რა საკითხები შეხვდათ აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდის პირველ დღეს

2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდებით დაიწყო. როგორც გამოცდიდან გამოსული პირველი აბიტურიენტები აღნიშნავენ, ტესტზე მუშაობა არ გასჭირვებიათ. მათ დღეს ტესტების პირველი ვარიანტი წერეს და დეტალურად გაიხსენეს გამოცდაზე მოსული საკითხებიც.

დიტო ბურდული, ქ. თბილისი 173-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრი: 


„გამოცდის დაწყებამდე ყველა ის პროცედურა გავიარეთ, რაც წინასწარ ვიცოდით, არ ცხელოდა და დამკვირვებლები და გარემოც ძალიან მეგობრული იყო. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო სტრესის მოსახსნელად. რაც შეეხება საკითხებს, რედაქტირების ტექსტი ეხებოდა ანტიკურ ხანაში აღმოჩენილ საყურეს და მე მგონი კარგად დავწერე. ესე იყო იმის შესახებ, რომ განვითარებული ტექნოლოგიები ადამიანს ხელს უშლის განვითარებაში. ლიტერატურიდან ერთი იყო ავთანდილის და შერმადინის საუბარი, მეორე იყო ნოდარ დუმბაძის მოთხრობა, რომელიც ავირჩიე. მოთხრობის ერთ-ერთი პერსონაჟი იყო კუკური, რომელიც ყიდდა ძროხას, რომ თავის დისთვის სწავლის საფასური გადაეხადა და დახმარებოდა ოჯახს, ანუ ეს საკითხი ვწერე. ზოგადად ძალიან მარტივად მეჩვენა ტესტი და ადრეც დავასრულე.“


ელენე, ქ. თბილისის 177-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრი: 


„ესე იყო ასეთ თემაზე – ზღუდავს თუ არა ტექნოლოგიები ადამიანებს. ასევე მოვიდა ნოდარ დუმბაძის “ნუ გააღვიძებ”. „ვეფხისტყაოსანიც“ მოვიდა, მაგრამ არ დამიწერია. სხვა მხრივ ნორმალური სიტუაცია იყო, არც ცხელოდა, პირბადეები გამოცდის დაწყებისთანავე მოვიხსენით. კონდიციონერი არ იყო ჩართული, მაგრამ არც საჭირო იყო. საერთოდ არანაირი დისკომფორტი არ შემქმნია, პირიქით, შესვლიდანვე ყველაფერი კარგად იყო.


ბექა ჭითანავა, ქ. თბილისის 175-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრი:


„გვიცავდა ფარი კომპიუტერთან, გვეკეთა პირბადე, რომელიც სურვილისამებრ შეგვეძლო გაგვეკეთებინა ან მოგვეხსნა. რაც შეეხება საკითხებს, „ვეფხისტყაოსნიდან“ იყო ნარკვევი, ნოდარ დუმბაძის მოთხრობიდან ნაწყვეტი და ესე იყო რამდენად ახდენს გავლენას ტექნოლოგიები ადამიანზე.”


ნატა ირემაძე, ქ. ქუთაისის N1 საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრი: 


„რედაქტირება იყო უმარტივესი, ასე მარტივს არ ველოდი. 14 შეცდომა ვიპოვე და ვფიქრობ, ბოლომდე ამოვწურე. თემა იყო „ვეფხისტყაოსანზე“ ავთანდილის დახასიათება უნდა დაგვეწერა. არაპროგრამული იყო ნოდარ დუმბაძის „ნუ გააღვიძებ“. ჩემი აზრით მთავარი სათქმელი არ იყო მოცემული, მაგრამ საკმაოდ სალაპარაკო იყო. საერთო ჯამში ძალიან გამიმარტივდა. გაცილებით რთულს ველოდი.“


მარიამ კიკნაძე, ქ. ქუთაისის N1 საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრი:


„როგორსაც ველოდი მსგავსი საკითხები შემხვდა. ესე იყო დასაწერი ტექნოლოგიების განვითარებაზე. დავწერე და კმაყოფილი ვარ. რაც შეეხება ტექსტის ანალიზი არ მახსოვს ზუსტად რომელი იყო, მაგრამ რაღაც მონაკვეთი იყო და პერსონაჟები უნდა დაგვეხასიათებინა. და გვეპოვა რისი თქმა უნდოდა ამით ავტორს.“


 


აღსანიშნავია, რომ წელს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა ექვსი დღის განმავლობაში გაგრძელდება და თითო სესიად ჩატარდება. ნიშნავს თუ არა ეს, რომ გასწორებისას გამოცდების ცენტრი ნაშრომებს 6-ვარიანტად დაყოფს ამას უახლოეს პერიოდში გავიგებთ.

წყარო: edu.aris.ge

5 მარტს სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს 85 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 5 მარტის საჯარო სხდომაზე ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა.

“იბერიას” საქმეზე ადეიშვილისა და მისი ყოფილი მოადგილის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

ტელეკომპანია „იბერია ტვ-ს” სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით დათმობის ფაქტზე, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილისა და გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილის, გიორგი ლაცაბიძის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.

დისტანციური სესიები ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით

GITA-მ და BTU-მ ახალი პროექტი წარადგინეს.

ყოველდღიური ანალიტიკა — სიახლე თიბისის ბიზნეს ინტერნეტ ბანკში

თიბისი ბანკი იურიდიული პირებისთვის განკუთვნილ ინტერნეტ ბანკში ახალ, მნიშვნელოვან ფუნქციონალს — ბიზნეს ანალიტიკას ამატებს.

წინა ხელისუფლების დროს ჩამორთმეული ფიროსმანის ნახატი მესაკუთრეს დაუბრუნდა – პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე სამმართველოში გამოძიება სისხლის სამართლის N009271011001 საქმეზე, დ.ა.-ს მიერ წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული, ნ. ფიროსმანაშვილის ფერწერული ტილოს შეძენისა და გასაღების მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 19,186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო.

მკვლელობა თავში ნაჯახის ჩარტყმით და ძარცვა – ბრალდებულს 10 წელი მიესაჯა

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ განზრახ მკვლელობისთვის, ძარცვისა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებისთვის ბრალდებული ნ.მ. დამნაშავედ ცნო და თავისუფლების 10 წლით აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

თიბისის მხარდაჭერით, ბათუმში Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Le Méridien გაიხსნა

შავი ზღვის სანაპიროზე სასტუმროების ცნობილ ბრენდებს Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Le Méridien დაემატება. “ბათუმი თაუერი“, რომელიც რეგიონში უმაღლესი კატეგორიის ბრენდს წარმოადგენს, თიბისის მხარდაჭერით გაიხსნა.

თიბისი მომხმარებლებს ურჩევს, ისარგებლონ დისტანციური მომსახურებითა და უნაღდო გადახდებით

თიბისი გირჩევთ უნაღდო გადახდების საშუალებებს, რომ თავიდან აიცილოთ ნაღდ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული რისკები:

„ჯორჯიან მანგანეზი“ სალიცენზიო არეალში მიწების მითვისებაზე განცხადებას ავრცელებს

ბოლო რამდენიმე თვეა, სისტემატური ხასიათი მიიღო პრაქტიკამ, როდესაც, „ჯორჯიან მანგანეზის“ ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, მოპოვებითი სამუშაოების დაწყებისთანავე ხდება მიმდებარე მიწის ნაკვეთების კერძო პირებზე დარეგისტრირება და შემდეგ მათი მესაკუთრეების მხრიდან ზარალის ანაზღაურების მოთხოვნა.

 

„სოკარის“ შანსი, დაესწარით ევრო 2020-ის გახსნას რომში – კომპანიამ გათამაშება დაიწყო

„სოკარმა“ 2020 წელი უამრავი სიახლით დაიწყო და მომხმარებელს სიურპრიზები შესთავაზა.

ირაკლი შოთაძე ლონდა თოლორაიას შეხვდა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობას გაეცნო

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძისა და სახელმწიფო ინსპექტორის ლონდა თოლორაიას შეხვედრა გაიმართა.

"არემჯის" საერთაშორისო ჯილდო Leader Of The Year გადაეცა

შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და საქართველოს ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის, რიგით მე-8 დაჯილდოებაზე „არემჯის“-Leader Of The Year საერთაშორისო ჯილდო გადაეცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანიიდან აცნობეს.

იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღე საქართველოშიც აღნიშნეს

თებერვლის ბოლოს მსოფლიომ იშვიათი დაავადებების დღე აღნიშნა, რომელსაც საქართველო წელსაც შეუერთდა.

სასამართლომ, ჭიათურაში სახელმწიფო ქონების მითვისებისთვის დაკავებულთა აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო ქონების უკანონო მითვისების ბრალდებით დაკავებულების აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა.

29 თებერვალს საქართველო იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღეს აღნიშნავს

გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდი (GeRaD) 2020 წლის პრიორიტეტად სპინალურ კუნთოვან ატროფია (სკა) ასახელებს.

სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს მიმდინარე კვირაში 21 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) მიმდინარე კვირაში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა.

დავით ნარმანია საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაზე პრეზენტაციით წარდგა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე დავით ნარმანიამ ქ. ვენაში გამართულ საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

 

ეთერ შავლიძესთან შეძენილმა ბილეთმა ერთს 1 182 454, მეორეს კი 14 280 ლარი მოაგებინა

გაიცანით, საქართველოში ლატარიის ყველაზე იღბლიანი მეჯიხურე, რომელთან ნაყიდი ბილეთებითაც 2 კვირის მანძილზე ლოტო 6/42-ში ჯეკპოტი 1 182 454 ლარი და 14 280 ლარი მოიგეს.

„ევროპაბეთის“ შემდეგ აზარტული თამაშების ბიზნესი გარე რეკლამაზე უარს ამბობს

აზარტული თამაშების კომპანიებმა საქართველოში უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღეს - პირველი მარტიდან თამაშების ყველა კომპანია გარე-რეკლამაზე უარს ამბობს. ბანერების ჩამოხსნა მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე დაწყებულია.

„თიბისი ბანკმა“ ბიზნესსექტორს წლიური ანგარიში წარუდგინა

თიბისი ბანკმა წლიური შეხვედრა ჩაატარა, სადაც კომპანიის 2019 წლის მიღწევები და შედეგები, ასევე განვითარების სტრატეგია და სამომავლო გეგმები წარადგინა. შეხვედრას ბიზნესსექტორის, მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში აშშ-ის ჯორჯიის შტატის ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ აშშ-ის ჯორჯიის შტატის სისხლის სამართლის ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატებს უმასპინძლა.