„არის გარკვეული მუტაცია, რომელიც თებერვალ-მარტში წარმოიშვა ევროპაში. კორონას რომ "გამოშვერილები" აქვს, რითიც უჯრედებს ემაგრება და მერე მასში შედის, იმის მუტაცია მოხდა. ამან ვირუსს გაუადვილა უჯრედში შეღწევა - მარტივად რომ გითხრათ. ეს არ არის მთლად კარგი მოვლენა, პირველი საყურადღებო მუტაციაა, რომელიც განიცადა ამ ვირუსმა. ვისაც კორონა გადატანილი აქვს, შეიძლება ამ მუტაციაზე იმუნიტეტი არ ჰქონდეს“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.
იმნაძემ განმარტა, რომ შესაძლოა, მათ ვისაც გადატანილია აქვს მუტაციამდელი კრონავირუსი, ახალ შტამზე ანტისხეულები არ აღმოაჩნდეს.