როგორც პოსტიდან ვიგებთ, აღნიშნულ სასტუმროს მომსახურება არ უვარგა. როგორც აღმოჩნდა, ადმინისტრატორმა ოთახის დაჯავშნის პერიოდი ვერ გაიგო და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დაჯავშნილი კონკრეტული ნომრები დაულაგებელი იყო.
სოციალური ქსელის მომხმარებელი, საზოგადოებას ურჩევს, ცხოვრების არცერთი პერიოდი არ დაუკავშირონ ამ სასტუმროს და არ მოიშალონ ნერვები.
ნახეთ რას წერენ სასტუმრო „გონიო მგზავრების“ შესახებ:
„მეგობარმა მთხოვა აშშ-დან, ბავშვებისთვის სასტუმრო დამიჯავშნეო. გონიოში ვისვენებდი და იქვე მდებარე მგზავრები გონიო • Mgzavrebi Gonio დავჯავშნე 10 დღით. ბავშვების ჩამოსვლამდე 2 ჯერ დავრეკე, გადავამოწმე მდგომარეობა. ოპერატორი მპასუხობდა, რომ ოთახი # 905 დაჯავშნილი იყო, შესაბამის ადამიანსა და შესაბამის თარიღებზე.
ბავშვების ჩამოსვლამდე 1 დღით ადრე, მაინც გადავამოწმე და აღმოვაჩინე, რომ ნომერში შესახლება (ჩეკ ინ) 16:00 ჰქონიათ და არა 1-2 ზე როგორც მთელს მსოფილიოშია. ასევე, აღმოვაჩინე, რომ არა ნომერი #905 არამედ 1004 დამიჯავშნია... მოკლედ, ვთხოვე ბავშვების ჩამოსვლამდე ნომერი დაეხვედრებინათ მოწესრიგებული, რამეთუ ვიფიქრე, ნამგზავრებს შეიძლებოდა დასძინებოდათ. რაზეც ადმინისტრატორი შემპირდა, პირად კონტროლზე აიყვანდა საკითხს.
მოკლედ ჩამოვიდა მეგობრის ოჯახი 19:00 საათზე. დავხვდით, მივბრძანდით გონიოში. ჩავაბარეთ სასტუმროს ადმინისტრატორს და დავემშვიდობეთ. 1 საათის შემდეგ, მირეკავს მეგობარი და მეუბნება, რომ მისი ოჯახი ისევ მიმღებში ზის ჰოლში. თურმე, ნომერი ისევ მოუმზადებელია და თან არა მე-3 კორპუსში, არამედ მე-4 კორპუსშია. არა 1002 არამედ 1004-ია.
შეასახლეს როგორც იქნა და ისევ მირეკავს მეგობარი:
- ადმინისტრატორს უთქვამს, არ ვიცი როდემდე გაქვთ დაჯავშნილიო და დარეკე, გაარკვიეო.
დავრეკე, გავარკვიე. ან რა გარკვევა უნდოდა? მიუხედავად იმისა, რომ აპარატით ჩავრიცხე თნხა, როგორც მითხრეს, სმს ქვითარიც გავუგზავნე.
მეორე დღეს, დილა ადრიან ახარა ვიღაც თანამშეომელმა, რომ ოთახის საფასური არა 25 აგვისტომდე, არამედ 19-მდეა გადახდილი.
ისევ დამირეკა მეგობარმა.
ისევ გადავრეკე და გავარკვიე, ჯავშანი 25-მდეა.
გუშინ შუადღეს, კიდევ მირეკავს ვიღაც გოგო და მეკითხება, თუ გაქვთო ნომრის საფასური გადახდილიო?
ჩვეულებრივად გავიფიქრე, ფარულ კამერაში ხომ არ მოვხვდი-მეთქი.
საღამოს შემოვდივარ აქ და ვკითხულობ, სასტუმრო მგზავრებში ხანძარი მოხდაო...
ჰო და რისი თქმა მინდა:
ხალხო, ნერვები არ მოიწამლოთ და ცხოვრების არცერთი პერიოდი არ დაუკავშიროთ, სასტუმრო მგზავრებს გონიოში.
პ.ს. ახლა მინდა დავურეკო, მოვიკითხო და მეშინია, არ მითხრან:
რა ხანძარი? რა დაკვამლიანება? უბრალოდ, რომის პაპი ავირჩიეთო,“- წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.