„ჰარვი ვაინშტაინმა და ვაინშტაინის კომპანიამ დააშავეს თავიანთი დასაქმებული ქალების წინაშე. ამდენი შეურაცხყოფის, მუქარის და დისკრიმინაციის შემდეგ, სექსუალური შევიწროების მსხვერპლები საბოლოოდ მიიღებენ სამართალს“, განაცხადა გენერალურმა პროკურორმა ლეტიცია ჯეიმსმა.
ეს გადაწყვეტილება გამომდინარეობს 2018 წელს შეტანილი სარჩელის შედეგად, სადაც ვაინშტაინს და მის კომპანიას ბრალი წაუყენეს სამოქალაქო უფლებების, ადამიანის უფლებებისა და ბიზნესის კანონების დარღვევის გამო, განაცხადა გენერალური პროკურორის ოფისმა.
გეგმის მიხედვით, სექსუალურ შევიწროების მსხვერპლ ქალთა საკომპენსაციო ფონდში 18 875 000$ გადაირიცხება.
გადაწყვეტილების თანახმად ასევე, მსხვერპლი ქალები გათავისუფლდებიან კონფიდენციალობის და გაუმჟღავნებლობის შეთანხმებისგანაც. მათ ექნებათ საშუალება, შიშის გარეშე მოყვნენ თავიანთი ამბები, განაცხადა პროკურორმა.
ამჟამად გადაწყვეტილება საოლქო სასამართლომ უნდა დაამტკიცოს, აგრეთვე ბანკროტის სასამართლომაც, რომელიც კომპანია ვეინშტეინის გაკოტრების საქმეს ხელძღვანელობს.
როგორც პროკურორმა აღნიშნა, შეთანხმება არის ყველა ქალის გამარჯვება სექსუალურ შევიწროებასა და დისკრიმინაციაზე და შურისძიება ყველა მოძალადე დამსაქმებელზე.
ცნობისათვის - ჰოლივუდის ყოფილ კინოპროდიუსერ, ჰარვი ვაინშტაინს აპრილში 23-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.