დავით ჩიხელიძე დავით ჭაკუას საქმის შესახებ: ველოდები ბრალდებულთა წრის ზრდას

„დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმღვანელი დავით ჩიხელიძე, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარის, დავით ჭაკუას საქართველოში ექსტრადირებას და მისთვის ბრალის წარდგენას ეხმიანება.

მისი თქმით, რამდენიმე წლის წინ, ადამიანის წამება ჩეულებრივი მოვლენა იყო, არაადამიანური მოპყრობა, ლამის ადამიანთან ურთიერთობის გარდაუვალ აუცილებლობას წარმოადგენდა, რასაც წარმატებით ახორციელებდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ დროინდელი მაღალჩინოსნები.


„დავით ჭაკუას ექსტრადირება ორი ასპექტისგან შედგება, ერთის მხრივ ის არის რეჟიმის სახე, მეორე მხრივ კი დღევანდელი ქართული სასამართლო სისტემის და იუსტიციის სამინისტროს სიძლიერეს/ობიექტურობას გვიჩვენებს. ჭაკუა როგორც რეჟიმის სახე! სამწუხაროდ სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ, ადამიანის წამება ჩეულებრივი მოვლენა იყო, არაადამიანური მოპყრობა, ლამის ადამიანთან ურთიერთობის გარდაუვალ აუცილებლობას წარმოადგენდა, რასაც წარმატებით ახორციელებდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ დროინდელი მაღალჩინოსნები. საგულისხმოა, რომ ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე, რომელშიც დავით ჭაკუას ბრალი არაადამიანურ მოპყრობასა და უფლებამოსილების გადამეტებაში ედებოდა, 2020 წლის აპრილში ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ საქმეზე „კუხალაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, გადაწყვეტილება მიიღო. სასამართლომ ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება) დარღვევა დაადგინა. რაც ნათლად მიუთითებს ქართული მართლმსაჯულების ობიექტურობას და გვაჩვენებს, რომ ჭაკუას წინააღმდეგ მიმდინარეობს სამართლებრივი დევნა და არა პოლიტიკური, როგორც მას ამის წარმოდგენა სურს“, - აცხადებს დავით ჩიხელიძე.


ჩიხელიძე ასევე აღნიშნავს, რომ ჭაკუა ცდილობდა გერმანელი სამართლადამცველები საკუთარ უდანაშაულობაში და პოლიტდევნაში დაერწმუნებინა, რაც არ გამოუვიდა.


„როგორც ვხედავთ ის, რომ ციხის ბუნტის დროს ადგილი ჰქონდა სიცოხლის უფლების დარღვევას და ძალის არაპროპორციულ გამოყენებას, ევროპაში ადმაიანის უფლებათა სასამართლომ დაადგინა/დაადასტურა. ცალკე უნდა აღინიშნოს იუსტიციის სამინისტროს მუშაობა, მათ ფასდაუდებელი სამუშაო შეასრულეს, მოახდინეს რა ჭაკუას ექსტრადირების ორგანიზება, ისე რომ გერმანულ მხარეს კითხვის ნიშნები არ გასჩენია, საგულისხმოა, რომ ჭაკუა ცდილობდა გერმანელი სამართლადამცველები საკუთარ უდანაშაულობაში და პოლიტდევნაში დაერწმუნებინა, რაც არ გამოუვიდა, რადგან იუსტიციის სამინისტრომ გერმანულ მხარეს წონადი, ფაქტებზე დაფუძნებული საქმის მასალები გადაუგზავნა. რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებისა და მათთან დაკავშირებული ადამიანების განცხადებებს, ერთნი ამობებენ, რომ მას არ იცნობენ, მეორენი კი ამბობენ, რომ ჭაკუას მიმართ კითხვები ჯერ კიდევ მათი მმართველობის დროს არსებობდა“, - განაცხადა ჩიხელიძემ.


„დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმღვანელის თქმით, ყველაზე დიდი კრიმინალი სწორედ ჭაკუა არის, რომელსაც ბრალად შემდეგი საქმეეები აქვს წარდგენილი: ციხის ბუნტი, რასაც 7 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ზვიად აბესაძისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა და ცემა.


„უცნაური ლოგიკაა, თუ ჭაკუას მიმართ კითხვები არსებობდა საქმიდან დისტანცირების და საგამოძებო მოქმედებების ნაცვლად, რატომ დააწინაურეთ? ადამიანთა გარკვეულ ჯგუფს კი ჭაკუა კრიმინალთან მებრძოლ გმირად წარმოჩენა სურს, რაც არ გამოუვათ, რადგან ყველაზე დიდი კრიმინალი სწორედ ჭაკუა არის, რომელსაც ბრალად შემდეგი საქმეეები აქვს წარდგენილი: ციხის ბუნტი, რასაც 7 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ზვიად აბესაძისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა და ცემა. იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილთან ერთად, ჭაკუას ბრალად ედება პატიმართა მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზება, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაცია და მოწმეზე ძალადობა. ველოდები ბრალდებულთა წრის ზრდას, რადგან შემსრულებელთან ერთად დამკვეთების დასჯაც აუცილებელია“, - აღნიშნა დავით ჩიხელიძემ.


დავით ჭაკუას მიმართ 2013 წლის 27 თებერვლიდან გამოცხადებული იყო საერთაშორისო ძებნა ინტერპოლის წითელი ცირკულარით.


5 მარტს სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს 85 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 5 მარტის საჯარო სხდომაზე ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა.

“იბერიას” საქმეზე ადეიშვილისა და მისი ყოფილი მოადგილის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

ტელეკომპანია „იბერია ტვ-ს” სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით დათმობის ფაქტზე, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილისა და გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილის, გიორგი ლაცაბიძის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.

დისტანციური სესიები ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით

GITA-მ და BTU-მ ახალი პროექტი წარადგინეს.

ყოველდღიური ანალიტიკა — სიახლე თიბისის ბიზნეს ინტერნეტ ბანკში

თიბისი ბანკი იურიდიული პირებისთვის განკუთვნილ ინტერნეტ ბანკში ახალ, მნიშვნელოვან ფუნქციონალს — ბიზნეს ანალიტიკას ამატებს.

წინა ხელისუფლების დროს ჩამორთმეული ფიროსმანის ნახატი მესაკუთრეს დაუბრუნდა – პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე სამმართველოში გამოძიება სისხლის სამართლის N009271011001 საქმეზე, დ.ა.-ს მიერ წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული, ნ. ფიროსმანაშვილის ფერწერული ტილოს შეძენისა და გასაღების მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 19,186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო.

მკვლელობა თავში ნაჯახის ჩარტყმით და ძარცვა – ბრალდებულს 10 წელი მიესაჯა

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ განზრახ მკვლელობისთვის, ძარცვისა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებისთვის ბრალდებული ნ.მ. დამნაშავედ ცნო და თავისუფლების 10 წლით აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

თიბისის მხარდაჭერით, ბათუმში Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Le Méridien გაიხსნა

შავი ზღვის სანაპიროზე სასტუმროების ცნობილ ბრენდებს Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Le Méridien დაემატება. “ბათუმი თაუერი“, რომელიც რეგიონში უმაღლესი კატეგორიის ბრენდს წარმოადგენს, თიბისის მხარდაჭერით გაიხსნა.

თიბისი მომხმარებლებს ურჩევს, ისარგებლონ დისტანციური მომსახურებითა და უნაღდო გადახდებით

თიბისი გირჩევთ უნაღდო გადახდების საშუალებებს, რომ თავიდან აიცილოთ ნაღდ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული რისკები:

„ჯორჯიან მანგანეზი“ სალიცენზიო არეალში მიწების მითვისებაზე განცხადებას ავრცელებს

ბოლო რამდენიმე თვეა, სისტემატური ხასიათი მიიღო პრაქტიკამ, როდესაც, „ჯორჯიან მანგანეზის“ ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, მოპოვებითი სამუშაოების დაწყებისთანავე ხდება მიმდებარე მიწის ნაკვეთების კერძო პირებზე დარეგისტრირება და შემდეგ მათი მესაკუთრეების მხრიდან ზარალის ანაზღაურების მოთხოვნა.

 

„სოკარის“ შანსი, დაესწარით ევრო 2020-ის გახსნას რომში – კომპანიამ გათამაშება დაიწყო

„სოკარმა“ 2020 წელი უამრავი სიახლით დაიწყო და მომხმარებელს სიურპრიზები შესთავაზა.

ირაკლი შოთაძე ლონდა თოლორაიას შეხვდა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობას გაეცნო

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძისა და სახელმწიფო ინსპექტორის ლონდა თოლორაიას შეხვედრა გაიმართა.

"არემჯის" საერთაშორისო ჯილდო Leader Of The Year გადაეცა

შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და საქართველოს ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის, რიგით მე-8 დაჯილდოებაზე „არემჯის“-Leader Of The Year საერთაშორისო ჯილდო გადაეცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანიიდან აცნობეს.

იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღე საქართველოშიც აღნიშნეს

თებერვლის ბოლოს მსოფლიომ იშვიათი დაავადებების დღე აღნიშნა, რომელსაც საქართველო წელსაც შეუერთდა.

სასამართლომ, ჭიათურაში სახელმწიფო ქონების მითვისებისთვის დაკავებულთა აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო ქონების უკანონო მითვისების ბრალდებით დაკავებულების აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა.

29 თებერვალს საქართველო იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღეს აღნიშნავს

გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდი (GeRaD) 2020 წლის პრიორიტეტად სპინალურ კუნთოვან ატროფია (სკა) ასახელებს.

სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს მიმდინარე კვირაში 21 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) მიმდინარე კვირაში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა.

დავით ნარმანია საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაზე პრეზენტაციით წარდგა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე დავით ნარმანიამ ქ. ვენაში გამართულ საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

 

ეთერ შავლიძესთან შეძენილმა ბილეთმა ერთს 1 182 454, მეორეს კი 14 280 ლარი მოაგებინა

გაიცანით, საქართველოში ლატარიის ყველაზე იღბლიანი მეჯიხურე, რომელთან ნაყიდი ბილეთებითაც 2 კვირის მანძილზე ლოტო 6/42-ში ჯეკპოტი 1 182 454 ლარი და 14 280 ლარი მოიგეს.

„ევროპაბეთის“ შემდეგ აზარტული თამაშების ბიზნესი გარე რეკლამაზე უარს ამბობს

აზარტული თამაშების კომპანიებმა საქართველოში უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღეს - პირველი მარტიდან თამაშების ყველა კომპანია გარე-რეკლამაზე უარს ამბობს. ბანერების ჩამოხსნა მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე დაწყებულია.

„თიბისი ბანკმა“ ბიზნესსექტორს წლიური ანგარიში წარუდგინა

თიბისი ბანკმა წლიური შეხვედრა ჩაატარა, სადაც კომპანიის 2019 წლის მიღწევები და შედეგები, ასევე განვითარების სტრატეგია და სამომავლო გეგმები წარადგინა. შეხვედრას ბიზნესსექტორის, მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში აშშ-ის ჯორჯიის შტატის ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ აშშ-ის ჯორჯიის შტატის სისხლის სამართლის ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატებს უმასპინძლა.