეჩერებულია გაურკვეველი მიზეზებითა და ვადით.


„მიგვაჩნია, რომ მიუხედავად გარკვეული ხარვეზებისა და საკამათო საკითხებისა, კანონპროექტის მიღება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობას და ქართულ სამართლებრივ ჩარჩოს დააახლოვებს ახალ ევროპულ რეგულაციასთან (GDPR) მაშინ, როდესაც მოქმედი კანონი  მოძველებულია და ვერ პასუხობს არსებულ გამოწვევებს. ამავე დროს მიგვაჩნია, რომ შესაბამისმა კომიტეტებმა ყურადღებით უნდა განიხილონ ის შენიშვნები და წინადადებები, რომელიც კანონპროექტის მიმართ იქნა გამოთქმული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ და პლენარულ სხდომაზე კენჭისყრამდე უზრუნველყონ კანონპროექტის დახვეწა/ სრულყოფა.


დღეისათვის ფიზიკურ პირთა პერსონალური მონაცემების მოუწესრიგებელი და უკონტროლო დამუშავებიდან მომდინარე საფრთხეების მნიშვნელობა სცდება ადამიანისთვის მიყენებულ ფსიქოლოგიურ ტკივილსა და დისკომფორტს, რაც შეიძლება გამოიწვიოს ცალკეული პირადი მონაცემების გამჟღავნებამ. პერსონალურ მონაცემთა გადაჭარბებული და უკონტროლო დამუშავება ადამიანის სხვა უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვის არსებით რისკებს შეიცავს, რაც დაკავშირებულია ადამიანის ქცევის პროგნოზირებასა და მასზე მანიპულაციის შესაძლებლობასთან, ეს კი თავის მხრივ ასევე საფრთხეს უქმნის თანამედროვე დემოკრატიული წესრიგის არსებობას. აღნიშნული საფრთხეები კიდევ უფრო იზრდება ტექნოლოგიური შესაძლებლობების უპრეცედენტო ზრდის ფონზე.


საქართველოში არსებული საკანონმდებლო ჩარჩოს პირობებში საჯარო დაწესებულებათა და კერძო კომპანიების დიდი ნაწილი კვლავ უგულებელყოფს მონაცემთა დაცვის  მნიშვნელობას და ზედაპირულად ეკიდება საკითხს, კვლავ იქმნება ისეთი საინფორმაციო სისტემები, რომლებსაც არ უტარდება წინასწარი ანალიზი მონაცემთა დაცვაზე გავლენის შესაფასებლად, რაც მომავალში ბევრად ძვირი დაუჯდება ქართულ საზოგადოებას, როგორც მატერიალური, ისე ადამიანის უფლებების გაუმართლებელი შეზღუდვების თვალსაზრისით.


არსებულ მდგომარეობას ადასტურებს სახელმწიფო ინსპექტორის საქმიანობის 2019 წლის ანგარიშიც, სადაც სხვა მნიშვნელოვან ფაქტებთან ერთად, ასევე საუბარია იმაზე, რომ მაგ. საჯარო სექტორში დანერგილ ელექტრონულ პროგრამებში არ არის მიღებული სათანადო ზომები პერსონალური მონაცემების დასაცავად, კერძოდ: არ აღირიცხება მონაცემებზე წვდომისა და დათვალიერების ფაქტები, არ ფიქსირდება ისტორია მომხმარებლის მიერ სისტემაში მოძიებული ინფორმაციის შესახებ. ასევე, სამართალდამცავი ორგანოები ფლობენ ფიზიკურ პირთა შესახებ ძალიან მოცულობით და სენსიტიურ მონაცემთა შემცველ ბაზებს, თუმცა აღნიშნულ ბაზებში მონაცემებზე წვდომის, დათვალიერების თუ წაშლის შემთხვევები არ აღირიცხება ან არასათანადოდაა დასაბუთებული. ანალოგიური პრობლემებია არასრულწლოვანთა მონაცემების დამუშავების თუ ჯანდაცვის სფეროში განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავების თვალსაზრისით.


როგორც ცნობილია, ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა ითვალისწინებდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობისა და პრაქტიკის გაუმჯობესებას და მათ დაახლოებას ევროკავშირის სტანდარტებთან. აღნიშნული ვალდებულება წარმატებით შესრულდა, თუმცა დღეისათვის ჩვენი კანონმდებლობა აღარ არის შესაბამისობაში ახალ ევროპულ სტანდარტებთან. თუ არსებულ რეალობას თვალს გავუსწორებთ, დავინახავთ, რომ მონაცემთა დაცვის სფეროში საქართველოს მიერ მიღწეული შედეგი საკმაოდ მყიფეა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მსგავსი კონკრეტული საგარეო პოლიტიკური მოტივაციის არარსებობამ არ უნდა განაპირობოს საქართველოს პარლამენტის ინტერესის განელება შემდგომი რეფორმებისადმი ისეთ სფეროში, როგორიც პერსონალურ მონაცემთა დაცვაა.


ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, IRC, საია, EMC და RIVG მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს ინიცირებული პროექტის მიღებით ხელი შეუწყოს საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობისა და პრაქტიკის გაუმჯობესებას და ქართული კანონმდებლობის ახალ ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებას.


სრულად ვაცნობიერებთ არსებულ პოლიტიკურ კონტექსტს, პარლამენტისა და პოლიტიკური ჯგუფების წინაშე მდგარ გამოწვევებს, პანდემიით გამოწვეულ დაბრკოლებებს, თუმცა, შესაბამისი ნების არსებობის პირობებში, შესაძლებლად მიგვაჩნია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის პროექტის განხილვა და გაუმართლებლად მიგვაჩნია ამ საკითხის ღიად დატოვება და გაურკვეველი ვადით გადავადება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.


 


 


5 მარტს სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს 85 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 5 მარტის საჯარო სხდომაზე ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა.

“იბერიას” საქმეზე ადეიშვილისა და მისი ყოფილი მოადგილის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

ტელეკომპანია „იბერია ტვ-ს” სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით დათმობის ფაქტზე, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილისა და გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილის, გიორგი ლაცაბიძის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.

დისტანციური სესიები ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით

GITA-მ და BTU-მ ახალი პროექტი წარადგინეს.

ყოველდღიური ანალიტიკა — სიახლე თიბისის ბიზნეს ინტერნეტ ბანკში

თიბისი ბანკი იურიდიული პირებისთვის განკუთვნილ ინტერნეტ ბანკში ახალ, მნიშვნელოვან ფუნქციონალს — ბიზნეს ანალიტიკას ამატებს.

წინა ხელისუფლების დროს ჩამორთმეული ფიროსმანის ნახატი მესაკუთრეს დაუბრუნდა – პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე სამმართველოში გამოძიება სისხლის სამართლის N009271011001 საქმეზე, დ.ა.-ს მიერ წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული, ნ. ფიროსმანაშვილის ფერწერული ტილოს შეძენისა და გასაღების მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 19,186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო.

მკვლელობა თავში ნაჯახის ჩარტყმით და ძარცვა – ბრალდებულს 10 წელი მიესაჯა

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ განზრახ მკვლელობისთვის, ძარცვისა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებისთვის ბრალდებული ნ.მ. დამნაშავედ ცნო და თავისუფლების 10 წლით აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

თიბისის მხარდაჭერით, ბათუმში Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Le Méridien გაიხსნა

შავი ზღვის სანაპიროზე სასტუმროების ცნობილ ბრენდებს Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Le Méridien დაემატება. “ბათუმი თაუერი“, რომელიც რეგიონში უმაღლესი კატეგორიის ბრენდს წარმოადგენს, თიბისის მხარდაჭერით გაიხსნა.

თიბისი მომხმარებლებს ურჩევს, ისარგებლონ დისტანციური მომსახურებითა და უნაღდო გადახდებით

თიბისი გირჩევთ უნაღდო გადახდების საშუალებებს, რომ თავიდან აიცილოთ ნაღდ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული რისკები:

„ჯორჯიან მანგანეზი“ სალიცენზიო არეალში მიწების მითვისებაზე განცხადებას ავრცელებს

ბოლო რამდენიმე თვეა, სისტემატური ხასიათი მიიღო პრაქტიკამ, როდესაც, „ჯორჯიან მანგანეზის“ ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, მოპოვებითი სამუშაოების დაწყებისთანავე ხდება მიმდებარე მიწის ნაკვეთების კერძო პირებზე დარეგისტრირება და შემდეგ მათი მესაკუთრეების მხრიდან ზარალის ანაზღაურების მოთხოვნა.

 

„სოკარის“ შანსი, დაესწარით ევრო 2020-ის გახსნას რომში – კომპანიამ გათამაშება დაიწყო

„სოკარმა“ 2020 წელი უამრავი სიახლით დაიწყო და მომხმარებელს სიურპრიზები შესთავაზა.

ირაკლი შოთაძე ლონდა თოლორაიას შეხვდა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობას გაეცნო

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძისა და სახელმწიფო ინსპექტორის ლონდა თოლორაიას შეხვედრა გაიმართა.

"არემჯის" საერთაშორისო ჯილდო Leader Of The Year გადაეცა

შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და საქართველოს ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის, რიგით მე-8 დაჯილდოებაზე „არემჯის“-Leader Of The Year საერთაშორისო ჯილდო გადაეცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანიიდან აცნობეს.

იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღე საქართველოშიც აღნიშნეს

თებერვლის ბოლოს მსოფლიომ იშვიათი დაავადებების დღე აღნიშნა, რომელსაც საქართველო წელსაც შეუერთდა.

სასამართლომ, ჭიათურაში სახელმწიფო ქონების მითვისებისთვის დაკავებულთა აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო ქონების უკანონო მითვისების ბრალდებით დაკავებულების აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა.

29 თებერვალს საქართველო იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღეს აღნიშნავს

გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდი (GeRaD) 2020 წლის პრიორიტეტად სპინალურ კუნთოვან ატროფია (სკა) ასახელებს.

სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს მიმდინარე კვირაში 21 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) მიმდინარე კვირაში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა.

დავით ნარმანია საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაზე პრეზენტაციით წარდგა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე დავით ნარმანიამ ქ. ვენაში გამართულ საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

 

ეთერ შავლიძესთან შეძენილმა ბილეთმა ერთს 1 182 454, მეორეს კი 14 280 ლარი მოაგებინა

გაიცანით, საქართველოში ლატარიის ყველაზე იღბლიანი მეჯიხურე, რომელთან ნაყიდი ბილეთებითაც 2 კვირის მანძილზე ლოტო 6/42-ში ჯეკპოტი 1 182 454 ლარი და 14 280 ლარი მოიგეს.

„ევროპაბეთის“ შემდეგ აზარტული თამაშების ბიზნესი გარე რეკლამაზე უარს ამბობს

აზარტული თამაშების კომპანიებმა საქართველოში უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღეს - პირველი მარტიდან თამაშების ყველა კომპანია გარე-რეკლამაზე უარს ამბობს. ბანერების ჩამოხსნა მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე დაწყებულია.

„თიბისი ბანკმა“ ბიზნესსექტორს წლიური ანგარიში წარუდგინა

თიბისი ბანკმა წლიური შეხვედრა ჩაატარა, სადაც კომპანიის 2019 წლის მიღწევები და შედეგები, ასევე განვითარების სტრატეგია და სამომავლო გეგმები წარადგინა. შეხვედრას ბიზნესსექტორის, მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში აშშ-ის ჯორჯიის შტატის ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ აშშ-ის ჯორჯიის შტატის სისხლის სამართლის ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატებს უმასპინძლა.