მასკი სამხრეთ აფრიკაში დაიბადა, თუმცა მალე მიხვდა, რომ ეს ქვეყანა მისი შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდისთვის ციხე იქნებოდა და ვერ შეძლებდა საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზებას. მან მიზნად ამერიკის შეერთებულ შტატებში გამგზავრება დაისახა, თუმცა თავდაპირველად კანადაში მოხვდა, რადგან დედამისი კანადელი იყო. ოდნავ მოგვიანებით მან შეძლო აშშ-ში წასვლა.
მასკი სამჯერ იყო დაქორწინებული, ჰყავს ხუთი შვილი, ჩართულია გლობალური დათბობის საწინააღმდეგო კამპანიაში და ასევე, არის ფილანთროპთა ჯგუფის წევრი.
მისი ბიოგრაფიის გათვალისწინებით, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ის იმ მცირერიცხოვან ადმაიანთა საპატიო სიაშია, რომლებისაც აქვთ სამყაროს შეცვლის უდიდესი პოტენციალი.