სესიაშვილს ბაქრაძესისგან აინტერესებს, რა კომპრომისს უწოდებს ადამიანების წამებას, ქონების ჩამორთმევასა და მედიაზე ზეწოლას?
„გუშინ ბატონმა ბაქრაძემ ღალატს, ქვეყნის ღალატს დაარქვა კომპრომისი. ბატონი ბაქრაძე გვიმტკიცებდა, რომ თურმე საერთაშორისო სამართლით დადგენილი ფაქტისთვის, ოკუპაციისთვის, ოკუპაციის აღიარებისთვის საჭირო გახდა იმის ჩაწერა ამ რევოლუციაში, რომ ჩვენმა სამხედროებმა ცხინვალი დაბომბეს. ეს არის მათი კომპრომისი. ჰკითხეთ ბაქრაძეს, რა კომპრომისს უწოდებს ადამიანების წამებას, ქონებების ჩამორთმევას, მედიის ფეხქვეშ გათელვას. ალბათ, აქაც აქვთ პასუხი, რომ ესეც გარკვეული კომპრომისი იყო. მათი კომპრომისის ადგილი მომავალში არ არის“, – აღნიშნა სესიაშვილმა.