ეს იტალიაში პირველი ასეთი ოპერაცია იყო. მასში 30 ექიმი და ექთანი მონაწილეობდა. ეს საბოლოო ნაბიჯი გახდა 3 ოპერაციისგან შემდგარ პროცესში, რომელიც გოგოების განსაცალკევებლად ჩატარდა.
დები ერვინა და პერვინა იტალიაში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა ბანგუიდან ჯერ კიდევ 2018 წლის სექტემბერში ჩაიყვანეს. ექიმებმა დაადგინეს, რომ ისინი სრულად ჯანმრთელები არიან, მაგრამ ერთი დის გული ორგანიზმების ფიზიოლოგიური ბალანსის დასაცავად უფრო ძლიერად მუშაობდა.