ოთხი შვილის დედა დახმარებას და ბავშვებისთვის უსაფრთხო თავშესაფარს ითხოვს.
„ერთი კვირის წინ შეამჩნიეს ბავშვებმა, ხვრელში შეძვრა, საკმაოდ გრძელი კუდი ჰქონდაო. დამირეკეს, ტიროდნენ გვეშინიაო, მეც ვინერვიულე. რომ მივედი ვერაფერი ვნახე. მეზობელი თოფით მოსულა და დარაჯობდა. ამის მერე ბუხარს ყოველდღე ვამოწმებდი. გუშინ კი 17 ცალი კვერცხი დაუდია და ისევ ბავშვებმა იპოვეს. სადაც ვწევართ იმ ოთახში დადო კვერცხები. სახლს ბევრი ხვრელი აქვს და არ ვიცი რომელი ერთი ამოვავსო ნაჭრით. ღამეებს ათევენ მეზობლები, დარაჯობენ, შესაძლოა მოაკითხოსო კვერცხებს. ცუდ მდგომარეობაში ვართ, წლებია ბინას ველოდებით, თუმცა დღემდე ვერ მივიღეთ. ბავშვები ვერ იძინებენ, შეშინებულები არიან“,- ამბობს ლუდმილა ასლანდია.