„მე მჭირდებოდა ორი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი რამ - წონაში დაკლება და სასურველი სამსახური. რთულია ადამიანმა დაიჯერო, რომ ეს ორი რამ ერთად შეიძლება აღმოაჩინო და ვთვლი რომ გამიმართლა. ნებისმიერი საქმის კეთებისას თუ საკუთარ თავში არ ხარ დარწმუნებული და არ გჯერა იმის რასაც აკეთებ, ძნელია წარმატებას მიაღწიო. პროდუქციას კი ისე ვერ გავუწევდი რეკომენდაციას, თუ ყველა კითხვაზე პასუხი არ მეცოდინებოდა. მაინტერესებდა, მართლა ექნებოდა თუ არა ის შედეგი, რაზეც ყველა აღფრთოვანებული საუბრობდა, შესაბამისად, გადავწყვიტე, დავიწყე Energy Diet Smart-ის 25 დღიანი დიეტის კურსი. გარდა ამისა, თუ დავსაქმდებოდი, მე, როგორც მენეჯერს, უნდა მცოდნოდა, მომხმარებელისთვის რომელი პროდუქტი უნდა შემეთავაზებინა“ - ამბობს რებეკა, რომელმაც 25 დღეში 12 კგ. დაიკლო და ამ შედეგს დღემდე ინარჩუნებს.
როგორც რებეკა აღნიშნავს, ენერჯი დიეტის დაწყებამდე მას არ მიუმართავს დიეტოლოგისთვის ან ენდოკრინოლოგისთვის, საკვებმა დანამატებმა მის ორგანიზმზე დადებითად იმოქმედა. ყოველ დილას ენერგიით სავსე, დაღლილობის შეგრძნების გარეშე იღვიძებს, მოუწესრიგდა როგორც ძილის, ასევე კვების რეჟიმი, რადგან სტუდენტური ცხოვრებიდან გამომდინარე, ხშირად სწრაფი კვების ობიექტების სტუმარი იყო. ენერჯი დიეტაში შემავალი კოქტეილების დახმარებით ის ჯანსაღად, ვიტამინებით სავსე, დაბალკალორიულ პროდუქტს იღებს, არ აწუხებს შიმშილის შეგრძნება და დანაყრებულია მომავალი რამდენიმე საათის განმავლობაში.
ზაფხულის სიცხესთან ერთად, მას პერიოდულად აწუხებდა შეშუპება. დიეტის კურსში შემავალი ერთ-ერთი კომპონენტის “დრაინ ეფექტის” (DrainEffect) საშუალებით ეს პრობლემაც ძალიან მალე მოგვარდა, ორგანიზმი შეეჩვია ჯანსაღი ცხოვრების წესს, წყლის საჭირო რაოდენობით მიღებასა და მუდამ ტონუსში ყოფნას.
„გარდა დიეტისა, NL International-ის სხვა პროდუქტების აქტიური მომხმარებელი ვარ, ძალიან მომწონს როგორც ყოველდღიური ნივთები, ასევე სხეულისა და თმის მოვლის საშუალებები. მომწონს მათი ხარისხი, ხელმისაწვდომობა და რაც ყველაზე მთავარია - ეკოლოგიურად სუფთა, ჯანმრთელობისთვის სასარგებლო პროდუქტია” - ამბობს რებეკა.
„აღსანიშნავია, რომ Energy Diet Smart-ში შემავალი ვიტამინების კომპლეტის საშუალებით რებეკას ორგანიზმი უფრო ჯანსაღად ახერხებს გადატვირთულ გრაფიკში ფუნქციონირებას. დღეს ის ერთ-ერთი წარმატებული და დასაქმებული სტუდენტია“,- აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.