ჰონგ კონგის პოლიციამ პირველი ადამიანი დააპატიმრა ახალი კანონის საფუძველზე, რომელიც სამშაბათს, ადგილობრივი დროით 23:00 საათზე, ოფიციალურმა ჩინეთმა საბოლოოდ დაადასტურა.
ადამიანი, რომელსაც „დამოუკიდებლობა ჰონგ კონგს“ ეწერა დროშაზე, პოლიციამ ქუჩაში დააკავა. პოლიციამ დემონსტრანტების დაშლისთვის წიწაკის სპრეი გამოიყენა. დემონსტრაცია ქალაქის დიდი ბრიტანეთისგან ჩინეთის შემადგენლობაში განსაკუთრებული გარანტიებით გადასვლის 23-ე წლისთავს მიეძღვნა.
ჰონგ კონგი დღემდე ნახევრად-ავტონომიურ ტერიტორიად რჩება, თუმცა, როგორც Euronews იტყობინება, ოფიციალურ პეკინს აქ თავისი ხელისუფლების სრულად გავრცელება სურს.
ჩინეთის ჰონგ კონგთან ურთიერთობის დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯან შემინგმა განაცხადა, რომ აღნიშნული კანონი აუცილებელია იმისათვის, რათა „გამოსწორდეს „ერთი ქვეყნის ორი მმართველობითი სისტემის“ ხარვეზი“.
ახალი კანონის მიხედვით, თავისუფლების აღკვეთით ისჯება ჰონგ კონგის დამოუკიდებლობის მოთხოვნის შესახებ ნებისმიერი მოწოდება - იქნება ეს დაძახება თუ ბანერის დაჭერა.
კანონი აგრეთვე მიმართულია ტერორისტული აქტებისგან თავდასაცავად, აგრეთვე - სხვა ქვეყნების ქალაქის საქმეებში ჩარევის საწინააღმდეგოდ. რამდენიმე თვეა, ჰონგ კონგში ანტისახელისუფლებო გამოსვლები და პროტესტი გრძელდება.