ვერძი
21 მარტი – 20 აპრილი
მნიშვნელოვანი დღეები
7 ივლისი: ოჯახში ახალი როლის აღმოჩენის დროა
16 ივლისი: სიურპრიზისთვის მოემზადეთ
22 ივლისი: არ იფიქროთ ბევრი, გულს მიენდეთ
თქვენი პიროვნული აღზევებისა და ახალი ურთიერთობების დრო მოვიდა. ივლისის თვეში განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ თვითგანვითარებაზე ზრუნვას, დაისახეთ მიზნები და ნუ დაიშურებთ დროსა და ენერგიას მათი განხორციელებისთვის. მთვარის დაბნელებიდან, კერძოდ კი 16 ივლისიდან, თქვენი ცხოვრების რადიკალურ ცვლილებებს უნდა ელოდოთ. მათ შორის შეიცვლება თქვენი პრიორიტეტებიც.
კურო
21 აპრილი – 20 მაისი
მნიშვნელოვანი დღეები
7 ივლისი: მიიღეთ ინფორმაცია იმ ადამიანებისგან, ვისაც ენდობით
16 ივლისი: სამუდამოდ დაემშვიდობეთ წარსულს
22 ივლისი: აირჩიეთ ბედნიერება
ზაფხულის მეორე თვის განმავლობაში სპონტანური გადაწყვეტილებების მიღება დაგჩემდებათ, ალბათ ეს ყოველივე საყვარელი სეზონის დადგომით გამოწვეული აღტაცების დამსახურებაა. სწორედ ამიტომ, გირჩევთ, ყურადღება მიაქციოთ თქვენს ბიუჯეტს. თავი დაიზღვიეთ არასასიამოვნო სიურპრიზებისგან, თუმცა გართობა და სასიამოვნო გარემოში ყოფნაც არ დაგავიწყდეთ, გვერწმუნეთ ეს თქვენ ნამდვილად გჭირდებათ.
ტყუპები
21 მაისი – 21 ივნისი
მნიშვველოვანი დღეები
7 ივლისი: დატკბით მომენტით
16 ივლისი: გამოიმუშავეთ ფული
22 ივლისი: დაგეგმეთ დასვენება
ივლისის თვე ტყუპებისთვის სასიამოვნოდ დაიწყება, პირველ რიცხვებში თქვენ ზუსტად იქ ხართ სადაც გსურთ ყოფნა. 9-10 რიცხვებში შესაძლოა გარკვეული სარისკო გადაწყვეტილებების მიღება მოგიწიოთ, ენდეთ გონებასა და კრეატიული გადაწყვეტილებების მიღების ნიჭს. 22 ივლისიდან კი თქვენს დაძაბულ გრაფიკს უბრუნდებით და თვის ბოლომდე ბევრი შრომა მოგიწევთ.
კირჩხიბი
22 ივნისი – 22 ივლისი
მნიშვნელოვანი დღეები
7 ივლისი: საფულე გადამალეთ
16 ივლისი: ახალი ურთიერთობებისთვის მოემზადეთ
22 ივლისი: საქმეს მიხედეთ, სიზარმაცის დრო არ არის
არ აქვს მნიშვნელობა სად ატარებთ დაბადების დღეს – აუზთან, მეგობრებთან თუ საერთოდ შვებულებაში, ამ თვეს თქვენთვის სხვა გეგმები აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ივლისი კირჩხიბების თვეა, პირველ რიცხვებში გარკვეულ გამოწვევებთან მოგიწევთ შეჭიდება, რაც პირველ ყოვლისა, თქვენს სამსახურს, შემდეგ კი სასიყვარულო ურთიერთობებს შეეხება, თუმცა ნუ იდარდებთ, თავდაჯერებულობისა და სწორი გადაწყვეტილებების წყალობით, თვის მეორე ნახევარში უკვე ივლისით დატკბობასაც შეძლებთ.
ლომი
23 ივლისი – 23 აგვისტო
მნიშვნელოვანი დღეები
7 ივლისი: შეაფასეთ ყველაფერი რაც შეიცვალა
16 ივლისი: სამუდამოდ დაემშვიდობეთ მავნე ჩვევებს
22 ივლისი: შესძინეთ სიახლეები თქვენს ყოველდღიურობას
ლომებისთვის ივლისის თვე სასიამოვნო სიახლეებით დაიწყო, სამყაროში გაშვებული დადებითი ენერგია სწორედ ახლა გიბრუნდებათ ბუმერანგივით უკან და თქვენს ზაფხულს ალამაზებს. ივლისი, გასულ 2 წელიწადთან შედარებით განსხვავებული იქნება, უენერგიობისა და გამოფიტვის შეგრძნება სადღაც ქრება და ცხოვრებას სრულიად ახალი თვალით უყურებთ. განსაკუთრებთ სასიამოვნო გახდება თქვენი ფინანსების გადახედვა და სიშვიდის შეგრძნება.
ქალწული
24 აგვისტო – 23 სექტემბერი
მნიშვნელოვანი დღეები
7 ივლისი: შეინახეთ საიდუმლოები საგულდაგულოდ
16 ივლისი: გამოხატეთ ემოციები
22 ივლისი: დაძლიეთ ნეგატივი
არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად სტრესულ გარემოში გიწევთ მუშაობა ივლისის თვეში, ერთი მნიშვნელოვანი დეტალი გაითვალისწინეთ: სამსაურის პრობლემები იქვე დატოვეთ, ეს ხელს შეგიწყობთ ნეგატივისგან გათავისუფლებასა და პრობლემების დავიწყებაში. დროა თქვენი სხეული ტონუსში მოიყვანოთ, დაიწყეთ ვარჯიში, დაკავდით იოგათი და იკვებეთ ჯანსაღად.
სასწორი
24 სექტემბერი – 23 ოქტომბერი
მნიშვნელოვანი დღეები
7 ივლისი: წარმატებაზე ფოკუსირდით
16 ივლისი: დასახულ მიზნებს მიჰყევით
22 ივლისი: ცხოვრების ახალი ეტაპისთვის მოემზადეთ
ჰარმონიის, ბალანსისა და კომფორტის მოყვარული სასწორებისთვის ვარსკვლავებს სრულიად სხვა მიზნები აქვთ. მთვარის დაბნელებისა და ლომების მომავალი თვის გათვალისწინებით, თქვენს ივლისის თვეში ქაოსია. თვის პირველ რიცხვებში ყველაფერი ერთად დაგატყდებათ თავს და ვინ, თუ არა თქვენ, კარგად იცით როგორ გაბნევთ მსგავსი მომენტები. არ შეშინდეთ, თქვენს მიზნებზე, წარმატებაზე კონცენტრირდით და ივლისის გადაგორებასაც მარტივად მოახერხებთ.
მორიელი
24 ოქტომბერი – 22 ნოემბერი
მნიშვნელოვანი დღეები
7 ივლისი: კომფორტის ზონიდან გამოსვლა სცადეთ
16 ივლისი: არ გახდეთ საკუთარი თავის მტერი
22 ივლისი: სამოგზაუროდ განეწყვეთ
კარიერული კუთხით, ივლისი მორიელებისთვის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული თვეა, ამ პერიოდში თქვენ ყველაფერი იდეალურად გამოგდით. თუმცა, იმავეს ვერ გეტყვით სასიყვარულო ურთიერთობებზე, მეორე ნახევრის პოვნის რამდენიმე მცდელობა წარუმატებლად ჩაივლის. მათ, ვისაც უკვე გყავთ რჩეული, სიფრთხილისკენ და წინდახედულობისკენ მოგიწოდებთ.
მშვილდოსანი
23 ნოემბერი – 21 დეკემბერი
მნიშვნელოვანი დღეები
7 ივლისი: ემოციურ ფონზე გადაწყვეტილების მიღებისგან თავი შეიკავეთ
16 ივლისი: დიდი ნაბიჯებისგან შეიკავეთ თავი
22 ივლისი: დანგრეულის ხელახლა აშენება სცადეთ
ივლისის თვეში, მშვილდოსნებისთვის პრიორიტეტი ოჯახი იქნება, გაატარეთ მათთან მეტი დრო, წადით ქალაქგარეთ, გაერთეთ და შეიქმენით დაუვიწყარი მოგონებები. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულთა უმრავლესობა საზაფხულო არდადეგებისთვის სწორედ ივლისში ემზადება, ეცადეთ თქვენი დასვენების დღეები დაგეგმოთ ისე, რომ ამ პერიოდში მოდუნება და ენერგიების აღდგენა შეძლოთ.
თხის რქა
22 დეკემბერი – 20 იანვარი
მნიშვნელოვანი დღეები
7 ივლისი: ურთიერთობის სტატუსის შეცვლაზე დაფიქრდით
16 ივლისი: საკუთარ თავს ნება მიეცით ახალ იდეებზეც იფიქროს
22 ივლისი: გამოუშვით ემოციები
თხის რქებო, ივლისის თვის ასტროლოგიური პროგნოზის თანახმად, თქვენი რომანი კომპრომისებს მოითხოვს, დააყენეთ თქვენი საყვარელი ადამიანები პირველ ადგილას. ამგავრად, თქვენს ცხოვრებაში სიახლეების პერიოდი დადგება, რომლისთვისაც თქვენ უკვე მზად ხართ.
მერწყული
21 იანვარი – 20 თებერვალი
მნიშვნელოვანი დღეები
7 ივლისი: შეწყვიტეთ თავის მოჩვენება
16 ივლისი: ყველას ნუ შეეპასუხებით
22 ივლისი: მნიშვნელოვანი ნაბიჯებისთვის მოემზადეთ
მერწყულებო, ივლისში თქვენთვის გამოცდილებების კარი იღება. მიიღეთ ცოდნა, გაიუმჯობესეთ უნარ-ჩვევები და მალევე თქვენც შეამჩევთ, რომ თქვენში რაღაც ფუნდამენტურად შეიცვალა. გაუზიარეთ ადამიანებს თქვენი გრძნობები, მოინახულეთ დიდი ხნის უნახავი ოჯახის წევრები თუ მეგობრები, დაიმუხტეთ ბედნიერებით და ეს ემოციები მთელი თვის მანძილძე გაგყვებათ.
თევზები
21 თებერვალი – 20 მარტი
მნიშვნელოვანი დღეები
7 ივლისი: ნაჩქარევად არაფერზე თქვათ უარი
16 ივლისი: თუ მეგობრების გარეშე გსურთ დასვენება ან გართობა, ასეც უნდა მოიქცეთ
22 ივლისი: აღმოაჩინეთ მაგია
თევზებო, დადგა ის დღეც, როდესაც თქვენი ჯანმრთელობის რუტინაზე უნდა დაფიქრდეთ, ან სულაც მის არარსებობაზე. დაფიქრდით რა გჭირდებათ ყველაზე მეტად – ვიტამინები? მეტი ძილი? თერაპია? ჯანსაღი კვება? თუ უბრალოდ თავდაჯერებულობა? მთავარია სწორად დაგეგმოთ ყველაფერი და დროულად შეუდგეთ განხორციელებას.