ცნობისთვის, სურამში მომხდარი მკვლელობის საქმეზე პოლიციამ 34 წლის მამაკაცი დააკავა, რომელსაც ცოლის მკვლელობაში ადანაშაულებენ.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.