ინფექციონისტი: აბასთუმანი სუფთა ჰაერით ტუბერკულოზს არ კურნავს

„აბასთუმანი ულამაზესი ბუნებით და სუფთა ჰაერით ტუბერკულოზს არ კურნავს“- ამის შესახებ ინფორმაციას ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

 

ინფექციონისტის პოსტს „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ.


„რამდენიმე ხნის წინ ჩემს მიერ დადებულმა პოსტმა იმასთან დაკავშირებით, რომ სხვადასხვა „ჰაერის მონაცვლეობის“ აუცილებლობა ბავშვის ჯანმრთელობისთვის მითია, დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია და ბევრისგან რისხვა დავიმსახურე.


ბრალი დამედო წინაპართა შეურაცხყოფაში. იყო ამ შინაარსის საყვედურები: „როგორ, ჩვენმა წინაპრებმა უკეთესად არ იცოდნენ, რომელი ჰაერია უკეთესი და რისი განკურნება შეუძლია?“


მე შეურაცხყოფა ის უფრო მგონია, პროგრესზე და კვლევებზე უარი ვთქვათ და როგორც ჩვენს წინაპრებს სჯეროდათ, შელოცვებით ვუმკურნალოთ (ესეც ხომ საუკუნეების მანძილზე აპრობირებული მეთოდი იყო), ან რატომ ვცრით ბავშვებს, „მობრძანდნენ ბატონები, მოვეფეროთ და გავისტუმროთ“. ბევრს დღემდე სჯერა, რომ მინერალური წყლებით "ამორეცხვები კუჭ-ნაწლავს წმენდს.“


მითების ეს ჩამონათვალი შორს წაგვიყვანს. თუმცა, მითებთან ბრძოლის მოტივაცია კი გამიჩინა ჩემი პოსტის გამოხმაურებებმა.


ზოგიერთებმა პოსტის შინაარსი არასწორად გაიგეს და მიუხედავად იმისა, რომ ეს მკაფიოდ ეწერა პოსტშიც, გავიმეორებ, რომ სუფთა, გამონაბოლქვისგან თავისუფალი ჰაერი აუცილებელია ჯანმრთელობისთვის.


აქვე ისევ მყარად ვიტყვი, რომ ამ სუფთა ჰაერს ადამიანი სად სუნთქავს - ბოდბეში, ხიდისთავში, ნატანებში, კორბოულში, ბარალეთში, ომალოში, ბაკურიანში, სვირში, ბახმაროში, წითელგორაში, წრომში თუ რა ვიცი, უამრავ სხვა ულამაზესი ბუნების მქონე სოფელში, ეს ნამდვილად სულერთია და ყველა შემთხვევაში სასარგებლოა.


ასევე არავის დაუდგენია, რომ გინდა თუ არა ეს სუფთა ჰაერი 21 დღე უნდა ისუნთქო. რატომ, 25 ან 30 დღე რომ ისუნთქო, სუფთა ჰაერის ნორმას გადააჭარბებ?


ალბათ ახლა რასაც ვიტყვი, ამისთვის კალაშნიკოვს დამიმიზნებენ, მაგრამ აბასთუმანი, ასევ ულამაზესი ბუნებით და საოცრად სუფთა ჰაერით, ტუბერკულოზს არ კურნავს.


ვისაც ეს სჯერა, ის მაინც სვამს ანტიტუბერკულოზურ მედიკამენტებს და სწორედ ეს მედიკამენტები კურნავს და არა ჰაერი.


აბასთუმანში დასვენებას რა ჯობია, მაგრამ ტუბერკულოზისგან ისინიც ზუსტად ისევე იკურნებიან, ვინც თავის ცხოვრებაში აბასთუმანში არ ყოფილა.


კურორტების თემაზე ადამიანებისგან ბუნებრივი რეაქცია იყო, რადგან ბევრისთვის ეს ცნობილი კურორტები იმდენად მყარად არის ასოცირებული ზოგი დაავადების „განკურნებასთან“, რომ ამ სტერეოტიპის შეცვლა ალბათ დიდხანს შეუძლებელი იქნება. ჩემგან ამის მცდელობა არც იყო. პოსტის იდეა სულ სხვაა და საბედნიეროდ, ბევრმა სწორად გაიგო, რისთვისაც დიდი მადლობა.


მე სხვა რამემ უფრო დამაფიქრა, მეხმაურებოდნენ ექიმები, რომლებიც განსაკუთრებით აქტიურად მედავებოდნენ იმაზე, რომ სამეცნიერო კვლევები საჭირო არ არის და „მშობელმა უკეთ იცის ბავშვს რა ჭირდება“, რომ მე, უცოდინარმა, არ ვიცი, რომ კურორტოლოგია მეცნიერებაა და ეს მეცნიერება ამტკიცებს, რომ მაგალითად, „ბრონქების განკურნება ზოგიერთი კურორტის ჰაერით არის შესაძლებელი“ და რა თქმა უნდა, როდესაც ვთხოვდი, შესაბამისი სამეცნიერო მტკიცებულებები გაეზიარებინათ, ამას არ/ვერ აკეთებდნენ.


ამ ლოგიკით მედიკამენტების კვლევებიც საერთოდ არ ყოფილა საჭირო, თუ ადამიანებმა უკეთ იციან, რა „მოუხდებათ“. ზუსტად ასე მსჯელობენ ექიმბაშები და ბევრი ადამიანის ჯანმრთელობას რისკის ქვეშ აყენებენ.


მოკლედ, სამედიცინო მითები ჩვენს ირგვლივ უამრავია. უბრალოდ, მთავარია, ამ მითებმა ადამიანებს ცხოვრება არ გაურთულოს და ზოგიერთ შემთხვევაში ჯანმრთელობაზე დამაზიანებელი გავლება არ იქონიოს (თუმცა ასეც ხდება ხოლმე).


ამიტომ კარგია, რომ ზოგიერთი ჩემი კოლეგა ხშირად წერს ამ მითების შესახებ. მეც შევეცდები ეს თემა გავაგრძელო.“- წერს ბუწაშვილი.



5 მარტს სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს 85 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 5 მარტის საჯარო სხდომაზე ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა.

“იბერიას” საქმეზე ადეიშვილისა და მისი ყოფილი მოადგილის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

ტელეკომპანია „იბერია ტვ-ს” სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით დათმობის ფაქტზე, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილისა და გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილის, გიორგი ლაცაბიძის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.

დისტანციური სესიები ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით

GITA-მ და BTU-მ ახალი პროექტი წარადგინეს.

ყოველდღიური ანალიტიკა — სიახლე თიბისის ბიზნეს ინტერნეტ ბანკში

თიბისი ბანკი იურიდიული პირებისთვის განკუთვნილ ინტერნეტ ბანკში ახალ, მნიშვნელოვან ფუნქციონალს — ბიზნეს ანალიტიკას ამატებს.

წინა ხელისუფლების დროს ჩამორთმეული ფიროსმანის ნახატი მესაკუთრეს დაუბრუნდა – პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე სამმართველოში გამოძიება სისხლის სამართლის N009271011001 საქმეზე, დ.ა.-ს მიერ წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული, ნ. ფიროსმანაშვილის ფერწერული ტილოს შეძენისა და გასაღების მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 19,186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო.

მკვლელობა თავში ნაჯახის ჩარტყმით და ძარცვა – ბრალდებულს 10 წელი მიესაჯა

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ განზრახ მკვლელობისთვის, ძარცვისა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებისთვის ბრალდებული ნ.მ. დამნაშავედ ცნო და თავისუფლების 10 წლით აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

თიბისის მხარდაჭერით, ბათუმში Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Le Méridien გაიხსნა

შავი ზღვის სანაპიროზე სასტუმროების ცნობილ ბრენდებს Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Le Méridien დაემატება. “ბათუმი თაუერი“, რომელიც რეგიონში უმაღლესი კატეგორიის ბრენდს წარმოადგენს, თიბისის მხარდაჭერით გაიხსნა.

თიბისი მომხმარებლებს ურჩევს, ისარგებლონ დისტანციური მომსახურებითა და უნაღდო გადახდებით

თიბისი გირჩევთ უნაღდო გადახდების საშუალებებს, რომ თავიდან აიცილოთ ნაღდ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული რისკები:

„ჯორჯიან მანგანეზი“ სალიცენზიო არეალში მიწების მითვისებაზე განცხადებას ავრცელებს

ბოლო რამდენიმე თვეა, სისტემატური ხასიათი მიიღო პრაქტიკამ, როდესაც, „ჯორჯიან მანგანეზის“ ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, მოპოვებითი სამუშაოების დაწყებისთანავე ხდება მიმდებარე მიწის ნაკვეთების კერძო პირებზე დარეგისტრირება და შემდეგ მათი მესაკუთრეების მხრიდან ზარალის ანაზღაურების მოთხოვნა.

 

„სოკარის“ შანსი, დაესწარით ევრო 2020-ის გახსნას რომში – კომპანიამ გათამაშება დაიწყო

„სოკარმა“ 2020 წელი უამრავი სიახლით დაიწყო და მომხმარებელს სიურპრიზები შესთავაზა.

ირაკლი შოთაძე ლონდა თოლორაიას შეხვდა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობას გაეცნო

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძისა და სახელმწიფო ინსპექტორის ლონდა თოლორაიას შეხვედრა გაიმართა.

"არემჯის" საერთაშორისო ჯილდო Leader Of The Year გადაეცა

შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და საქართველოს ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის, რიგით მე-8 დაჯილდოებაზე „არემჯის“-Leader Of The Year საერთაშორისო ჯილდო გადაეცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანიიდან აცნობეს.

იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღე საქართველოშიც აღნიშნეს

თებერვლის ბოლოს მსოფლიომ იშვიათი დაავადებების დღე აღნიშნა, რომელსაც საქართველო წელსაც შეუერთდა.

სასამართლომ, ჭიათურაში სახელმწიფო ქონების მითვისებისთვის დაკავებულთა აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო ქონების უკანონო მითვისების ბრალდებით დაკავებულების აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა.

29 თებერვალს საქართველო იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღეს აღნიშნავს

გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდი (GeRaD) 2020 წლის პრიორიტეტად სპინალურ კუნთოვან ატროფია (სკა) ასახელებს.

სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს მიმდინარე კვირაში 21 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) მიმდინარე კვირაში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა.

დავით ნარმანია საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაზე პრეზენტაციით წარდგა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე დავით ნარმანიამ ქ. ვენაში გამართულ საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

 

ეთერ შავლიძესთან შეძენილმა ბილეთმა ერთს 1 182 454, მეორეს კი 14 280 ლარი მოაგებინა

გაიცანით, საქართველოში ლატარიის ყველაზე იღბლიანი მეჯიხურე, რომელთან ნაყიდი ბილეთებითაც 2 კვირის მანძილზე ლოტო 6/42-ში ჯეკპოტი 1 182 454 ლარი და 14 280 ლარი მოიგეს.

„ევროპაბეთის“ შემდეგ აზარტული თამაშების ბიზნესი გარე რეკლამაზე უარს ამბობს

აზარტული თამაშების კომპანიებმა საქართველოში უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღეს - პირველი მარტიდან თამაშების ყველა კომპანია გარე-რეკლამაზე უარს ამბობს. ბანერების ჩამოხსნა მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე დაწყებულია.

„თიბისი ბანკმა“ ბიზნესსექტორს წლიური ანგარიში წარუდგინა

თიბისი ბანკმა წლიური შეხვედრა ჩაატარა, სადაც კომპანიის 2019 წლის მიღწევები და შედეგები, ასევე განვითარების სტრატეგია და სამომავლო გეგმები წარადგინა. შეხვედრას ბიზნესსექტორის, მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში აშშ-ის ჯორჯიის შტატის ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ აშშ-ის ჯორჯიის შტატის სისხლის სამართლის ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატებს უმასპინძლა.