ამის შესახებ სულაბერიძემ ჟურნალისტებს პოლიციის განყოფილებაში, გამოკითხვის დასრულების შემდეგ განუცხადა.
„ფიზიკურად ვერ ვარ ახლა კარგად, რომ დაგელაპარაკოთ. არ ვიცი, ვინ მესროდა. მანქანით ვმოძრაობდი, არავისთან კავშირი არ მქონია. დანარჩენს ჩემი უფლებადამცველი იტყვის. წარმოდგენა არ მაქვს, ვინ იყო. გამომძიებლებთან რაც საჭირი იყო, ყველაფერი დავაფიქსირე. სავარაუდოდ, მანქანიდან ისროდნენ“, – განაცხადა სულაბერიძემ.
ცნობისთვის, 28 ივლისს, წყნეთის გზაზე სროლა იყო. არსებული ინფორმაციით, ყოფილი სპორტსმენის ლერი სულაბერიძის მანქანას ესროლეს. სროლის შედეგად არავინ დაშავებულა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება დაიწყო 19–108 მუხლით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს, ასევე 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.