ივლისის თვის ჰოროსკოპი

მართალია, ზაფხულის სიო სასიამოვნოდ უბერავს, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ცვლილებების ქარი ნელ-ნელა გვიახლოვდება. სწორედ ახლა იწყება ბობოქარი ეკლიფსების სეზონი. წაიკითხეთ თქვენი ივლისის ჰოროსკოპი და მთვარის დაბნელებას შემზადებული შეხვდით.

ვერძი


21 მარტი – 20 აპრილი


მნიშვნელოვანი დღეები


7 ივლისი: ოჯახში ახალი როლის აღმოჩენის დროა
16 ივლისი: სიურპრიზისთვის მოემზადეთ
22 ივლისი: არ იფიქროთ ბევრი, გულს მიენდეთ


თქვენი პიროვნული აღზევებისა და ახალი ურთიერთობების დრო მოვიდა. ივლისის თვეში განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ თვითგანვითარებაზე ზრუნვას, დაისახეთ მიზნები და ნუ დაიშურებთ დროსა და ენერგიას მათი განხორციელებისთვის. მთვარის დაბნელებიდან, კერძოდ კი 16 ივლისიდან, თქვენი ცხოვრების რადიკალურ ცვლილებებს უნდა ელოდოთ. მათ შორის შეიცვლება თქვენი პრიორიტეტებიც.


კურო
21 აპრილი – 20 მაისი


მნიშვნელოვანი დღეები


7 ივლისი: მიიღეთ ინფორმაცია იმ ადამიანებისგან, ვისაც ენდობით
16 ივლისი: სამუდამოდ დაემშვიდობეთ წარსულს
22 ივლისი: აირჩიეთ ბედნიერება


ზაფხულის მეორე თვის განმავლობაში სპონტანური გადაწყვეტილებების მიღება დაგჩემდებათ, ალბათ ეს ყოველივე საყვარელი სეზონის დადგომით გამოწვეული აღტაცების დამსახურებაა. სწორედ ამიტომ, გირჩევთ, ყურადღება მიაქციოთ თქვენს ბიუჯეტს. თავი დაიზღვიეთ არასასიამოვნო სიურპრიზებისგან, თუმცა გართობა და სასიამოვნო გარემოში ყოფნაც არ დაგავიწყდეთ, გვერწმუნეთ ეს თქვენ ნამდვილად გჭირდებათ.


ტყუპები
21 მაისი – 21 ივნისი


მნიშვველოვანი დღეები


7 ივლისი: დატკბით მომენტით
16 ივლისი: გამოიმუშავეთ ფული
22 ივლისი: დაგეგმეთ დასვენება


ივლისის თვე ტყუპებისთვის სასიამოვნოდ დაიწყება, პირველ რიცხვებში თქვენ ზუსტად იქ ხართ სადაც გსურთ ყოფნა. 9-10 რიცხვებში შესაძლოა გარკვეული სარისკო გადაწყვეტილებების მიღება მოგიწიოთ, ენდეთ გონებასა და კრეატიული გადაწყვეტილებების მიღების ნიჭს. 22 ივლისიდან კი თქვენს დაძაბულ გრაფიკს უბრუნდებით და თვის ბოლომდე ბევრი შრომა მოგიწევთ.


კირჩხიბი


22 ივნისი – 22 ივლისი


მნიშვნელოვანი დღეები


7 ივლისი: საფულე გადამალეთ
16 ივლისი: ახალი ურთიერთობებისთვის მოემზადეთ
22 ივლისი: საქმეს მიხედეთ, სიზარმაცის დრო არ არის


არ აქვს მნიშვნელობა სად ატარებთ დაბადების დღეს – აუზთან, მეგობრებთან თუ საერთოდ შვებულებაში, ამ თვეს თქვენთვის სხვა გეგმები აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ივლისი კირჩხიბების თვეა, პირველ რიცხვებში გარკვეულ გამოწვევებთან მოგიწევთ შეჭიდება, რაც პირველ ყოვლისა, თქვენს სამსახურს, შემდეგ კი სასიყვარულო ურთიერთობებს შეეხება, თუმცა ნუ იდარდებთ, თავდაჯერებულობისა და სწორი გადაწყვეტილებების წყალობით, თვის მეორე ნახევარში უკვე ივლისით დატკბობასაც შეძლებთ.


ლომი
23 ივლისი – 23 აგვისტო


მნიშვნელოვანი დღეები


7 ივლისი: შეაფასეთ ყველაფერი რაც შეიცვალა
16 ივლისი: სამუდამოდ დაემშვიდობეთ მავნე ჩვევებს
22 ივლისი: შესძინეთ სიახლეები თქვენს ყოველდღიურობას


ლომებისთვის ივლისის თვე სასიამოვნო სიახლეებით დაიწყო, სამყაროში გაშვებული დადებითი ენერგია სწორედ ახლა გიბრუნდებათ ბუმერანგივით უკან და თქვენს ზაფხულს ალამაზებს. ივლისი, გასულ 2 წელიწადთან შედარებით განსხვავებული იქნება, უენერგიობისა და გამოფიტვის შეგრძნება სადღაც ქრება და ცხოვრებას სრულიად ახალი თვალით უყურებთ. განსაკუთრებთ სასიამოვნო გახდება თქვენი ფინანსების გადახედვა და სიშვიდის შეგრძნება.


ქალწული
24 აგვისტო – 23 სექტემბერი


მნიშვნელოვანი დღეები


7 ივლისი: შეინახეთ საიდუმლოები საგულდაგულოდ
16 ივლისი: გამოხატეთ ემოციები
22 ივლისი: დაძლიეთ ნეგატივი


არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად სტრესულ გარემოში გიწევთ მუშაობა ივლისის თვეში, ერთი მნიშვნელოვანი დეტალი გაითვალისწინეთ: სამსაურის პრობლემები იქვე დატოვეთ, ეს ხელს შეგიწყობთ ნეგატივისგან გათავისუფლებასა და პრობლემების დავიწყებაში. დროა თქვენი სხეული ტონუსში მოიყვანოთ, დაიწყეთ ვარჯიში, დაკავდით იოგათი და იკვებეთ ჯანსაღად.


სასწორი
24 სექტემბერი – 23 ოქტომბერი


მნიშვნელოვანი დღეები


7 ივლისი: წარმატებაზე ფოკუსირდით
16 ივლისი: დასახულ მიზნებს მიჰყევით
22 ივლისი: ცხოვრების ახალი ეტაპისთვის მოემზადეთ


ჰარმონიის, ბალანსისა და კომფორტის მოყვარული სასწორებისთვის ვარსკვლავებს სრულიად სხვა მიზნები აქვთ. მთვარის დაბნელებისა და ლომების მომავალი თვის გათვალისწინებით, თქვენს ივლისის თვეში ქაოსია. თვის პირველ რიცხვებში ყველაფერი ერთად დაგატყდებათ თავს და ვინ, თუ არა თქვენ, კარგად იცით როგორ გაბნევთ მსგავსი მომენტები. არ შეშინდეთ, თქვენს მიზნებზე, წარმატებაზე კონცენტრირდით და ივლისის გადაგორებასაც მარტივად მოახერხებთ.


მორიელი
24 ოქტომბერი – 22 ნოემბერი


მნიშვნელოვანი დღეები


7 ივლისი: კომფორტის ზონიდან გამოსვლა სცადეთ
16 ივლისი: არ გახდეთ საკუთარი თავის მტერი
22 ივლისი: სამოგზაუროდ განეწყვეთ


კარიერული კუთხით, ივლისი მორიელებისთვის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული თვეა, ამ პერიოდში თქვენ ყველაფერი იდეალურად გამოგდით. თუმცა, იმავეს ვერ გეტყვით სასიყვარულო ურთიერთობებზე, მეორე ნახევრის პოვნის რამდენიმე მცდელობა წარუმატებლად ჩაივლის. მათ, ვისაც უკვე გყავთ რჩეული, სიფრთხილისკენ და წინდახედულობისკენ მოგიწოდებთ.


მშვილდოსანი
23 ნოემბერი – 21 დეკემბერი


მნიშვნელოვანი დღეები


7 ივლისი: ემოციურ ფონზე გადაწყვეტილების მიღებისგან თავი შეიკავეთ
16 ივლისი: დიდი ნაბიჯებისგან შეიკავეთ თავი
22 ივლისი: დანგრეულის ხელახლა აშენება სცადეთ


ივლისის თვეში, მშვილდოსნებისთვის პრიორიტეტი ოჯახი იქნება, გაატარეთ მათთან მეტი დრო, წადით ქალაქგარეთ, გაერთეთ და შეიქმენით დაუვიწყარი მოგონებები. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულთა უმრავლესობა საზაფხულო არდადეგებისთვის სწორედ ივლისში ემზადება, ეცადეთ თქვენი დასვენების დღეები დაგეგმოთ ისე, რომ ამ პერიოდში მოდუნება და ენერგიების აღდგენა შეძლოთ.


თხის რქა
22 დეკემბერი – 20 იანვარი


მნიშვნელოვანი დღეები


7 ივლისი: ურთიერთობის სტატუსის შეცვლაზე დაფიქრდით
16 ივლისი: საკუთარ თავს ნება მიეცით ახალ იდეებზეც იფიქროს
22 ივლისი: გამოუშვით ემოციები


თხის რქებო, ივლისის თვის ასტროლოგიური პროგნოზის თანახმად, თქვენი რომანი კომპრომისებს მოითხოვს, დააყენეთ თქვენი საყვარელი ადამიანები პირველ ადგილას. ამგავრად, თქვენს ცხოვრებაში სიახლეების პერიოდი დადგება, რომლისთვისაც თქვენ უკვე მზად ხართ.


მერწყული
21 იანვარი – 20 თებერვალი


მნიშვნელოვანი დღეები


7 ივლისი: შეწყვიტეთ თავის მოჩვენება
16 ივლისი: ყველას ნუ შეეპასუხებით
22 ივლისი: მნიშვნელოვანი ნაბიჯებისთვის მოემზადეთ


მერწყულებო, ივლისში თქვენთვის გამოცდილებების კარი იღება. მიიღეთ ცოდნა, გაიუმჯობესეთ უნარ-ჩვევები და მალევე თქვენც შეამჩევთ, რომ თქვენში რაღაც ფუნდამენტურად შეიცვალა. გაუზიარეთ ადამიანებს თქვენი გრძნობები, მოინახულეთ დიდი ხნის უნახავი ოჯახის წევრები თუ მეგობრები, დაიმუხტეთ ბედნიერებით და ეს ემოციები მთელი თვის მანძილძე გაგყვებათ.


თევზები
21 თებერვალი – 20 მარტი


მნიშვნელოვანი დღეები
7 ივლისი: ნაჩქარევად არაფერზე თქვათ უარი
16 ივლისი: თუ მეგობრების გარეშე გსურთ დასვენება ან გართობა, ასეც უნდა მოიქცეთ
22 ივლისი: აღმოაჩინეთ მაგია


თევზებო, დადგა ის დღეც, როდესაც თქვენი ჯანმრთელობის რუტინაზე უნდა დაფიქრდეთ, ან სულაც მის არარსებობაზე. დაფიქრდით რა გჭირდებათ ყველაზე მეტად – ვიტამინები? მეტი ძილი? თერაპია? ჯანსაღი კვება? თუ უბრალოდ თავდაჯერებულობა? მთავარია სწორად დაგეგმოთ ყველაფერი და დროულად შეუდგეთ განხორციელებას.

წყარო: regarder.ge

5 მარტს სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს 85 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 5 მარტის საჯარო სხდომაზე ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა.

“იბერიას” საქმეზე ადეიშვილისა და მისი ყოფილი მოადგილის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

ტელეკომპანია „იბერია ტვ-ს” სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით დათმობის ფაქტზე, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილისა და გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილის, გიორგი ლაცაბიძის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.

დისტანციური სესიები ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით

GITA-მ და BTU-მ ახალი პროექტი წარადგინეს.

ყოველდღიური ანალიტიკა — სიახლე თიბისის ბიზნეს ინტერნეტ ბანკში

თიბისი ბანკი იურიდიული პირებისთვის განკუთვნილ ინტერნეტ ბანკში ახალ, მნიშვნელოვან ფუნქციონალს — ბიზნეს ანალიტიკას ამატებს.

წინა ხელისუფლების დროს ჩამორთმეული ფიროსმანის ნახატი მესაკუთრეს დაუბრუნდა – პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე სამმართველოში გამოძიება სისხლის სამართლის N009271011001 საქმეზე, დ.ა.-ს მიერ წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული, ნ. ფიროსმანაშვილის ფერწერული ტილოს შეძენისა და გასაღების მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 19,186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო.

მკვლელობა თავში ნაჯახის ჩარტყმით და ძარცვა – ბრალდებულს 10 წელი მიესაჯა

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ განზრახ მკვლელობისთვის, ძარცვისა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებისთვის ბრალდებული ნ.მ. დამნაშავედ ცნო და თავისუფლების 10 წლით აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

თიბისის მხარდაჭერით, ბათუმში Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Le Méridien გაიხსნა

შავი ზღვის სანაპიროზე სასტუმროების ცნობილ ბრენდებს Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Le Méridien დაემატება. “ბათუმი თაუერი“, რომელიც რეგიონში უმაღლესი კატეგორიის ბრენდს წარმოადგენს, თიბისის მხარდაჭერით გაიხსნა.

თიბისი მომხმარებლებს ურჩევს, ისარგებლონ დისტანციური მომსახურებითა და უნაღდო გადახდებით

თიბისი გირჩევთ უნაღდო გადახდების საშუალებებს, რომ თავიდან აიცილოთ ნაღდ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული რისკები:

„ჯორჯიან მანგანეზი“ სალიცენზიო არეალში მიწების მითვისებაზე განცხადებას ავრცელებს

ბოლო რამდენიმე თვეა, სისტემატური ხასიათი მიიღო პრაქტიკამ, როდესაც, „ჯორჯიან მანგანეზის“ ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, მოპოვებითი სამუშაოების დაწყებისთანავე ხდება მიმდებარე მიწის ნაკვეთების კერძო პირებზე დარეგისტრირება და შემდეგ მათი მესაკუთრეების მხრიდან ზარალის ანაზღაურების მოთხოვნა.

 

„სოკარის“ შანსი, დაესწარით ევრო 2020-ის გახსნას რომში – კომპანიამ გათამაშება დაიწყო

„სოკარმა“ 2020 წელი უამრავი სიახლით დაიწყო და მომხმარებელს სიურპრიზები შესთავაზა.

ირაკლი შოთაძე ლონდა თოლორაიას შეხვდა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობას გაეცნო

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძისა და სახელმწიფო ინსპექტორის ლონდა თოლორაიას შეხვედრა გაიმართა.

"არემჯის" საერთაშორისო ჯილდო Leader Of The Year გადაეცა

შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და საქართველოს ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის, რიგით მე-8 დაჯილდოებაზე „არემჯის“-Leader Of The Year საერთაშორისო ჯილდო გადაეცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანიიდან აცნობეს.

იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღე საქართველოშიც აღნიშნეს

თებერვლის ბოლოს მსოფლიომ იშვიათი დაავადებების დღე აღნიშნა, რომელსაც საქართველო წელსაც შეუერთდა.

სასამართლომ, ჭიათურაში სახელმწიფო ქონების მითვისებისთვის დაკავებულთა აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო ქონების უკანონო მითვისების ბრალდებით დაკავებულების აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა.

29 თებერვალს საქართველო იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღეს აღნიშნავს

გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდი (GeRaD) 2020 წლის პრიორიტეტად სპინალურ კუნთოვან ატროფია (სკა) ასახელებს.

სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს მიმდინარე კვირაში 21 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) მიმდინარე კვირაში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა.

დავით ნარმანია საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაზე პრეზენტაციით წარდგა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე დავით ნარმანიამ ქ. ვენაში გამართულ საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

 

ეთერ შავლიძესთან შეძენილმა ბილეთმა ერთს 1 182 454, მეორეს კი 14 280 ლარი მოაგებინა

გაიცანით, საქართველოში ლატარიის ყველაზე იღბლიანი მეჯიხურე, რომელთან ნაყიდი ბილეთებითაც 2 კვირის მანძილზე ლოტო 6/42-ში ჯეკპოტი 1 182 454 ლარი და 14 280 ლარი მოიგეს.

„ევროპაბეთის“ შემდეგ აზარტული თამაშების ბიზნესი გარე რეკლამაზე უარს ამბობს

აზარტული თამაშების კომპანიებმა საქართველოში უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღეს - პირველი მარტიდან თამაშების ყველა კომპანია გარე-რეკლამაზე უარს ამბობს. ბანერების ჩამოხსნა მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე დაწყებულია.

„თიბისი ბანკმა“ ბიზნესსექტორს წლიური ანგარიში წარუდგინა

თიბისი ბანკმა წლიური შეხვედრა ჩაატარა, სადაც კომპანიის 2019 წლის მიღწევები და შედეგები, ასევე განვითარების სტრატეგია და სამომავლო გეგმები წარადგინა. შეხვედრას ბიზნესსექტორის, მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში აშშ-ის ჯორჯიის შტატის ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ აშშ-ის ჯორჯიის შტატის სისხლის სამართლის ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატებს უმასპინძლა.