1.ლავერნა კოკსი
ლავერნა კოკსმა, უდავოდ, უმნიშვნელოვანესი გავლენა მოახდინა მთელ სამყაროზე, როგორც ახალმა სუპერვარსკვლავმა პოპულარული სერიალისა „ნარინჯისფერი - სეზონის ჰიტი“. ლავერნა პირველი გაცხადებული ქალი-ტრანსგენდერია, რომელიც ნომინირებული იყო პრაიმ-ტაიმის პრემია „ემი“-ზე და ჟურნალ „ტაიმის“ გარეკანზე მოხვდა. გარდა ამისა, ის ცნობილი აქტივისტია, ვისაც არ ეშინია, ღიად ისაუბროს ტრანსგენდერების პრობლემებზე.
2.ტრეის ლისეტი
ტრეის ლისეტმა საზოგადოების წინაშე თავისი ტრანსგენდერობის აღიარება ლავერნა კოკსის კამინგ-აუტის (ადამიანის მიერ თავისი სექსუალური ან გენდერული უმცირესობის წევრობის კეთილსინდისიერი და ნებაყოფლობითი აღიარება) წყალობით შეძლო. მანამდე მსახიობი სულ ნერვიულობდა ნებისმიერ როლზე მუშაობისას და ფიქრობდა, რომ გადასაღებ მოედანზე დაღდასმულივით იქნებოდა. საქმე ისაა, რომ ქალი ტრანსგენდერებისთვის უჩვეულოა ჩვეულებრივი ადამიანების განსახიერება. მოკლედ, მსახიობი მთელი ძალით ცდილობდა და ცდილობს, დაიპყროს თავისთვის „უცნობი ტერიტორია“.
3.ერიკა ირვინი
ერიკა მსოფლიოში ყველაზე მაღალი ტრანსგენდერი მოდელია. მას იცნობდნენ, როგორც ამაზონელ ევას, შემდეგ ის გამოჩნდა სერიალში „ამერიკული საშინელებათა ისტორია“. ერიკა ძალიან დიდხანს მალავდა იმ ფაქტს, რომ სინამდვილეში კაცი იყო. გოგონას ეშინოდა, რომ ადამიანები ამას ვერ გაიგებდნენ. თავისი საიდუმლო მან პირველად შვედეთში გაამჟღავნა. შვედების ტოლერანტობაში კი ერიკა ნაცნობმა მსახიობმა ბილ სკარსგარდმა დაარწმუნა.
4.კეროლაინ კოსი
შეგიძლიათ, წარმოიდგინოთ ბონდის გოგო, რომელიც ყოველთვის არ იყო გოგო? მაშინ გაიცანით კეროლაინ კოსი - ეს ნაწილობრივ მის შესახებაა! ბიჭად დაბადებულმა კეროლაინმა 17 წლის ასაკში გადაწყვიტა, საკუთარ სქესს დამშვიდობებოდა და ჰორმონების მიღება დაიწყო. მოგვიანებით მან მკერდის ოპერაცია გაიკეთა, სქესი შეიცვალა და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტრანსგენდერი მოდელი გახდა. კეროლაინი პირველი ქალი-ტრანსგენდერი იყო, ვინც ჟურნალ „ფლეიბოის“ ფურცლებზე გამოჩნდა. დაბოლოს, მან ერთ-ერთი როლი შეასრულა ფილმში „ჯეიმს ბონდი აგენტი 007: მხოლოდ შენი თვალებისთვის“.
5. ანდრეა პეჟიჩი
ანდრეა ჯერ კიდევ სქესის შეცვლამდე გახდა პოპულარული თავისი უჩვეულო ანდროგენულობის წყალობით. ის მონაწილეობდა როგორც მამაკაცის, ისე ქალის სამოსის ჩვენებებში და ორივე შემთხვევაში იდეალურად გამოიყურებოდა. 2011 წელს პარიზში ანდრეამ ჟან-პოლ გოტიეს ქალის მოდელები და მარკ ჯეიკობსის მამაკაცის ტანსაცმელი წარმოადგინა. მას 98-ე ადგილი ერგო 2011 წლის ყველაზე სექსუალური ასი ქალის რეიტინგში და მე-18 იყო ტოპ-50 მამაკაც მოდელს შორის. ასეა, სილამაზეს არ აქვს საზღვრები!