ამის საბაბი ილონ მასკის ტვიტი გახდა, რომელშიც მან ერთ-ერთ გავრცელებულ შეთქმულების თეორიას დაუჭირა მხარი.
„პირამიდები უცხოპლანეტელებმა ააშენეს, ცხადია“, - დაწერა მასკმა.
ტვიტს ეგვიპტეს საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრი გამოეხმაურა. მისი თქმით, თუ მასკი ქვეყანაში ჩავა და პირამიდების მშენებლების სამარხებს ნახავს, დარწმუნდება, რომ ნაგებობები ადამიანის შექმნილია.