შაქარაშვილის ტრაგედიამ გვანახა, რომ ჩვენს საზოგადოებაში არსებობენ ისეთი პერსონები, რომელთათვის სიცოცხლე, ოჯახი და ელემენტარული მორალი ღირებულებას არ წარმოადგენს - ია მეტრეველი

ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი გარდაცვლილ გიორგი შაქარაშვილის ოჯახს თანადგომას უცხადებს და ამ ტრაგედიის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავავშირებით სოციალურ ქსელში სპეციალურ მიმართვას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„ნაცრეჟიმისგან რეპრესირებული ოჯახების მიმართვა საზოგადოებას. გვსურს, ბოლო დროს განვითარებულ სრულიად შოკისმომგვრელ და ამორალურ მოვლენებს გამოვეხმაუროთ, რომელიც უდიდესი ტრაგედიის ირგვლივ მიმდინარეობს, ტრაგედიის, რომელიც სრულიად ახალგაზრდა, უცოდველი ბიჭის სიკვდილმა გამოიწვია, გული ატკინა თითოეულ ადამიანს და დაზაფრა მთელი საზოგადოება.


ჩვენთვის, წერილის ავტორებისთვის, ეს გრძნობა, სამწუხაროდ, ძალიან კარგად ნაცნობია, ჩვენ ყველაზე კარგად ვიცით, რას ნიშნავს, როდესაც შენი გაჩენილი სიცოცხლე, შენი ცხოვრების საზრისი კვდება.


დღეს, გიორგი შაქარაშვილის ოჯახი სწორედ ამ უმძიმეს ემოციებშია და ამ ფონზე, სრულიად შოკისმომგვრელია იმ ეგრეთწოდებული მედიასაშუალების ქმედებები, რომლებიც რევანშმოწყურებული დამნაშავე რეჟიმის არქიტექტორებს ეკუთვნით.


სამწუხაროდ, გიორგი შაქარაშვილის ტრაგედიამ გვანახა, რომ ჩვენს საზოგადოებაში არსებობენ ისეთი პერსონები, რომელთათვის სიცოცხლე, ოჯახი და ელემენტარული მორალი ღირებულებას არ წარმოადგენს, თუმცა კიდევ უფრო მეტად შემაძრწუნებელია, როდესაც უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ოჯახისგან ეს პერსონები პოლიტიკურ დღის წესრიგში ხელშეწყობას ითხოვენ და ამ სიბინძურეში არმონაწილეობის, საკუთარი შვილის ტრაგედიის, მათ საჯიჯგნად არქცევის გამო, ოჯახს წარმოუდგენელ სიბინძურეებს აბრალებენ და თანადგომის ნაცვლად, ოჯახის წინააღმდეგ შავი პიარის აგორებით არიან დაკავებულნი. ამ არსებებს რა სახელი შეიძლება ვუწოდოთ არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, ამ ჯგუფის მანიაკალურ ამორალობას, საზოგადოების გარკვეული ნაწილი ნებით თუ უნებლიედ იზიარებს. ეს არის პირდაპირი სიმპტომი, რომ ჩვენს საზოგადოებაში რაღაც წესრიგში არ არის, რომ მოვწყდით რეალობას და ვკარგავთ მორალურ საყრდენს.


ჩვენ ვერ ვიქნებით მართლები საკუთარ თავთან, ვერ ვიქნებით მართლები ჩვენი შვილების სულებთან, ვერ ვიქნებით მართლები ჩვენს მომავალთან, თუ ვიღაც ნაძირლებს, უფლება მივეცით ასეთი შოკისმომგვრელი უცენზურობით მოეპყროს ოჯახს, რომელმაც 19 წლის, უცოდველი ბავშვი გაასვენა სახლიდან.


მოგმართავთ მშობლები, რომლებსაც იმ რეჟიმმა დაგვიხოცა შვილები, რომელსაც დღეს ტელეწამყვანად და ტელეგამომძიებლად ტრანსფორმირებული პროკურორ-ჟურნალისტი წარმოადგენს. ის ჟურნალისტი და ჟურნალისტები, რომლებიც დღეს იარაღით ვეღარ კლავენ ჩვენს შვილებს, რომლებიც სახელისუფლებო ბერკეტებით ვეღარ ებრძვიან ირინა ენუქიძეს, მაგრამ რომლებიც დღეს ტელეეთერებიდან ყოველდღე, ხელახლა კლავენ გიორგი შაქარაშვილს და გულს გლეჯენ მის ისედაც გულმკვდარ მშობლებს.


მოვუწოდებთ მთელს საზოგადოებას, ყველა დედას, ყველა მშობელს, ყველა შვილს, თუ ჩვენს ქვეყანას და ხალხს რაიმე ღირსება შეგვრჩა, რაიმე პერსპექტივა გაგვაჩნია, არ დავუშვათ ეს წარმოუდგენელი უმსგავსობა და დავანახოთ ადამიანური მოდგმის ყველაზე ბნელი და ბინძური მხარის ამ წარმომადგენლებს, რომ ჩვენ არ ვართ ის საზოგადოება, სადაც მათ ვინმე ასე მოქცევის უფლებას მისცემს.


ერთადერთი ბერკეტი, რაც დღეს ჩვენს ხელშია, არის პროტესტი, საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება და ჩვენი გადაწყვეტილება, რომ არცერთმა ადამიანმა, ჩვენი საზოგადოების არცერთმა წევრმა, ვისაც ელემენტარული მორალი და თანაგრძნობის განცდა შერჩენილი გვაქვს, არ ვითანამშრომლოთ ამ არხთან და არ ვუყუროთ ამ ტელევიზიას, არასდროს არ გადავრთოთ მასზე, სანამ მისი დირექტორი არ გამოვა და საჯაროდ არ მოუხდის ბოდიშს გიორგი შაქარაშვილის ოჯახს.


ასევე მოვუწოდებ თითოეულ ხელოვანს, თითოეულ ექსპერტს, პოლიტიკოსს, ექიმს და ნებისმიერ მოქალაქეს, ვისაც შეიძლება შეხება ჰქონდეს ამ ამორალურ ტელევიზიასთან, ნუ მიხვალთ ამ ტელევიზიაში და ნუ მისცემთ კომენტარს მათ ნურცერთ საკითხზე, სანამ არ მოვისმენთ სინანულს და ბოდიშს მათი დირექტორის მხრიდან.


რაც დღეს ხდება გიორგი შაქარაშვილის ოჯახის მიმართ და მთლიანად ამ ტრაგედიის გარშემო, ჩვენ ეს თუ დავუშვით, თუ ამას თავისი სახელი არ დავარქვით, ჩვენ საზოგადოებად ვერასდროს შევდგებით!


კიდევ ერთხელ ვუცხადებთ თანადგომას გიორგი შაქარაშვილის ოჯახს და დარწმუნებული ვართ, ჩვენს საზოგადოებაში ისეთები ბევრად უფრო მეტი ადამიანი აღმოვჩნდებით, ვინც ამ ადამიანების ტკივილს გაიზიარებს, დაეხმარება მძიმე წუთების გადატანაში და არ დაუშვებს მათ მიმართ წარმოუდგენელ სიბინძურეს, ვიდრე პირიქით. ია მეტრეველი, გულიკო გამცემლიძე, ჯამბულ გამცემლიძე, მანანა ვაზაგაშვილი, თამაზ მოლაშვილი, ლია კრიალაშვილი, გოგი ენუქიძე,“- აღნიშნულია მიმართვაში.


5 მარტს სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს 85 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 5 მარტის საჯარო სხდომაზე ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა.

“იბერიას” საქმეზე ადეიშვილისა და მისი ყოფილი მოადგილის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

ტელეკომპანია „იბერია ტვ-ს” სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით დათმობის ფაქტზე, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილისა და გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილის, გიორგი ლაცაბიძის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.

დისტანციური სესიები ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით

GITA-მ და BTU-მ ახალი პროექტი წარადგინეს.

ყოველდღიური ანალიტიკა — სიახლე თიბისის ბიზნეს ინტერნეტ ბანკში

თიბისი ბანკი იურიდიული პირებისთვის განკუთვნილ ინტერნეტ ბანკში ახალ, მნიშვნელოვან ფუნქციონალს — ბიზნეს ანალიტიკას ამატებს.

წინა ხელისუფლების დროს ჩამორთმეული ფიროსმანის ნახატი მესაკუთრეს დაუბრუნდა – პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე სამმართველოში გამოძიება სისხლის სამართლის N009271011001 საქმეზე, დ.ა.-ს მიერ წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული, ნ. ფიროსმანაშვილის ფერწერული ტილოს შეძენისა და გასაღების მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 19,186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო.

მკვლელობა თავში ნაჯახის ჩარტყმით და ძარცვა – ბრალდებულს 10 წელი მიესაჯა

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ განზრახ მკვლელობისთვის, ძარცვისა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებისთვის ბრალდებული ნ.მ. დამნაშავედ ცნო და თავისუფლების 10 წლით აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

თიბისის მხარდაჭერით, ბათუმში Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Le Méridien გაიხსნა

შავი ზღვის სანაპიროზე სასტუმროების ცნობილ ბრენდებს Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Le Méridien დაემატება. “ბათუმი თაუერი“, რომელიც რეგიონში უმაღლესი კატეგორიის ბრენდს წარმოადგენს, თიბისის მხარდაჭერით გაიხსნა.

თიბისი მომხმარებლებს ურჩევს, ისარგებლონ დისტანციური მომსახურებითა და უნაღდო გადახდებით

თიბისი გირჩევთ უნაღდო გადახდების საშუალებებს, რომ თავიდან აიცილოთ ნაღდ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული რისკები:

„ჯორჯიან მანგანეზი“ სალიცენზიო არეალში მიწების მითვისებაზე განცხადებას ავრცელებს

ბოლო რამდენიმე თვეა, სისტემატური ხასიათი მიიღო პრაქტიკამ, როდესაც, „ჯორჯიან მანგანეზის“ ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, მოპოვებითი სამუშაოების დაწყებისთანავე ხდება მიმდებარე მიწის ნაკვეთების კერძო პირებზე დარეგისტრირება და შემდეგ მათი მესაკუთრეების მხრიდან ზარალის ანაზღაურების მოთხოვნა.

 

„სოკარის“ შანსი, დაესწარით ევრო 2020-ის გახსნას რომში – კომპანიამ გათამაშება დაიწყო

„სოკარმა“ 2020 წელი უამრავი სიახლით დაიწყო და მომხმარებელს სიურპრიზები შესთავაზა.

ირაკლი შოთაძე ლონდა თოლორაიას შეხვდა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობას გაეცნო

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძისა და სახელმწიფო ინსპექტორის ლონდა თოლორაიას შეხვედრა გაიმართა.

"არემჯის" საერთაშორისო ჯილდო Leader Of The Year გადაეცა

შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და საქართველოს ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის, რიგით მე-8 დაჯილდოებაზე „არემჯის“-Leader Of The Year საერთაშორისო ჯილდო გადაეცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანიიდან აცნობეს.

იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღე საქართველოშიც აღნიშნეს

თებერვლის ბოლოს მსოფლიომ იშვიათი დაავადებების დღე აღნიშნა, რომელსაც საქართველო წელსაც შეუერთდა.

სასამართლომ, ჭიათურაში სახელმწიფო ქონების მითვისებისთვის დაკავებულთა აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო ქონების უკანონო მითვისების ბრალდებით დაკავებულების აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა.

29 თებერვალს საქართველო იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღეს აღნიშნავს

გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდი (GeRaD) 2020 წლის პრიორიტეტად სპინალურ კუნთოვან ატროფია (სკა) ასახელებს.

სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს მიმდინარე კვირაში 21 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) მიმდინარე კვირაში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა.

დავით ნარმანია საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაზე პრეზენტაციით წარდგა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე დავით ნარმანიამ ქ. ვენაში გამართულ საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

 

ეთერ შავლიძესთან შეძენილმა ბილეთმა ერთს 1 182 454, მეორეს კი 14 280 ლარი მოაგებინა

გაიცანით, საქართველოში ლატარიის ყველაზე იღბლიანი მეჯიხურე, რომელთან ნაყიდი ბილეთებითაც 2 კვირის მანძილზე ლოტო 6/42-ში ჯეკპოტი 1 182 454 ლარი და 14 280 ლარი მოიგეს.

„ევროპაბეთის“ შემდეგ აზარტული თამაშების ბიზნესი გარე რეკლამაზე უარს ამბობს

აზარტული თამაშების კომპანიებმა საქართველოში უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღეს - პირველი მარტიდან თამაშების ყველა კომპანია გარე-რეკლამაზე უარს ამბობს. ბანერების ჩამოხსნა მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე დაწყებულია.

„თიბისი ბანკმა“ ბიზნესსექტორს წლიური ანგარიში წარუდგინა

თიბისი ბანკმა წლიური შეხვედრა ჩაატარა, სადაც კომპანიის 2019 წლის მიღწევები და შედეგები, ასევე განვითარების სტრატეგია და სამომავლო გეგმები წარადგინა. შეხვედრას ბიზნესსექტორის, მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში აშშ-ის ჯორჯიის შტატის ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ აშშ-ის ჯორჯიის შტატის სისხლის სამართლის ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატებს უმასპინძლა.