პროექტი “100 სკამი ცის ქვეშ” _ 16 სპექტაკლი ვაკის პარკის ღია კინოთეატრ Club 33a-ში
7 ივლისიდან ვაკის პარკის ღია კინოთეატრი Club 33a წარმოგიდგენთ ახალ პროექტს "100 სკამი ცის ქვეშ". 7 ივლისიდან 11 აგვისტომდე, ყოველი კვირის სამშაბათს, ოთხშაბათს და ხუთშაბათს, ვაკის პარკის ცის ქვეშ, მაყურებელი საყვარელ თეატრებს და მონატრებულ სპექტაკლებს შეხვდება.
პროექტის ფარგლებში Club 33a-ს სცენაზე 13 ქართული თეატრი და ორი დამოუკიდებელი პროექტი წარსდგება.
პროექტის ორგანიზატორის მაია გელოვანის განმარტებით, ღია სივრცეში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ რეგულაციებს მაქსიმალურად ითვალისწინებენ და სრული პასუხისმგებლობით ეკიდებიან არსებულ ვითარებას.
“ყველას ვისაც მოენატრა სპექტაკლების ნახვა და თეატრის ჯადოსნური გარემო, ვაკის პარკის ღია კინოთეატრში, კლუბ 33ა- ში “100 სკამი ცის ქვეშ“ ელოდება, რა თქმა უნდა ,2 მეტრიანი დისტანციისა და ყველა წესის დაცვით. რაც მ
პროექტი “100 სკამი ცის ქვეშ” _ 16 სპექტაკლი ვაკის პარკის ღია კინოთეატრ Club 33a-ში
7 ივლისიდან ვაკის პარკის ღია კინოთეატრი Club 33a წარმოგიდგენთ ახალ პროექტს "100 სკამი ცის ქვეშ". 7 ივლისიდან 11 აგვისტომდე, ყოველი კვირის სამშაბათს, ოთხშაბათს და ხუთშაბათს, ვაკის პარკის ცის ქვეშ, მაყურებელი საყვარელ თეატრებს და მონატრებულ სპექტაკლებს შეხვდება.
პროექტის ფარგლებში Club 33a-ს სცენაზე 13 ქართული თეატრი და ორი დამოუკიდებელი პროექტი წარსდგება.
პროექტის ორგანიზატორის მაია გელოვანის განმარტებით, ღია სივრცეში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ რეგულაციებს მაქსიმალურად ითვალისწინებენ და სრული პასუხისმგებლობით ეკიდებიან არსებულ ვითარებას.
“ყველას ვისაც მოენატრა სპექტაკლების ნახვა და თეატრის ჯადოსნური გარემო, ვაკის პარკის ღია კინოთეატრში, კლუბ 33ა- ში “100 სკამი ცის ქვეშ“ ელოდება, რა თქმა უნდა ,2 მეტრიანი დისტანციისა და ყველა წესის დაცვით. რაც მთავარია მაყურებელს მთელი გულით ელოდებიან რეჟისორები, თეატრები და მსახიობები, რომლებმაც პანდემიისთვის შექმნილი რეგულაციების გამო დაკარგეს ადგილი, სადაც სპექტაკლებს ითამაშებენ. პროექტმა “100 სკამი ცის ქვეშ “ ისინი გააერთიანა და მათი ერთიანი ძალისხმევით თეატრის ჯადოსნურობამ ღია ცის ქვეშ გადმოინაცვლა“, - აღნიშნავს მაია გელოვანი
პროექტს "100 სკამი ცის ქვეშ" 7ივლისს გახსნის მუსიკისა და დრამის თეატრის რეჟისორის, დავით დოიაშვილის სპექტაკლი “გაყრა” .
თავარია მაყურებელს მთელი გულით ელოდებიან რეჟისორები, თეატრები და მსახიობები, რომლებმაც პანდემიისთვის შექმნილი რეგულაციების გამო დაკარგეს ადგილი, სადაც სპექტაკლებს ითამაშებენ. პროექტმა “100 სკამი ცის ქვეშ “ ისინი გააერთიანა და მათი ერთიანი ძალისხმევით თეატრის ჯადოსნურობამ ღია ცის ქვეშ გადმოინაცვლა“, - აღნიშნავს მაია გელოვანი
პროექტს "100 სკამი ცის ქვეშ" 7ივლისს გახსნის მუსიკისა და დრამის თეატრის რეჟისორის, დავით დოიაშვილის სპექტაკლი “გაყრა” .