კომუნიკაციების კომისია: მაუწყებლები, რომლებიც მე-7 წელია საზოგადოებას საკუთარი დაფინანსების წყაროებს უმალავენ, გამჭვირვალობისკენ „ფეისბუქს“ მოუწოდებენ

„სამწუხაროა, რომ ქართული მედიისა და არასამთავრობო სექტორის ნაწილი ქვეყანაში ორმაგი სტანდარტის დამკვიდრებას ცდილობს. კომუნიკაციების კომისია 7 წელია „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის აღსრულებას და მაუწყებლების ფინანსურ გამჭვირვალობას ითხოვს. ამ პროცესში კომუნიკაციების კომისიას მთავარ წინააღმდეგობას დღემდე სწორედ იმ ორგანიზაციების ნაწილი უწევს, რომელიც „ფეისბუქის“ ადმინისტრაციას ფინანსური გამჭვირვალობისკენ მოუწოდებს“, - ამის შესახებ „კომუნიკაციების კომისიის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

29 ივნისს არასამათავრობო სექტორმა და მედიის წარმომადგენლებმა „ფეისბუქის“ ადმინისტრაციას ღია წერილით მიმართეს და მოუწოდეს საჯარო გახადონ საქართველოდან შესული პოლიტიკური  რეკლამის შესახებ დეტალური ინფორმაცია, კერძოდ, რეკლამის დამკვეთის ვინაობა, მათი საკონტაქტო მონაცემები და თითოეულ რეკლამაში დახარჯული თანხის ზუსტი ოდენობა.  


„საქართველოში მიმდინარე ანონიმური, კოორდინირებული დასპონსორებული პოლიტიკური დისკრედიტაციის პირობებში მოქალაქეები შეცდომაში შედიან, რითაც მათ ერთმევათ ინფორმაციის თავისუფლება და შესაბამისად შესაძლებლობაც, საკუთარი შეფასებების საფუძველზე ჩამოიყალიბონ პოლიტიკური შეხედულებები - ეს კი, თქვენი ფორმულის მიხედვით, დემოკრატია აღარ არის, ხოლო ჩვენ გვჯერა, რომ „ფეისბუქი“ დემოკრატიის მხარეს დადგება“,- წერია ღია წერილში.


როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 2013 წელს მაუწყებლების ფინანსური გამჭვირვალობის შესახებ მიღებული კანონის მთავარი მიზანი, სწორედ მაყურებლების, საზოგადოების ინფორმირება იყო:


„სწორედ აღნიშნული მიზნების შესრულებას ისახავდა მიზნად 2013 წელს მიღებული კანონი, რომლის აღსრულებასაც  ეწინააღმდეგება მედიის გარკვეული ნაწილი, რომელიც აღნიშნულ ღია წერილს აწერს ხელს და ორმაგი სტანდარტის დამკვიდრებას ცდილობს. 2013 წელს მაუწყებლების ფინანსური გამჭვირვალობის შესახებ მიღებული კანონის მთავარი მიზანი, სწორედ მაყურებლების, საზოგადოების ინფორმირება გახლდათ. აღნიშნული კანონის მიღების მიზანი იყო საზოგადოებას არაწინასაარჩევნო პერიოდშიც ჰქონოდა დეტალური ინფორმაცია მედიის დაფინანსების წყაროების შესახებ, თუ რომელ პოლიტიკურ ორგანიზაციასთან დაკავშირებულ პირებს რა თანხა მიაქვს ამა თუ იმ მაუწყებელში და ვის ინტერესებს შეიძლება ემსახურებოდეს ესა თუ ის მედია საშუალება.  მაყურებელს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა არხის სარედაქციო პოლიტიკის ანალიზი გააკეთოს, გააანალიზოს დაფინანსების წყაროების გავლენა მაუწყებლების სარედაქციო პოლიტიკაზე, რათა დაიცვას საკუთარი თავი შესაძლო მანიპულაციისგან.


ამ კანონის აღსრულებას ეწინააღმდეგებიან 2013 წლიდან ტელეკომპანია „კავკასია“ – „რუსთავი 2“-ის მაშინდელი მენეჯმენტი, რომელიც ახლა „მთავარ არხს“ წარმოადგენს,  სამოქალაქო განათლების ფონდი -„ტაბულა“ და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. მას შემდეგ, რაც კომუნიკაციების კომისიამ მაუწყებლების ფინანსური გამჭვირვალობის შესახებ კანონის აღსრულება მოითხოვა, 2013 წელს „რუსთავი 2“-ის მაშინდელმა მენეჯმენტმა, რომელიც ახლა „მთავარ არხს“ წარმოადგენს, ასევე  „ტელეიმედმა“, ტელეკომპანია „მაესტრომ“, „ევროპა პლუსმა“, „ქართულმა რადიომ“, „სტუდია მაესტრომ“ და სამოქალაქო განათლების ფონდმა „ტაბულა“ კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილება ერთად გაასაჩივრეს. რამდენიმე მაუწყებლის ინტერესებს სასამართლოში სწორედ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავდა. რამდენიმე წლიანი სასამართლო პროცესის შემდეგ, 2017 წლის ბოლოს მაუწყებლებმა კომუნიკაციების კომისიის წინააღმდეგ სასამართლოს პირველი ინსტანცია წააგეს. ერთადერთი, რომელმაც სასამართლო დავა განაგრძო ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მაშინდელი მენეჯმენტი  იყო. კომუნიკაციების კომისიამ სასამართლოს ორი ინსტანცია მოიგო და ახლა უზენაეს სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება“, - აღნიშნულია განცხადებაში.


კომუნიკაციების კომისიის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული კანონის აღუსრულებლობის გამო, საქართველო არა ერთხელ გახდა კრიტიკის ობიექტი, ქართული მედიის ნაწილი მაინც ცდილობს ხელი შეუშალოს კომუნიკაციების კომისიას კანონის შესრულებაში:


„7 წლის შემდეგ, როცა სასამართლოს ორი ინსტანციის  გადაწყვეტილება არსებობს, მედიის ნაწილი კვლავ ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნას და გამჭვირვალობას. კერძოდ, 2020 წელს, როგორც კი კომუნიკაციების კომისიამ სასამართლოს ორი ინსტანციის მოგების შემდეგ, კანონის აღსრულების მიზნით, კიდევ ერთხელ მიმართა მაუწყებლებს, ტელეკომპანია „კავკასიამ“  სასამართლოში ახალი სარჩელი შეიტანა.  ამის პარალელურად, ტელეკომპანია „კავკასია“ მოუწოდებს „ფეისბუქის“ ადმინისტრაციას ფინანსური გამჭვირვალობისკენ, მაგრამ წინააღმდეგია საკუთარ მაყურებელს და საზოგადოებას ასევე გამჭვირვალედ წარუდგინოს მისი არხის დაფინანსების წყაროების შესახებ დეტალური ინფორმაცია. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული კანონის აღუსრულებლობის გამო, საქართველო არა ერთხელ გახდა კრიტიკის ობიექტი, მათ შორის, ისეთი მაღალი ტრიბუნიდან, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტია, ქართული მედიის ნაწილი მაინც ცდილობს ხელი შეუშალოს კომუნიკაციების კომისიას კანონის შესრულებაში. „2013 წელს მედიის ფინანსური გამჭვირვალობის შესახებ კანონი ამ დრომდე სრულყოფილად არ სრულდება“,- ასეთ შეფასებას აკეთებდა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი 2017, 2018 და 2019 წლების ანგარიშებში და აკრიტიკებდა ქვეყანას, კანონით დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო“, - აღნიშნულია კომუნიკაციების კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 


5 მარტს სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს 85 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 5 მარტის საჯარო სხდომაზე ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა.

“იბერიას” საქმეზე ადეიშვილისა და მისი ყოფილი მოადგილის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

ტელეკომპანია „იბერია ტვ-ს” სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით დათმობის ფაქტზე, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილისა და გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილის, გიორგი ლაცაბიძის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.

დისტანციური სესიები ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით

GITA-მ და BTU-მ ახალი პროექტი წარადგინეს.

ყოველდღიური ანალიტიკა — სიახლე თიბისის ბიზნეს ინტერნეტ ბანკში

თიბისი ბანკი იურიდიული პირებისთვის განკუთვნილ ინტერნეტ ბანკში ახალ, მნიშვნელოვან ფუნქციონალს — ბიზნეს ანალიტიკას ამატებს.

წინა ხელისუფლების დროს ჩამორთმეული ფიროსმანის ნახატი მესაკუთრეს დაუბრუნდა – პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე სამმართველოში გამოძიება სისხლის სამართლის N009271011001 საქმეზე, დ.ა.-ს მიერ წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული, ნ. ფიროსმანაშვილის ფერწერული ტილოს შეძენისა და გასაღების მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 19,186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო.

მკვლელობა თავში ნაჯახის ჩარტყმით და ძარცვა – ბრალდებულს 10 წელი მიესაჯა

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ განზრახ მკვლელობისთვის, ძარცვისა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებისთვის ბრალდებული ნ.მ. დამნაშავედ ცნო და თავისუფლების 10 წლით აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

თიბისის მხარდაჭერით, ბათუმში Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Le Méridien გაიხსნა

შავი ზღვის სანაპიროზე სასტუმროების ცნობილ ბრენდებს Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Le Méridien დაემატება. “ბათუმი თაუერი“, რომელიც რეგიონში უმაღლესი კატეგორიის ბრენდს წარმოადგენს, თიბისის მხარდაჭერით გაიხსნა.

თიბისი მომხმარებლებს ურჩევს, ისარგებლონ დისტანციური მომსახურებითა და უნაღდო გადახდებით

თიბისი გირჩევთ უნაღდო გადახდების საშუალებებს, რომ თავიდან აიცილოთ ნაღდ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული რისკები:

„ჯორჯიან მანგანეზი“ სალიცენზიო არეალში მიწების მითვისებაზე განცხადებას ავრცელებს

ბოლო რამდენიმე თვეა, სისტემატური ხასიათი მიიღო პრაქტიკამ, როდესაც, „ჯორჯიან მანგანეზის“ ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, მოპოვებითი სამუშაოების დაწყებისთანავე ხდება მიმდებარე მიწის ნაკვეთების კერძო პირებზე დარეგისტრირება და შემდეგ მათი მესაკუთრეების მხრიდან ზარალის ანაზღაურების მოთხოვნა.

 

„სოკარის“ შანსი, დაესწარით ევრო 2020-ის გახსნას რომში – კომპანიამ გათამაშება დაიწყო

„სოკარმა“ 2020 წელი უამრავი სიახლით დაიწყო და მომხმარებელს სიურპრიზები შესთავაზა.

ირაკლი შოთაძე ლონდა თოლორაიას შეხვდა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობას გაეცნო

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძისა და სახელმწიფო ინსპექტორის ლონდა თოლორაიას შეხვედრა გაიმართა.

"არემჯის" საერთაშორისო ჯილდო Leader Of The Year გადაეცა

შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და საქართველოს ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის, რიგით მე-8 დაჯილდოებაზე „არემჯის“-Leader Of The Year საერთაშორისო ჯილდო გადაეცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანიიდან აცნობეს.

იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღე საქართველოშიც აღნიშნეს

თებერვლის ბოლოს მსოფლიომ იშვიათი დაავადებების დღე აღნიშნა, რომელსაც საქართველო წელსაც შეუერთდა.

სასამართლომ, ჭიათურაში სახელმწიფო ქონების მითვისებისთვის დაკავებულთა აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო ქონების უკანონო მითვისების ბრალდებით დაკავებულების აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა.

29 თებერვალს საქართველო იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღეს აღნიშნავს

გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდი (GeRaD) 2020 წლის პრიორიტეტად სპინალურ კუნთოვან ატროფია (სკა) ასახელებს.

სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს მიმდინარე კვირაში 21 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) მიმდინარე კვირაში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა.

დავით ნარმანია საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაზე პრეზენტაციით წარდგა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე დავით ნარმანიამ ქ. ვენაში გამართულ საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

 

ეთერ შავლიძესთან შეძენილმა ბილეთმა ერთს 1 182 454, მეორეს კი 14 280 ლარი მოაგებინა

გაიცანით, საქართველოში ლატარიის ყველაზე იღბლიანი მეჯიხურე, რომელთან ნაყიდი ბილეთებითაც 2 კვირის მანძილზე ლოტო 6/42-ში ჯეკპოტი 1 182 454 ლარი და 14 280 ლარი მოიგეს.

„ევროპაბეთის“ შემდეგ აზარტული თამაშების ბიზნესი გარე რეკლამაზე უარს ამბობს

აზარტული თამაშების კომპანიებმა საქართველოში უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღეს - პირველი მარტიდან თამაშების ყველა კომპანია გარე-რეკლამაზე უარს ამბობს. ბანერების ჩამოხსნა მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე დაწყებულია.

„თიბისი ბანკმა“ ბიზნესსექტორს წლიური ანგარიში წარუდგინა

თიბისი ბანკმა წლიური შეხვედრა ჩაატარა, სადაც კომპანიის 2019 წლის მიღწევები და შედეგები, ასევე განვითარების სტრატეგია და სამომავლო გეგმები წარადგინა. შეხვედრას ბიზნესსექტორის, მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში აშშ-ის ჯორჯიის შტატის ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ აშშ-ის ჯორჯიის შტატის სისხლის სამართლის ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატებს უმასპინძლა.