„ამირხანაშვილი ამბობს, რომ იძულებით ჩასვეს მანქანაში... პროკურატურა არაფერს მალავს. ყველა ეს მასალა და მტკიცებულება ადვოკატებს გადაეცათ. თუმცა უშუალოდ ტელევიზიების საშუალებით და სხვა მასმედიის საშუალებით. ყველა ის მასალა, რომელიც საქმეში არის მოთავსებული და აქამდე საჯაროდ ვრცელდებოდა, ასაჯაროებდნენ ადვოკატები თუ ჟურნალისტები. ეს პროცესი ხელს უშლის გამოძიებას.
შესაბამისად, ის მოწმეები რომლებიც მოდიოდნენ დასაკითხად, იცოდნენ რა გარემოებების ირგვლივ იკითხებოდნენ, წინასწარ ემზადებოდნენ ამ ყველაფრისთვის და შესაბამისად, ეს გარემოებები მნიშვნელოვნად უშლიდა ხელს გამოძიებას. აქიდან გამომდინარე, კონკრეტულად მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე საჭირო გახდა, რომ შეზღუდულიყო ინფორმაცია“, - ამბობს დავით ყაზარაშვილი.
შეგახსენებთ, რომ 19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი 18-19 ივნისის ღამით გაუჩინარდა და მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.
საქმეზე, ამ დროისთვის, 17 პირია დაკავებული.